[დღის თემა]: ნაკრების მწვრთნელის საკითხი - რით სჯობს ქართველი უცხოელს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერაც არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, არც უახლოეს მომავალში ეყოლება.

ფაქტია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი... ჩვენს ერთ-ერთ წერილში, ჰიპოთეზის დონეზე, განვიხილეთ კანდიდატურები იმ უცხოელი მწვრთნელებისა, რომლებიც, შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა სათვალავში აღმოჩნდნენ...

მაგრამ ვინ არიან ის ქართველი მწვრთნელები, რომელთაც, შესაძლოა, ეროვნული ნაკრების გაწვრთნა ანდონ?

გია გეგუჩაძეს თუ გამოვრიცხავთ, რომელზეც ამ წერილში კიდევ ვისაუბრებთ, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა რამდენიმე ადგილობრივ სპეციალისტს შეიძლება ანდოს.

ერთი რამ ნათელია - დღეს ქართული ფეხბურთი ბევრი კვალიფიციური მწვრთნელით ვერ მოიწონებს თავს. ერთი ხელის თითებზე დაგვეტევა მათი ჩამონათვალი, რომ გარისკო და ეროვნულ გუნდს დაუკავშირო.

კიდევ ერთხელ უნდა დავწერო - გეგუჩაძეს თუ არ ჩავთვლით, კანდიდატების რანგში ფედერაციამ შეიძლება შოთა არველაძე, გიორგი დევდარიანი, გია ცეცაძე და შოთა ჭეიშვილი განიხილოს.

თითოეულს თავისი მინუსი და პლუსი აქვს, საქმე კი ისეთია, ასჯერ რომ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება ფეხბურთის ფედერაციას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, რადგან საქმე ჩვენი ფეხბურთის პირამიდის წვერს, ეროვნულ გუნდს ეხება.

ახლა საქმე ასეა: დანამდვილებით ვიცით, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების დამრიგებლის კანდიდატურებზე ჯერ არ უმსჯელიათ. შექმნილ სიტუაციაში, ზოგადად, ნაკრებისთვის ქართველი მწვრთნელი უნდა სჯობდეს და ფედერაციაც, წესით, ამ ვარიანტისკენ უნდა იხრებოდეს რამდენიმე მიზეზის გამო.

მაინც, რატომ?..
და მაინც, რატომ სჯობს ქართველი მწვრთნელი უცხოელს ამ კონკრეტულ სიტუაციაში?

დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი უცხოელი სპეციალისტისთვის რთული გასაგები იქნება ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოფიქრებული ანაზღაურების საბონუსო სისტემა. დადე შედეგი და მიიღე ფული - ასეთი მიდგომა ყველას როდი მოეწონება. თვეში დაახლოებით 30 ათასად კი, თუნდაც სამომავლო ბონუსების პერსპექტივით, კარგი უცხოელი მწვრთნელის დათანხმება თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენება, რაც დავწერეთ კიდეც.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე არცთუ ისე ბევრი დრო რჩება და ამ დროის განმავლობაში ახალმა მწვრთნელმა ძალიან ბევრი რამ უნდა მოასწროს, მათ შორის - სანაკრებო კონტინგენტის ბოლომდე გაცნობა, პრიორიტეტების ჩამოყალიბება... თუნდაც, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ავან-ჩავანში გარკვევა.

ქართველ სპეციალისტს, ვინც უნდა იყოს ის, აუცილებლად ექნება თავისი შეხედულება ეროვნულ ჩემპიონატსა და იქ მონაწილე ფეხბურთელებზე. დიდი ალბათობით, ის ნაცნობი იქნება ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა მეტი წილისთვის - როგორც პიროვნული, ისე პროფესიული თვალსაზრისით.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნამდვილად ის უნდა იყოს, რომ ქართველი მწვრთნელი უცხოელზე ნაკლებ თანხას დათანხმდება და იმ საბონუსო სისტემასაც მეტი გაგებით მოეკიდება.

ფული სულაც არ არის უმნიშვნელო ეპიზოდი ამ ამბავში, რადგან ფედერაციას, დიდი ალბათობით, გასასტუმრებელი ექნება კახა ცხადაძის კომპენსაცია, რომელმაც, შესაძლოა, ერთობ სოლიდური თანხაც კი შეადგინოს.

ზემოთ ჩვენ ის სპეციალისტები ჩამოვთვალეთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ეროვნული გუნდის თავკაცებად შეიძლება მოვიაზროთ. ფეხბურთის ფედერაციას, გარკვეულწილად, ამ სეგმენტში სიახლის შემოთავაზებაც შეუძლია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვით - არჩევანი ამოუწურავი სულაც არ არის.

საერთოდ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მოგვწონს თუ არა, საქართველოს ნაკრები ჩვენთვის განსაკუთრებული ფენომენია, შესაბამისად, მისთვის მწვრთნელის შერჩევაც ძალზე ფაქიზი საკითხია.

ჩვენი ეროვნული გუნდი "გამორჩეულია" იმით, რომ სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში არაერთი ცნობილი და ავტორიტეტული მწვრთნელის კარიერა დაუსამარებია.

საერთოდ, კონფლიქტები ყველა გუნდსა თუ ნაკრებში ხდება, მაგრამ საქართველოს ნაკრები ამ მხრივაც გამონაკლისია. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში დამნაშავის ძებნა უაზრობაა, რადგან ზოგადად ქვეყანა და ჩვენი ეროვნული ინტერესები ზარალდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის ლამის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ნაკრების დამრიგებლის პოსტზე კახა ცხადაძის დანიშვნა მიმაჩნია. ცხადაძემ შეძლო და ისე ჩაამთავრა (ან - თითქმის ჩაამთავრა) მწვრთნელობა ნაკრებში, რომ იქ ერთი კონფლიქტიც არ ყოფილა.

იყო მხოლოდ ორი მცდელობა, ერთი - მინდორზე და ერთიც - მის მიღმა, თუმცა სიტუაცია მალევე ჩაცხრა და ეს, უდავოდ, ცხადაძის დამსახურებაა, ვინც ორივე შემთხვევაში განსაკუთრებული სიმშვიდე და დიპლომატიის ნიჭი გამოამჟღავნა. ჩაღრმავებით კი ნუღარ ჩავუღრმავდებით ამ თემას, რადგან ეს უკვე წარსულია და ეჭვგარეშეა, ჩვენი გაზეთის მკითხველსაც კარგად ემახსოვრება.

დიდი დიპლომატია და ფეხბურთელების გულებისკენ სავალი გზების ძიება ეროვნული გუნდის ახალ თავკაცსაც აუცილებლად დასჭირდება.

ერთ სისტემაში...
ჩვენს წერილში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით.

როგორც შევიტყვეთ, უახლოეს მომავალში მზის სინათლეს იხილავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების ერთ სისტემაში მოქცევას, ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას...

ცხადია, პროექტის თაობაზე მას მერე გვეცოდინება უფრო მეტი, როცა ის გამოქვეყნდება. ერთი რამ კი ახლავე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ - პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია გეგუჩაძე იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 40 /
ნემსაძე გაუვუშვათ ნაკრების მწვრთნელად, აკადემიაში ძაან ნაყოფიერად იმუშავა. სელექცია ჩაატარა მაღალ დონეზე. მოიყვანა დასავლეთიდან უნიჭიერესი ბავშვები. თანაც კარგი მეტსახელები დაარქვეს ბავშვებმა ახალმოსულებს. დოლაროვიჩი, ვენახოვიჩი.
badrti
02 თებერვალი 2016 16:57
0
ეგებ არველაძემ ვან გაალი მოგვითაფლოს ,უმუშევარია ,თვითნ კი მასთან მეორე მწვრთნელად....ვანიას შვილი გაიღებს სახსრებს,შემდგომი მოგებით დაინტერესებული ,ვან გაალი არ იჭაკებს,ამოაღებინებს "საქართველოს წინსვლაში" ჩადებულ რუსულ-ჭორვილულ სახსრებს.
sarkazmit dorblmoreuli
02 თებერვალი 2016 16:57
0
სავანაძე დიდ ახალკაცთან ნამუშევარია და ინტერში თავი კარგად წარმოაჩინა. თუ არ ვცდები ნაკრებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
gaiozi
02 თებერვალი 2016 16:47
0
დავაბრუნოთ ცხადაძე, მხოლოდ უფრო ფედერაციის პირობებით.
gizog
02 თებერვალი 2016 16:44
0
უცხოელი მარტო ფულის საკეტებლად მოვა აქ და შედეგსაც ვერ მოსთხოვ გამომდიანრე იქიდან რა დღეშიცაა ქართული ფეხბურთი!
gia
02 თებერვალი 2016 16:40
0
სტატიის ავტორს ანალიზში ვეთანხმები. ჩემი აზრით შოთაა ალბათ ოპტიმალური ვარიანტი. მოქნილია, ავტორიტეტია, კარგი მოტივატორი... დევდარიანის დინამო რომ მახსენდება არ მინდა მისი დანიშვნა. ჭეიშვილი თავად არ მოინდომებს.
kuku
02 თებერვალი 2016 15:57
0
სად ხართ,ისინი ვინც ამტკიცებდით,რომ ბატონი ბიძინა ასეულ მილიონობით დოალრის ჩადებას აპირებდა ქართულ ფეხბურთში.
დღეს ვინმემ დაუშალა?
ბარემ ფიზკულტურის მასწავლებელს ჩააბარეთ ნაკრები,გაცილებით ნაკლებ ხელფასს მოითხოვს!
ზაზა
02 თებერვალი 2016 15:46
0
ეეჰ ყველას ვინც ჯობდა ის კი გაუშვეს და რას მოიგებენ ამით ცალკე დაითვალონ...
irakli Apkhaidze
02 თებერვალი 2016 15:33
0
მთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გვყავდა ერთი მაღალი დონის მწვრთნელი(ახალკაცი) და კიდევ მორე,რომელიც გამოირჩეოდა ტალანტების აღზრდით(ჟორდანია,კიდევ შეიძლება ნორაკოძეც გავიხსენოთ),დანარჩენი მწვრთნელები გვყავდა მოწვეულები.დღეს რომელმა ქართველმა მწვრთნელმა იცის თანამედროვე ფიზიკური მოთხოვნებით ფეხბურთლიც მომზადება?არცერთმა!აჯობებდა ახალგაზრდა გერმანელი,ესპანელი მწვრთნელი,რომელიც არამარტო ძირითად ნაკრებს ჩაუდგებოდა,არამედ თანამედროვე მეთოდოლოგიას გაუზიარებდა ასაკობრივებს,ქართველ მწვრთნელებს...
zaza
02 თებერვალი 2016 15:32
0
ვარიანტები არც ისე ბევრია, ალბათ საუკეთესო გეგუჩაძე იქნებოდა, მაგრამ ის დაინიშნა უკვე ახალგაზრდულში. მე თუ მკითხავთ დედვადრიანი არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი, თან ამ ნაკრების ფეხბურთელებთან ბევრთან ნამუშევარი აქვს და მათ შესაძლებლობებს იცნობს. თუ მაინცადამაინც უცხოელზე მიდგება საქმე ალბათ ფინკე ყველას ჯობს.
თენგო
02 თებერვალი 2016 14:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული