ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ყველა ბავშვი და მწვრთნელი ამოიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან მიწის ზედაპირზე ბოლო, მე-12 მოზარდი და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ამოიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი Spring News-ი იუწყება.

მაშველების ჯგუფი მწვრთნელთან და მოზარდთან ერთად გამოქვაბულიდან ადგილობრივი დროით 17:43 საათზე გამოვიდა.

Spring News-ის ინფორმაციით, მოზარდსა და 25 წლის მწვრთნელს საველე ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი 7-კილომეტრიან გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც წყალდიდობის გამო ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. მაშველებმა ისინი მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული