ჩვენს ვებგვერდზე ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა: "ვინ უნდა გაწვრთნას საქართველოს საფეხბურთო ნაკრები?". სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 464-მა ადამიანმა მიიღო.
გამოკითხულთა უმრავლესობის (73.7% - 342) აზრით, საქართველოს ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას, ხოლო 26.3%-ის (122) აზრით, ნაკრებს უცხოელმა სპეციალისტმა უნდა უხელმძღვანელოს.