კურიოზული სიტუაცია საქართველოში - უცხოური მედია ცხადაძის გაშვებაზე

AutoSharing Option
მართალია, კახა ცხადაძე ჯერ იურიდიულად მოხსნილი არ არის, მაგრამ ის, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცი არ იქნება, ცხადია. ამ ფაქტს უცხოური მედია უკვე გამოეხმაურა.

იტალიური goal.com წერს:

"კურიოზული სიტუაციაა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: მწვრთნელისა და ფედერაციის love story დასრულდა. კახა ცხადაძე უკვე ყოფილი მწვრთნელია, ის ფედერაციის შეფმა ლევან კობიაშვილმა მოხსნა.

მიზეზი? მიზეზი ფულია. სფფ ეკონომიკურად წელგამართული ვერ არის და ორგანიზაციამ ცხადაძეს ხელფასის სულ მცირე, 50%-ით დაკლება მოსთხოვა.

ცხადაძე 25%-ის შემცირებაზე იყო თანახმა, მაგრამ ეს ძალიან ცოტა იყო კობიაშვილისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ფედერაცია წელიწადში 600
ათას ევროს არ უნდა იხდიდეს", - წერს გამოცემა, რომელიც შემდეგ შეცდომით იხსენიებს, რომ "სიტისა" და "აინტრახტის" ყოფილი ფეხბურთელის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ გიბრალტარი დაამარცხა შესარჩევ ეტაპზე.

საქართველოს ნაკრების თემას ასევე გამოეხმაურნენ პორტუგალიური Mais Futebol, ბრაზილიური Terra Brasil, იტალიური La Repubblica, ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო და სხვები.

ყველა წყარო ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცს ხელფასის 50%-ით შემცირება მოსთხოვეს და უარის გამო იგი თანამდებობიდან მოხსნეს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგ მწვრთნელს და მისთვის მილიონების ხდას მაშინ აქვს აზრი, როცა გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელები გყავს, თორემ დღევანდელი ჩვენი ფეხბურთელების მწვრთნელობას და ამ შედეგს საქართველოს პირველი ლიგის ნებისმიერი მწვრთნელიც შეძლებს...
სხვა საქმეა უკვე დადებული კონტრაქტი... სახელმწიფომ უნდა თავისი მიცემული სიტყვა შეინარჩუნოს და შეასრულოს!!! ცხადაძეს რომ კონტრაქტს უუქმებენ ზედმეტს ვიხდითო, სითი პარკს რატო ვერ უუქმებენ ათასობით ქართველის ყვლეფას??? ცხადაძემ თავისი უნდა მიიღოს, ახალ მწვრთნელს კი რა კონტრაქტიც უნდათ ის დაუდონ.
nikala
28 იანვარი 2016 02:31
0
გიბლარტარის დამარცხება საქართველოს ნაკრებს მწვრთნელის გარეშეც მშვენივრათ შეეძლო. ამაში ამხელა თანხების გადახდა სისულელეა. ხელფასი შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, აბა ფულის ჯიბეში ჩადება ყველამ კარგათ იცის.
kaxi
27 იანვარი 2016 23:41
0
ხოდა ვისაც კობი მართალი გონია იმან ფეხბურთზე და ნაკრების თამაშზე ხმა აღარ ამოიღოს, ნაკრების თამაშს ცალი თვალითაც არ უყუროს დააჯდეს და ფულები ითვალოს. ფეხბურთი თქვენთვის არ არი ძია თქვენთვის არის ტაბლო და კალკულატორი.
zviadi
27 იანვარი 2016 22:56
0
კაი კაცი ხარ კობი. ჯერ შედეგი მერე ხელფასი. ადრე რა ფულიც იჭრებოდა ისიც გამოიძიეთ და უფრო კარგი კაცი იქნები :)
გიორგი
27 იანვარი 2016 22:15
0
არა რა ჩვენ ქარტველებს გვეკუთნის ის რა გაფარჩაგებული სახელფწიფოც გვაქ.ხალხი რომელსაც პენსია 150 ლარი აქ,სადაც ნახევარზე მეტი სოციალურად გაჭირვებული ითხოვს რომ 1 კაცს რომელსაც პასუხისმგებლობაც არ უნდა აიღოს, თვეში მისცენ 100 000 .ღმერთო მოდი რა მეორედ მალე
dato
27 იანვარი 2016 22:10
0
და კურიოზული აქ რა არის ვერ გავიგე. თუ ვინმეს სურს ცხადაძეს კომფორტი მოუწყოს, მაშინ საქველმოქმედო ფონდი შექმენით და ფული აუგროვეთ. ჩემს გადასახადებს თავი დაანებეთ.
me.
27 იანვარი 2016 21:37
0
კობის ძალიან ვბალეშიკობდი ,როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი მაგრამ მისი ეს საქციელი ცხადაძესთან მიმართებაში ყველანაირ ზღვარს გასცდა...თუ მოსთხოვეს ამის გაკეტება რასაც აკეთებს-უნდა გადამდგარიყო...ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი...
თედო
27 იანვარი 2016 21:31
0
ეს შედეგ მოიტანა ამ დონეზე პოლიტიკის ჩარევამ სპორტში. ყველა მიმართულებით ღუპავენ ქვეყანას, ასე მგონია ძალით აკეთებენ ამას თორე ნებით ამდენ შეცდომას არამგონია კაცი უშვებდეს
gio
27 იანვარი 2016 20:38
0
გამოუცდელობა აღარ ქვია მაგას უკვე, რაც კობიაშვილს მოუვიდა, ცოტა სხვა სახელი ქვია..
baxt
27 იანვარი 2016 20:27
0
კობიაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ვფიქრობ რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა. აი ეს ღუპავს ყველაფერს, არასტაბილური სიტუაცია. ხო დაუდო ფედერაციამ ხელშეკრულება? მისაღები იყო თუ არა, ხომ დაიდო?? ხოდა აცადეთ რა! მითუმეტეს ბიჭები უფრო შედეგიან თამაშს თამაშობდნენ. კობიაშვილს გამოუცდელობით მოუვიდა
mtieli
27 იანვარი 2016 19:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული