azerifootball.com: ქართველებო, გილოცავთ კახა ცხადაძის მოცილებას!

AutoSharing Option
სფფ-ის ხელმძღვანელობას, რომელიც თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ნაკრების თავკაც კახა ცხადაძეს, მოულოდნელი მხარდამჭერი გაუჩნდა... აზერბაიჯანში. კერძოდ, კი საიტი azerifootball.com აღფრთოვანებული წერს ცხადაძის "სამარცხვინო გაგდებაზე".

azerifootball.com-ის ერკინ იბრაჰიმოვი კახა ცხადაძეს დიდი ხანია, აკრიტიკებს და კარგა ხანია, რაც ეს უკვე კრიტიკის ზღვარს გადასცდა. თუმცა ეს წყარო აზერბაიჯანში უფრო ნაკლებად ცნობილია, მის ფარგლებს გარეთ კი რუსული ვერსიის გამოა პოპულარული.

საიტის სარედაქციო წერილებში ხშირად ყოფილა ანტიქართული თავდასხმები და არა მხოლოდ კახა ცხადაძის მიმართ, ასევე, გიორგი ჩიხრაძის, ბაჩანა ცხადაძის, ლაშა სალუქვაძის, ალექსანდრე იაშვილისა და სხვების მიმართ.

კიდევ
ერთი თავისებურება ამ საიტის - გადაუმოწმებელი ინფორმაციები, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ძირითადად, აზერბაიჯანში მომუშავე უცხოელი სპეციალისტების "გასაშავებლად".

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებულმა მოვლენებმა აზერბაიჯანული საიტის ხელმძღვანელობა აღტაცებაში მოიყვანა. ჩვენ მხოლოდ ფრაზების ნაწილს გაგაცნობთ:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წელიწადი დასჭირდა "დიდი მწვრთნელის" რეალური სახის გამოსაცნობად. დღეს ლევან კობიაშვილმა მისი გადაყენება გამოაცხადა, "ინტერის" ექსთავკაცის ქცევას კი პროვოკაციული უწოდა".

"azerifootball.com-ის სახელით გვინდა, სფფ-ს და ქართველ ხალხს მოვულოცოთ ცხადაძის მოცილება. ჩვენი საიტი არაერთხელ წერდა ცხადაძის "მოღვაწეობის" შესახებ აზერბაიჯანში. მწვრთნელი-ლუზერი დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდა აზერბაიჯანის საფეხბურთო საზოგადოებას. ის ჰაერში ყრიდა "ინტერის" სპონსორის ფულს".

"სპორტული პრინციპის მიუხედავად, ცხადაძე ათამაშებდა საფეხბურთო თვალსაზრისით სუსტს - შვილს, ბაჩანა ცხადაძეს. ათამაშებდა, რომ ბევრი სათამაშო წუთი დაგროვებოდა და ბონუსები აეღო".

"ინტერში" მოღვაწეობისას მან გააკეთა 49 ტრანსფერი მისთვის ახლობელი ადამიანების დახმარებით და აქედან მაქსიმუმ, 5-6 შეეფერებოდა იმ თანხას, რასაც მასში იხდიდნენ. ამასთან, ცხადაძის "ინტერი" ერთხელაც ვერ გავიდა ევროთასებზე მეორე ეტაპის იქით, მაშინ, როცა მისმა შემცვლელმა ზაურ სვანაძემ 5-6-ჯერ შეკვეცილი ბიუჯეტით ორ ეტაპზეც გაიყვანა და "ინტერი" განთქმულ "ბილბაოსთანაც" კარგად გამოიყურებოდა".

"სფფ-ს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა ცხადაძის დანიშვნის დროს, რადგან აზერბაიჯანული მედია მას ხშირად სამართლიანად აკრიტიკებდა. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, ცხადაძე იმავეს საქართველოშიც გამოავლენდა, რომ ქართული საფეხბურთო საზოგადოება ინანებდა მის დანიშვნას ისეთი გუნდის მთავარ მწვრთნელად, რომელსაც დიდი საფეხბურთო ტრადიციები აქვს".
მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემ კომენტარს რატო არ აქვეყნებთ? რა ნახეთ მანდ უხამსო და უმსგავსო? რა ვალში ხართ ამ ქოსატყუილა,ფულზე დახამებული და ჰ კლასის მწვრთნელის წინაშე ? რატო უნდა აიღოს 100000 ხელფასი იმ ნაკრების გაწვრთნაში რომელიც შესარჩევში მაქსიმუმ 2 თამაშს იგებს? რატო გვაბრმავეთ?
Givi g
29 იანვარი 2016 19:42
0
ამ ,,ტიპმა ისეთი მეშჩანური,, თვისებები გამოავლინა, რომ ,,აზერფოტბოლის,, არ იყოს მართლა, მოსალოცად გვაქვს საქმე.
არა სერიოზულია
29 იანვარი 2016 12:46
0
ან ანტიქართულიო რომ ამბობთ, იქვე სვანაძეს რომ აქებს ეგ არაფერი? ეგეც ანტიქართულ განცხადებად ჩავუტვალოთ?
mechvofi
29 იანვარი 2016 10:06
0
ანტიქართული თქვენი პოზიცია უფროა ვიდრე აზერფუტბოლის...ერთხელ მაინც თუ გაგუკრიტიკებიათ დაბდურა ბაჩანა ცხადაძის გამოძახების გამო ,,გენიოსი მწვრთნელი"? თუ არ გაგიკრიტიკებიატ, ჯობია ჩუმად იყოთ და არ გამოამზეუროთ მსგავსი სტატიები. ბაჩანას რომ პატრონობდა ინტერში და ახლა უკვე ნაკრებში პატრონობს, ამას ბრმაც უნდა ხედავდეს, სამწუხაროა რომ თქვენ ვერ ხედავთ
mechvofi
29 იანვარი 2016 10:04
0
ვადასტურებ რა ბატონ ზაურ სვანაძის მიმამართ დიდი პატივისცემას. გაგახსენებთ დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ციტატას ''ხანდახან კაცს იმიტომ კი არ აქებენ, რომ ის მართლა საქებარია, არამედ იმიტომაც, რომ სხვა დაამცირონ" უკაცრავად ბატონ კონსტანტინესთან, თუ ზუსტი ციტირება ვერ მოვახდინე.
gizog
29 იანვარი 2016 09:38
0
არამგონია ცხადაძის უმცროსის დონის ფეხბურთელი ვიხილოდ აწი ნაკრებში ეს იყო კახის შეცდომა ჩემი აზრით. ეგ კიარა ნახევარი გუნდი ხეიბარია რასაც ქვია და ამ ჯგუფიდანაც გასვლა უტოპია და პოპოულიზმია ასე რო ახალი გუნდის შენება დღეიდანვე უნდა დაიწყოს,ეს ნაკრები კიდე არც ცხადაძის დროს წყვეტდა ვარსკვლავებს და არამგონია რომელიმე სხვა მწვრთნელის ხელში უარესი ან უკეთესი იყოს.და არც მილიონიანი ანაზღაურების მწვრთნელი ჭირდება ჩვენ უსუსტეს ნაკრებს.კახი კიდე კომპენსაციას მიიღებს და მორჩა.
qutaiseli
29 იანვარი 2016 08:53
0
კახა არ უნდა გაეშვათ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მიზეზი იყო. დავიწყოთ იმით რომ სესხი ქონდა აღებული სფფ-სგან , ნუ ეს არაფერი იმასთან შედარებით რაც ახალგაზრდულ ნაკრებში მწვრთნელობისას თქვა. 21 წლიანები მიაგდო და მიზეზად თქვა რომ ბაქოს ინტერი დიდ ფულს გადამიხდის და ეგ არის მთავარიო. ანუ ფული დააყენა ნაკრებზე მაღლა და მაგის მერე არ უნდა მოეწვით საერთოდ. და თU მოიწვიეს და კონტრაქტი გააფორმეს მაშინ ბოლომდეც უნდა შეესრულებინათ
dato
29 იანვარი 2016 04:19
0
კახა კარგი მწვრთნელია
dato
28 იანვარი 2016 23:06
0
"ინტერი" ვინმემ თუ აქცია გუნდად, ცხადაძემ აქცია.
tony
28 იანვარი 2016 22:23
0
ღმერთმა ქნას უკეთესობა იყოს,მაგრამ ეჭვი მეპარება ღმერთმა ქნას ვცდებოდე და მომავალმა მწვრთნელმა კახაზე უკეთ ათამაშოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები.
55555
28 იანვარი 2016 18:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული