[დღის თემა]: ნაკრების მწვრთნელის საკითხი - რით სჯობს ქართველი უცხოელს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერაც არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, არც უახლოეს მომავალში ეყოლება.

ფაქტია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი... ჩვენს ერთ-ერთ წერილში, ჰიპოთეზის დონეზე, განვიხილეთ კანდიდატურები იმ უცხოელი მწვრთნელებისა, რომლებიც, შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა სათვალავში აღმოჩნდნენ...

მაგრამ ვინ არიან ის ქართველი მწვრთნელები, რომელთაც, შესაძლოა, ეროვნული ნაკრების გაწვრთნა ანდონ?

გია გეგუჩაძეს თუ გამოვრიცხავთ, რომელზეც ამ წერილში კიდევ ვისაუბრებთ, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა რამდენიმე ადგილობრივ სპეციალისტს შეიძლება ანდოს.

ერთი რამ ნათელია - დღეს ქართული ფეხბურთი ბევრი კვალიფიციური მწვრთნელით ვერ მოიწონებს თავს. ერთი ხელის თითებზე დაგვეტევა მათი ჩამონათვალი, რომ გარისკო და ეროვნულ გუნდს დაუკავშირო.

კიდევ ერთხელ უნდა დავწერო - გეგუჩაძეს თუ არ ჩავთვლით, კანდიდატების რანგში ფედერაციამ შეიძლება შოთა არველაძე, გიორგი დევდარიანი, გია ცეცაძე და შოთა ჭეიშვილი განიხილოს.

თითოეულს თავისი მინუსი და პლუსი აქვს, საქმე კი ისეთია, ასჯერ რომ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება ფეხბურთის ფედერაციას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, რადგან საქმე ჩვენი ფეხბურთის პირამიდის წვერს, ეროვნულ გუნდს ეხება.

ახლა საქმე ასეა: დანამდვილებით ვიცით, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების დამრიგებლის კანდიდატურებზე ჯერ არ უმსჯელიათ. შექმნილ სიტუაციაში, ზოგადად, ნაკრებისთვის ქართველი მწვრთნელი უნდა სჯობდეს და ფედერაციაც, წესით, ამ ვარიანტისკენ უნდა იხრებოდეს რამდენიმე მიზეზის გამო.

მაინც, რატომ?..
და მაინც, რატომ სჯობს ქართველი მწვრთნელი უცხოელს ამ კონკრეტულ სიტუაციაში?

დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი უცხოელი სპეციალისტისთვის რთული გასაგები იქნება ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოფიქრებული ანაზღაურების საბონუსო სისტემა. დადე შედეგი და მიიღე ფული - ასეთი მიდგომა ყველას როდი მოეწონება. თვეში დაახლოებით 30 ათასად კი, თუნდაც სამომავლო ბონუსების პერსპექტივით, კარგი უცხოელი მწვრთნელის დათანხმება თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენება, რაც დავწერეთ კიდეც.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე არცთუ ისე ბევრი დრო რჩება და ამ დროის განმავლობაში ახალმა მწვრთნელმა ძალიან ბევრი რამ უნდა მოასწროს, მათ შორის - სანაკრებო კონტინგენტის ბოლომდე გაცნობა, პრიორიტეტების ჩამოყალიბება... თუნდაც, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ავან-ჩავანში გარკვევა.

ქართველ სპეციალისტს, ვინც უნდა იყოს ის, აუცილებლად ექნება თავისი შეხედულება ეროვნულ ჩემპიონატსა და იქ მონაწილე ფეხბურთელებზე. დიდი ალბათობით, ის ნაცნობი იქნება ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა მეტი წილისთვის - როგორც პიროვნული, ისე პროფესიული თვალსაზრისით.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნამდვილად ის უნდა იყოს, რომ ქართველი მწვრთნელი უცხოელზე ნაკლებ თანხას დათანხმდება და იმ საბონუსო სისტემასაც მეტი გაგებით მოეკიდება.

ფული სულაც არ არის უმნიშვნელო ეპიზოდი ამ ამბავში, რადგან ფედერაციას, დიდი ალბათობით, გასასტუმრებელი ექნება კახა ცხადაძის კომპენსაცია, რომელმაც, შესაძლოა, ერთობ სოლიდური თანხაც კი შეადგინოს.

ზემოთ ჩვენ ის სპეციალისტები ჩამოვთვალეთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ეროვნული გუნდის თავკაცებად შეიძლება მოვიაზროთ. ფეხბურთის ფედერაციას, გარკვეულწილად, ამ სეგმენტში სიახლის შემოთავაზებაც შეუძლია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვით - არჩევანი ამოუწურავი სულაც არ არის.

საერთოდ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მოგვწონს თუ არა, საქართველოს ნაკრები ჩვენთვის განსაკუთრებული ფენომენია, შესაბამისად, მისთვის მწვრთნელის შერჩევაც ძალზე ფაქიზი საკითხია.

ჩვენი ეროვნული გუნდი "გამორჩეულია" იმით, რომ სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში არაერთი ცნობილი და ავტორიტეტული მწვრთნელის კარიერა დაუსამარებია.

საერთოდ, კონფლიქტები ყველა გუნდსა თუ ნაკრებში ხდება, მაგრამ საქართველოს ნაკრები ამ მხრივაც გამონაკლისია. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში დამნაშავის ძებნა უაზრობაა, რადგან ზოგადად ქვეყანა და ჩვენი ეროვნული ინტერესები ზარალდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის ლამის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ნაკრების დამრიგებლის პოსტზე კახა ცხადაძის დანიშვნა მიმაჩნია. ცხადაძემ შეძლო და ისე ჩაამთავრა (ან - თითქმის ჩაამთავრა) მწვრთნელობა ნაკრებში, რომ იქ ერთი კონფლიქტიც არ ყოფილა.

იყო მხოლოდ ორი მცდელობა, ერთი - მინდორზე და ერთიც - მის მიღმა, თუმცა სიტუაცია მალევე ჩაცხრა და ეს, უდავოდ, ცხადაძის დამსახურებაა, ვინც ორივე შემთხვევაში განსაკუთრებული სიმშვიდე და დიპლომატიის ნიჭი გამოამჟღავნა. ჩაღრმავებით კი ნუღარ ჩავუღრმავდებით ამ თემას, რადგან ეს უკვე წარსულია და ეჭვგარეშეა, ჩვენი გაზეთის მკითხველსაც კარგად ემახსოვრება.

დიდი დიპლომატია და ფეხბურთელების გულებისკენ სავალი გზების ძიება ეროვნული გუნდის ახალ თავკაცსაც აუცილებლად დასჭირდება.

ერთ სისტემაში...
ჩვენს წერილში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით.

როგორც შევიტყვეთ, უახლოეს მომავალში მზის სინათლეს იხილავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების ერთ სისტემაში მოქცევას, ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას...

ცხადია, პროექტის თაობაზე მას მერე გვეცოდინება უფრო მეტი, როცა ის გამოქვეყნდება. ერთი რამ კი ახლავე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ - პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია გეგუჩაძე იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 40 /
ვაან გალი და შოთა იდეალური იქნებოდა! მაგრამ ეს უფრო ჩვენი ოცნების სფეროა!
არჩილ ხოფერია
02 თებერვალი 2016 18:27
0
ნაკრებთან მუშაობის გამოცდილების მქონე შუახნის უცხოელი მწვრთნელის მომხრე ვარ, სადაც კოორდინატორად გია გეგუჩაძე იმუშავებს და ყველა ნაკრებს ერთ სისტემაში მოაქცევს.
გუჯა კახაძე
02 თებერვალი 2016 18:18
0
ჩივაძე! ჩივაძე!
გოჩა
02 თებერვალი 2016 18:15
0
თუ ქართველ მრწვნელზე მიდგება საქმე ან შოთას დანიშნავენ ან ჩივაძეს
giga
02 თებერვალი 2016 17:46
0
Badri martla xedeba kide egeti ragaceebi tan egre naglad it oven fulebs,me mgonia cotati mainc mmoîklo esetma umsgavsobam,
telaveli
02 თებერვალი 2016 17:44
0
ერთ ადგილზე კიდია გრიგორიჩს თქვენი ფეხბურთი. ჩადება რომ სდომიოდა, ნებისმიერ დრიოს ჩადემდა, ნებისმიერი ფედერაციის პირობებში. არ უნდოდა და არ ჩადო. არც ვერა ეუბნება.... რაგბისკენ გადაიხარა. ისე სად რაგბი და სად ფეხბურთი გრიგორიჩ. ბერა, სთხოვე რა მამიკოს, იქნებ....
lile
02 თებერვალი 2016 17:33
0
დამიჯერეთ რა ერთხელ მაინც, ისეთი კადრი როგორც ფედერაციის აკადემიაში არის ნემსაძე და ხიზანას ძმა, მასეთი არ იქნება არც ერთი უცხოელი და ქართველი. გაუშვით ნაკრების მწვრთნელად და გვეშველება
gvadalaxara
02 თებერვალი 2016 17:28
0
თუ არაფერს არ გეკითხებიან და ზევიდან გმართავენ ნემსო, წადი რა ძალაა, თქვი ჩემი აკადემიაში მწვრთნელობა თვითმიზანი არ არ იყო თქვა და წადი, თავმოყვარეობის ნატამალი არ გაგაჩნია 2001 ნაკრებიც, დოლაროვიჩებით უნდა დააკომპლექტო, თუ ზევიდან დარეკილი ზარებით
badri
02 თებერვალი 2016 17:16
0
ჭუმბურიძე გავუშვათ ნაკრების მწვრთნელად, ფეხბურთი იცის მაგრად. ერთი ეგ და მეორე დომენტი არ არის დასაკარგი
badri
02 თებერვალი 2016 17:09
0
ჰო, კიდევ დამავიწყდა, 1,5-ის ნავარჯშები 7 ბავშვი გაუშვა ნემსაძემ აკადემიიდან, ბიუჯეტი არ ყოფნისო ფედრეაციას და 10 მოიყვანა. ზუგდიდიდან მოიყვანა ბავშვები, თითქოს იქაური აკადემია საქართველოს ფედრეაციის აკადემია არ იყოს და აქიდან გაშვებულ ბავშვებს, თბილისელებს ზუგდიდში წასვლა შესთვაზეს. ლოგიკა სად არის ზუგდიდის ბავშვები თბილისში, თბილისის ბავშვები ზუგდიდში. რიტორიკუი შეკიტხვა მაქვს ნემსო. რატომ
badri
02 თებერვალი 2016 17:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული