კურიოზული სიტუაცია საქართველოში - უცხოური მედია ცხადაძის გაშვებაზე

AutoSharing Option
მართალია, კახა ცხადაძე ჯერ იურიდიულად მოხსნილი არ არის, მაგრამ ის, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცი არ იქნება, ცხადია. ამ ფაქტს უცხოური მედია უკვე გამოეხმაურა.

იტალიური goal.com წერს:

"კურიოზული სიტუაციაა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: მწვრთნელისა და ფედერაციის love story დასრულდა. კახა ცხადაძე უკვე ყოფილი მწვრთნელია, ის ფედერაციის შეფმა ლევან კობიაშვილმა მოხსნა.

მიზეზი? მიზეზი ფულია. სფფ ეკონომიკურად წელგამართული ვერ არის და ორგანიზაციამ ცხადაძეს ხელფასის სულ მცირე, 50%-ით დაკლება მოსთხოვა.

ცხადაძე 25%-ის შემცირებაზე იყო თანახმა, მაგრამ ეს ძალიან ცოტა იყო კობიაშვილისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ფედერაცია წელიწადში 600
ათას ევროს არ უნდა იხდიდეს", - წერს გამოცემა, რომელიც შემდეგ შეცდომით იხსენიებს, რომ "სიტისა" და "აინტრახტის" ყოფილი ფეხბურთელის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ გიბრალტარი დაამარცხა შესარჩევ ეტაპზე.

საქართველოს ნაკრების თემას ასევე გამოეხმაურნენ პორტუგალიური Mais Futebol, ბრაზილიური Terra Brasil, იტალიური La Repubblica, ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო და სხვები.

ყველა წყარო ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცს ხელფასის 50%-ით შემცირება მოსთხოვეს და უარის გამო იგი თანამდებობიდან მოხსნეს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ბატონ ქეცბაიას მეც ვაკრიტიკებდი,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ უსაფუძვლოდ,მან რა არ იღონა,რა არ გააკეთა,რა ექსპერიმენტი არ ჩაატარა,მაგრამ ყველაფერი ამაოდ,რატომ იცით?იმიტომ,რომ უკვე რამდენიმე ხანია ჩვენს ნაკრებს არ ყავს ევროპის დონის საშუალო ფეხბურთელი,შეხედეთ სად თამაშობენ ჩვენი ბიჭები,არცერთ საშუალო დონის ევროპულ კლუბში არ გამოდიან,ვინც არ უნდა მოვიდეს ნაკრებში მწვრთნელად,აზრი არა აქვს,შედეგი არ იქნება,ჭკვიანი ადამიანი მას ქვია,ვინც შეცდომებს,ერთი და იგივეს არ იმეორებს,თორემ შეცდომას ყველა უშვებს,აბა,როგორ მაგრამ ერთი და იგივე შეცდომების დაშვება არ შეიძლება,რაც შეეხება კობიაშვილს,ყველამ ვნახეთ ის,როგორ დანიშნა ხელისუფლებამ,კი ბატონო წინა ხელისუფლების დროს იყო გადაცდომები,მაგრამ ახლაც იგივე განმეორდა,სად არიან ახლა ყავილაშვილები,პეტრიაშვილები და სხვები,რომლებიც აკრიტიკებდნენ წინა ხელისუფლებას ფეხბურთის გამო,შეიძლება ეს სამართლიანიც იყო,მაგრამ დღეს რა ხდება,რატომ არვინ იღებს ხმას,განა იმაზე უარესად არ ერევიან ყველაფერში,არა მარტო ფეხბურთში,რატომ არ იღებთ ხმას.ეს არის თქვენი სამართლიანობა,ამას ელოდა ხალხი და ფეხბურთი,სირცხვილია ადამიანებო,სირცხვილი,ის რაც დღეს ხდება საქართველოში არის კატასტროფა,ამაზრზენი,ამდენი გაუტანლობა,ღვარძლი არ ახსოვს ქვეყანას,ამიტომაც ბოროტებას დიდი ღმერთი არ ეხმარება და კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს ამ ჭაობში ყოფნა,მანამ სანამ უსამართლობა და არაკომპენტენტურება არ დამარცხდება,რაც შეეხება ხელფას,ის უნდა იყოს მიბმული შედეგზე,მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია,რომ ამ ფეხბურთელებით შედეგს ვერავინ,ვერ დადებს ეს გამორიცხულია.
roma
28 იანვარი 2016 11:50
0
საბოლოო შედგი ყოველივე ამისა, რაც მოხდა, იქნება უკუსვლა, ისედაც მაჩანჩალას როლში მყოფი "ქართული" ფეხბურთისა. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც 2X2=4.
iakob
28 იანვარი 2016 11:29
0
რატომ ვართ ჩასვრილი ფეხბურთში და რატომ ვართ კარგები რაგბში? იმიტომ რომ რაგბში ერთმანეთს ცემენ პატივს. ახალი მწვრთნელი არ დანიშნეს სანამ ფედერაციის პრეზიდენტს არ აირჩევდნენ. ასე უნდა გაეკეთებინა სიჭინავასაც. ცხადაძე თავად არ უნდა დათანხმებულიყო გრძელვადიან კონტრაქტს. ეხლა ცხადაძეს 2 არჩევანი აქვს, ან უნდა წავიდეს მშვიდობიანად და შეინარჩუნოს სახე, ან გაახუროს და გაყვლიფოს ფედერაცია (ანუ ისევ და ისევ ქართველი ხალხი)
ქუთაისელი
28 იანვარი 2016 11:28
0
გაიყვანეთ პარტიის გამო დანიშნულები სპორტიდან და ყველაფერი დალაგდება, ვგულისხმობ კობიაშვილს!!!
noe
28 იანვარი 2016 10:31
0
ის, რაც მოხდა, აბსოლიტურად ყველაა დამნაშავე, ვინც ამ საკითხთან პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული. ასეთი რა იყო, რომ ვერ მიაღწიეთ შეთანხმებას? არა რა, არ გაგახარებენ...
kato
28 იანვარი 2016 10:09
0
რაზე ვკამათობთ და ვიშლით ნევრებს? მითუმეტეს ყველამ ვიცით, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი ხანია დედა აღარ ყავს (მამაზე ლაპარაკი ზედმეტია), ცალკეული გამონათებების გარდა. რაღაც პატარა იმედი გაჩნდა და, ისიც ჩანასახშივე მოგვიკლეს. ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის, ნაკლებად საინტერესოა ტყუან-მართალის გარჩევა. რახან ასე მოხდა, გამოდის, რომ საქმე ვერ წავიდა კარგად. ისმის კითხა, ვინ არის დამნაშავე? პასუხი ცალსახაა, ყველა. თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელობაზეა უფრო მეტი პასუხისმგებლობა. დაველოდებით რა მოხდება. მეტი რა გზა დაგვრჩა. მაგრამ იცოდეთ........
guga
28 იანვარი 2016 10:04
0
(მთიელი)რა ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი.მაშინ ახლა რომ კობიმ ახალ მწვთნელს თვეში მილიონი ევრო რომ დაუდოს ხელშეკრულება.რაა???ხმა არუნდა ამოვიღოთ.წინა ფედერაციის .....
ნუკრი
28 იანვარი 2016 09:57
0
ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა გაბუტულია,ვინც აწვება ნებისმიერი მეთოდით მისია,გააუქმოთ ყველაფერი სახემწიფო ორგანოები და წავიდაა.. სამართლიანობის მაძიებელი თქვენი გლმკვდარი მაია
maia .n
28 იანვარი 2016 09:38
0
არ ვისურვებდი კობის ადგილზე ყოფნას, თუ მისაღები (არაფრის მომტანი მე-3)შედეგი არ ექნა ნაკრებს. მით უმეტეს, თუ ისევ ბოლოსწინა ადგილზე გავიდა. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ფანტასტიკის სფეროა (ღმერთმა ქნას ვცდებოდე), 125-ე რეიტინგის მქონე გუნდმა რაიმე დააკლოს და გადაასწროს ისეთ ნაკრებებს, როგორიც უელსი, ავსტრია, სერბეთი და ირლანდიაა. განსაკუთრებით ამ ორომტრიალის შემდეგ, რაც ცხადაძის გარშემო დატრიალდა. შესაძლოა მოლდოვას ნაკრებსაც ვერაფერი დავაკლოთ. ასე, რომ SOS კობი......
gabrieli
28 იანვარი 2016 09:35
0
Is upro sasaciloa Patara gachirvebuli qveyana amxela tanxas marto mcvrtnels ro uxdis, xolo pexburtis bazebi da pexburtelebis pirobebi ro mizerul donezea.
Dato
28 იანვარი 2016 04:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული