აღმასკომის შემდეგ ლევან კობიაშვილმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
ახალი მწვრთნელი? რაც შეიძლება სწრაფად...
- ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ამავე დროს, ის ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება. მიხარია, რომ აღმასკომის წევრებმა ჩემს შეთავაზებას რაც შეეხება მეორე საკითხს, ის კახა ცხადაძეს ეხებოდა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამავე დროს, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ამ საკითხზე აღმასკომის წევრებთან მელაპარაკა.
მივედით შეთანხმებამდე, რომ ბატონ კახასთან ხელშეკრულება მოლაპარაკების გზით შეწყდეს. მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე და ვილაპარაკოთ, როგორ გავწყვიტოთ კონტრაქტი მოლაპარაკების გზით.
- ანუ ლაპარაკია კომპენსაციაზე?
- ჩემს ბოლო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ კახასთან ურთიერთობის მოგვარება ცივილური გზით მსურდა. მისი წინადადება იყო, რომ ზაფხულამდე დაგვეკმაყოფილებინა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ და ერთმანეთს ადამიანურად დავშორდეთ.
- აღმასკომის სხვა წევრების პოზიცია როგორი იყო?
- კახას კონტრაქტის შეწყვეტაზე რომ უნდა შევუთანხმდეთ, ეს ჩვენი საერთო აზრი იყო, თორემ მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და ახლაც გავიმეორებ - ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი, ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასკომზეც მესაუბრა. თუმცა, აქვე ვიტყვი - ბოლოდროინდელი ამბების მიუხედავად, ცხადაძე ჩემი მტერი არ არის - ღმერთმა დამიფაროს!
მზად ვარ, დღესაც დავურეკო და თუ სურვილი ექნება, შევხვდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით.
- ვინ იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? გავრცელებული ხმებით, ფოლკერ ფინკესა და შოთა არველაძის კანდიდატურები განიხილება...
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ მათგანთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, რადგან ეროვნულ ნაკრებში ცხადაძის დარჩენა მსურდა. იცით, რომ ვთხოვდი კიდეც, დარჩენილიყო...
ვინ შეიძლება იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამაზე დღეიდან ვიფიქრებთ.
- საამისოდ რა დრო დაგჭირდებათ?
- იცით, რომ მარტში ამხანაგური მატჩი გველის და გუნდს ახალი მწვრთნელი მანამდე უნდა ჰყავდეს. ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ.
- ახალ მწვრთნელს ხელფასი რა სისტემით დაენიშნება?
- ფიქსირებული თანხა შედარებით მცირე იქნება, წარმატების შემთხვევაში კი მწვრთნელი ბევრად მეტს აიღებს. მოგებაზე ორიენტირებულ სახელფასო სისტემაზე კახას ტყუილად კი არ ველაპარაკებოდით?! ფედერაცია ამ სისტემით აპირებს მუშაობას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩვენ სწორედ პირველ რიგში პატიოსნება და საქმისადმი ერთგულება გვჭირდება და მენეჯმენტიც კარგად გამოუვა. ვინც მაგის გუშინდელ ინტერვიუს უყურა მაკა ცინცაძესთან დამეთანხმება, რომ არაფერიც არ ეშლება და თანაც მარტო ხომ არ არის იმ ფედერაციაში, შესაბამისი სპეციალისტებიც ხომ ყავს.
რაც შეეხება ცხადაძეს. ბევრს გაქვთ 50 000 ლარი ფიქსირებული ხელფასი? მე უნივერსიტეტიც წითელ დიპლომზე დავამთავრე, ასპირანტურაც და იესემის ბიზნეს მაგისტრატურაც, 30 წელია ვმუშაობ და 50 კი არა 5 ათასიც არა მაქვს ხელფასი. რა გახდა ამ ნაკრების მწვთნელობა, რა განსაკუთრებული განათლება ან შრომაა ასეთი წელიწადში 10-15 თამაში სულ, დანარჩენი მივლინებები და მეტოქეების თამაშებზე დასწრება ხომ სხვა ხარჯებია? ძალიან სწორი მიდგომაა შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურება. არ ეყო 50 ათასი თვეში და მაინცდამაინც 100 ათასი უნდა? კარგად იყოს, ესეიგი თავის თავის იმედი არ ქონია და ჩვენ როგორ უნდა გვქონოდა მაგისი იმედი? . ერთი ანდაზა მახსენდება რძის პროდუქტებზე, რომაა ის .... აბა რა უნდა ექნა ლევანს გაეგრძელებინა ის მავნე პრაქტიკა როცა პურჭყებაში და "იბიო მატის" ძახილში თვეში 100 ათას დოლარს უხდიდენ ცხადაძის წინამორბედს? სავარაუდოდ არც თუ უანგაროდ, თუ დომენტის ბიზნეს ალღოს გავითვალისწინებთ? კაცს, რა პრეტენზია უნდა ქონდეს მწვრთნელობაზე,როცა ხორვატიაში მოგებული თამაში წაგვაგებინა ბურთის დამჭერი ფეხბურთელი მოედანზე მანამდე არ გამოიყვანა. სანამ ორი გოლი არ გაგვიტანეს, მერეღა გამოიყვანა ჯანო. ან რაღა აზრი ქონდა? ამას ტელევიზორთან მჯდომი გულშემატკივარი უნდა ხვდებოდეს და ნაკრების მწვრთნელი ვერა? კიდევ უამრავი მაგალითია იმისა რომ თამაშს ვერ გრძნობდა ქეცბაია, ცხადაძე ამ მხრივ ნამდვილად სჯობდა მას მაგრამ ...
ისე გინება ჩემი "მოგონილია" და თუ მაგ კრიტერიუმით შეარჩევენ მეც დიდი შანსი მაქვს ნაკრების მწვრთნელობის.
მიდი ლევან მიაწექი, გეგუჩაძის დანიშვნაც ძალიან სწორი ნაბიჯია, ეგ კაცი პირველ ნაკრებშიც ივარგებდა, თუმცა შოთას იმედიც მაქვს.
აბა თქვენ იცით წარმატებები!!!!
...სამწუხაროდ, ქართველი მწვრთნელებისათვის ეს ელემენტარული აქსიომა მრავალუცნობიან ამოუხსნელ განტოლებად იქცა. ან ფიზიკური მომზადების მნიშვნელობა არ იციან, ან როგორ გააკეთონ ის არ იციან. ვინაიდან ეს პრობლემა თითო-ოროლა გუნდის კი არა, მთლიანად ქართული სპორტის პრობლემაა, ამ საკითხს ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ ერთობლივად უნდა მიხედონ და იზრუნონ თანამედროვე სპორტული მედიცინის მიღწევების დანერგვაზე გუნდებში, ფიზ. მომზადების მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უცხოელი სპეციალისტების მოწვევაზე და ჩვენი მწვრთნელების სტაჟირებაზე გაგზავნაზე. ეს ბოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ქართული სამწვრთნელო აზროვნება ლამის ისტორიულ ქვის ხანაშია.