აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:
"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან მუშაობა!
ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - თქვა კობიაშვილმა.
კობიაშვილი სწორ გზას ადგას, როცა გაბერილი ხელფასების შემცირებას ცდილობს და გასაგებად აცხადებს რა შესთავაზა ცხადაძეს, ეს უკანასკნელი კი ტელევიზიებში სირბილს ამჯობინებს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ტელეფონის ზარებსაც არ პასუხობს...მგონი ცხადია ყველაფერი და თუ სინდის-ნამუსი გააჩნია უნდა დათანხმდეს პრემიალური სისტემით გასამრჯელოს მიღებას, არა და კომპენსაციის გადახდა ჯობია მის დატოვებას(ცნობისათვეს, კომპენსაციის თანხა არასოდეს შეადგენს კონტრაქტით გათვალისჭინებული თანხის 50%-ზე მეტს, ხშირად ბევრად ნაკლებს). ნაკრებს თავისი ხელი დაატყოო რომ ვამბობთ, ქეცბაიას შემდეგ ნებისმიერი მწვრთნელის ხელი დაეტყობოდა ჩვენს ნაკრებს,( კაცი ქვეშაფსიასავით გოლი ნაკლები გაუშვანო იმას ფიქრობდა მხოლოდ)...გინდ მაისურაძე ყოფილიყო, გინდ გეგუჩაძე ან დევდარიანი, არცერთი არ ჩაჯდებოდა თემურივით დაცვაში...მოკლედ კობი სრულიად მართალია და ეხლა სჭირდება მხარდაჭერა...კიდევ ერთხელ ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატზე გასული გუნდების:უკრაინის, ალბანეთის ისლანდიის, ჩეხეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, რუმინეთის და პორტუგალიის ნაკრებების მწვრთნელებს ცხადაძეზე ნაკლები აქვთ ხელფასი, ბევრ მათგანს კი ორჯერ და მეტად მაკლები, ასე რომ ცხადაძის მხარდამჭერებო დაფიქრდით, გვინდა კი ასეთი მწვრთნელი...ასე რომ მხოლოდ პრემიალური სისტემა და ისიც ორჯერ შემცირებული. თუ ვინმე მეცენატი საკუთარი სურვილით მოუმატებს პრემიალურ თანხას მისასალმებელია, მაგრამ არა ხელფასი. კობი კი თუ ასე გააგრძელებს მალე მისი მლანძღველებიც მიხვდებიან რომ სწორად იქცევა.