ლევან კობიაშვილი: ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ

AutoSharing Option
26 იანვარს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა, რომელმაც ორი საკითხი განიხილა და გადაწყვიტა. ჯერ ერთი, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხს, ამასთან დაკავშირებით სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის წევრებსა და მედიას განუცხადა, რომ კახა ცხადაძე პოსტზე არ დარჩება...

აღმასკომის შემდეგ ლევან კობიაშვილმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ახალი მწვრთნელი? რაც შეიძლება სწრაფად...
- ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ამავე დროს, ის ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება. მიხარია, რომ აღმასკომის წევრებმა ჩემს შეთავაზებას
მხარი დაუჭირეს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ის კახა ცხადაძეს ეხებოდა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამავე დროს, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ამ საკითხზე აღმასკომის წევრებთან მელაპარაკა.

მივედით შეთანხმებამდე, რომ ბატონ კახასთან ხელშეკრულება მოლაპარაკების გზით შეწყდეს. მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე და ვილაპარაკოთ, როგორ გავწყვიტოთ კონტრაქტი მოლაპარაკების გზით.

- ანუ ლაპარაკია კომპენსაციაზე?
- ჩემს ბოლო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ კახასთან ურთიერთობის მოგვარება ცივილური გზით მსურდა. მისი წინადადება იყო, რომ ზაფხულამდე დაგვეკმაყოფილებინა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ და ერთმანეთს ადამიანურად დავშორდეთ.

- აღმასკომის სხვა წევრების პოზიცია როგორი იყო?
- კახას კონტრაქტის შეწყვეტაზე რომ უნდა შევუთანხმდეთ, ეს ჩვენი საერთო აზრი იყო, თორემ მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და ახლაც გავიმეორებ - ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი, ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასკომზეც მესაუბრა. თუმცა, აქვე ვიტყვი - ბოლოდროინდელი ამბების მიუხედავად, ცხადაძე ჩემი მტერი არ არის - ღმერთმა დამიფაროს!

მზად ვარ, დღესაც დავურეკო და თუ სურვილი ექნება, შევხვდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით.

- ვინ იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? გავრცელებული ხმებით, ფოლკერ ფინკესა და შოთა არველაძის კანდიდატურები განიხილება...
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ მათგანთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, რადგან ეროვნულ ნაკრებში ცხადაძის დარჩენა მსურდა. იცით, რომ ვთხოვდი კიდეც, დარჩენილიყო...

ვინ შეიძლება იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამაზე დღეიდან ვიფიქრებთ.

- საამისოდ რა დრო დაგჭირდებათ?
- იცით, რომ მარტში ამხანაგური მატჩი გველის და გუნდს ახალი მწვრთნელი მანამდე უნდა ჰყავდეს. ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ.

- ახალ მწვრთნელს ხელფასი რა სისტემით დაენიშნება?
- ფიქსირებული თანხა შედარებით მცირე იქნება, წარმატების შემთხვევაში კი მწვრთნელი ბევრად მეტს აიღებს. მოგებაზე ორიენტირებულ სახელფასო სისტემაზე კახას ტყუილად კი არ ველაპარაკებოდით?! ფედერაცია ამ სისტემით აპირებს მუშაობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 49 /
ქაჯების დოღია ქართულ ფეხბურთში
beqa
27 იანვარი 2016 13:57
0
შემდეგი მწვრთნელის ანაზღაურება არ უნდა იყოს კონფიდენციალური.
dato
27 იანვარი 2016 13:44
0
სანამ დაგვიანებული არაა დაბრუნეთ ცხადაძე ნაკრებში
dato
27 იანვარი 2016 13:42
0
an logika sadaa?finke da sxvavinme evropidan gindat mogvatyuotrom aseti kontraqtit moiyvanot?:moigeb mogcem puls tuarada ara??:::vairo yvelaferi giyeniat erze da sindisze magla ((((
77
27 იანვარი 2016 13:35
0
ninoobas gilocavt mtels ersa da bers shegewiot...egyvelaperi chveni bralia vitom vai gulshematkivrebis,vart klaviaturas amoparebuli da vjgabnit.male shesarchevebiiwyeba da exaiqneboda shecvla eamis da vinmesi???titsvishvert sxvisken,gulshematkivrebs bevrirsm shegvizlia. (archatvalotrom kaxasgamo aqciebisken mogiwodebt magram chveniazri hkidiat federaciashi,radganician maqsimum aqdavjgabnit tito esemess)
77
27 იანვარი 2016 13:32
0
როდის უნდა ვისწავლოთ ცივილიზებული საქმიანობა. კახა ცხადაძესტან ფედერაციას კოტრაქტი აქვს დადებული. კონტრაქტის ვადის გასვლამდე მისი პირობების შეცვლაე თუ ტანახმა არ არის, რატომ უნდა გაგვიკვირდეს?
gulსematkivari
27 იანვარი 2016 13:27
0
კობის დიდ პატივს ვცემ მან ტავი ტავის სჰრომისუნარიანობიტ და უგალატობიტ დაგვამახსოვრა მე როგორც რიგიტი გულსჰემატკივარი ქარტული ფეხბურტის ვიტყვი არავიტარი ფინე და არავიტარი არველადზე ისევ სჯობია რამენაირად საერტო ენა გამონახოს ცხადაზესტან და დატოვოს.
gela
27 იანვარი 2016 13:15
0
ადამიანურად დაშორებას რომ ითხოვთ, მოექეცით კი ცხადაძეს ადამიანურად??????
გიორგი
27 იანვარი 2016 13:10
0
უნდა მოიწვიოს ფედერაციამ (დინამომაც და სხვა კლუბებმაც))ახალგაზრდა გერმანელი,ესპანელი მწვრთნელები.ახალგაზრდა ნაკლებ ანაზღაურებას მოითხოვს(ფინ.ხარჯების ეკონომია),მაგრამ არანაკლებ განსწავლული იქნება და თან იქნებ,,გავარტყათ,,და მომავალი ,,კლოპები,, ,,ჰაინკესები,,თუ ,,გვარდიოლები,,თუ ,,,სიმეონე,,ვნახოთ მათ შორის.თანამედროვე წვრთნის,აღზრდის მეთოდოლოგიას დანერგავენ ჩვენთან და თან მათ გვერდით ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელებიც გაიზრდებიან
ზაზა
27 იანვარი 2016 13:06
0
რთულ სიტიაციაში იქნება ახალი მწვრთნელიც და კობიაშვილიც,თუ სულ მცირე მე–3 ადგილი არ აიღო ნაკრებმა შესარჩევში.დაიწყება–აი ცხადაძე,რომ ყოფილიყო და ა.შ.
–ფინანსური ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო(თუ ეს იყო ნამდვილი მიზეზი კონფლიქტის) და ცხადაძე უნდა დათანხმებოდა,მაგრამ....
–რესურსებით მაინც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირი.
ზაზა
27 იანვარი 2016 13:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული