დავით მუჯირი: შოთა საქართველოს ნაკრებში? რა თქმა უნდა, განვიხილავთ...

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის ბოლო აღმასკომის შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს შეხვდებოდა და კონტრაქტის ცივილიზებულად გაწყვეტაზე დაელაპარაკებოდა.

მას მერე ერთი კვირა გავიდა და უცნობია, გაიმართა თუ არა ეს შეხვედრა. შექმნილ ვითარებაზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ილაპარაკა:

"ჯერ ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ, მაგრამ იმედია, ეს მალე მოხდება და ცხადაძესთან კონტრაქტის გადაწყვეტაზე შევთანხმდებით. აღმასკომის სურვილიცაა და ლევან კობიაშვილისაც, რომ ყველაფერი ცივილიზებულად გადაწყდეს...

პირველი შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი წინადადება კახასთვისაც მისაღები
იქნებოდა და ამ ცვლილებებს დადებითად შეხვდებოდა...

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და კახამ ლაპარაკი პრესის საშუალებით დაიწყო. მერე გადასწვდა ფედერაციასა და მის პრეზიდენტს, მათ ავტორიტეტს, ცუდად შეეხო კერძო სექტორს და სპორტის სამინისტროს, რომლებთანაც პარტნიორობას ვაპირებთ. ამან კი რაღაც საქმეს ზიანი მიაყენა...

გარდა ამისა, მწვრთნელი, რომელსაც თავისი გუნდის წარმატებისა და დადებითი შედეგების არ სჯერა, ფედერაციას არ სჭირდება. კობიაშვილმა ამითაც იხელმძღვანელა. ამიტომ ფედერაციამ გადაწყვიტა, უფრო მოტივირებულ მწვრთნელზე გაეკეთებინა აქცენტი.

მაგრამ ჩვენ ამით დაინტერესებულები არ ვიყავით. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა".

ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საზოგადოებაში ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე გავრცელებული ხმები უარყო:

"მე არ ვიცი, საიდან მოიტანეს, თითქოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე ინიშნება. ის თავიდანვე ახალგაზრდულ ნაკრებში განიხილებოდა. ამავე დროს, ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორი იქნება და სპორტულ შედეგებზე პასუხისმგებლობას აიღებს.

რაც შეეხება ცხადაძის შემცვლელს, ახლა მას ვეძებთ და მალე ახალი მწვრთნელი გვეყოლება.

შოთა არველაძე? რა თქმა უნდა, მისი წარსულიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მის კანდიდატურას განვიხილავთ".

მუჯირის თქმით, შესაძლოა, ნაკრებმა შესარჩევ ციკლამდე არა 3, არამედ 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატაროს:

"2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევისთვის გუნდს სერიოზული მომზადება სჭირდება. როგორც იცით, სამი ამხანაგური შეხვედრა უკვე დავგეგმეთ - ყაზახეთთან, სლოვაკეთთან და რუმინეთთან. გარდა ამისა, შესაძლოა, თვის ბოლომდე კიდევ ერთი ამხანაგური დავგეგმოთ.

შესარჩევ ციკლამდე 4 მატჩი ნაკრებისთვის სასარგებლო იქნება. ანუ ახალ მწვრთნელს ექნება დრო, რომ გუნდთან ერთად ნორმალურად იმუშაოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
მუჯირის ნათამაშები ფეხბურთი რა ვთქვი და მდივნობა ხომ საერთოდ. ტიპებს ის გაუტყდათ როგორ გაბედა კახამ და ამათი მზეთამზე ხეჩიკაშვილს როგორ გაუბედა და ერთ ადგილას კოცნის მაგივრად გააკრიტიკა. არ გვინდოდა გაშვებაო მეტი თქვენ რა გითხარით, საერთო საქმე რომ ფუჭდება გკიდიათ. ასეთი სისულელეს მარტო მუჯირი მოიფიქრებდა - მწვრთნელი, რომელსაც თავისი გუნდის წარმატებისა და დადებითი შედეგების არ სჯერაო ცხადაძეზე ამბობთ თქვე ბედნიერებო? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. და სატირალი ის იქნება რომ ვინც არ უნდა მოიყვანოთ სამწუხაროა მაგრამ ვერ შეძლებს ნაკრების თავის გემოზე მომზადებას და შესრჩევი გაიმაზება. ეს ძალიან სამწუხარო იქნება და ჩვენც შემდეგ ჯერს დაველოდებით. დავიღალეთ გულშემატკივრები ლოდინით და შერი გვერევა როცა ისეთი ნაკრებები აღწევენ შედეგს რომლებსაც 10 თავით ვჯობდით. კახას დიდი სამუშაო უკვე ჩატარებული ჰქონდა და რაღაც დონემდე ასული იყო, სხვას თავიდან მოუწევს ამ სამუშაოების ჩატარება. დრო არ იცდის.
ხერხე
03 თებერვალი 2016 19:42
0
რა სისულელეებს ლაპარაკობთ ვოტომც კახას არ სჯეროდა ნაკრების. არადა კახა ყოველთვის ოპტიმისტურად ლაპარაკობდა ნაკრებზე და სჯეროდა. ... თქვენც და ეს მთავრობაც, რომელმას ასეთი გაუნათლებლებს პოსტებს გირიგებთ. უსინდისოდ სტყუით როგორც ...
barsa
03 თებერვალი 2016 19:15
0
რა არველაძე ღადაობთ? რისთვის რა მიხწევისთის? ლევან შენი მჯერა გთხვო იმედს ნუ გამიცრუებ.
lelo
03 თებერვალი 2016 18:48
0
ერთი შენ იყავი კარგი ფეხბურთელი და მეორე შოთი კარგი მწვრთნელი. კმარაააააააათ
გაგა
03 თებერვალი 2016 18:48
0
ცხადაძე უკვე დამთავრდააა რითვერგაიგეთ?ბონუსებით და შედეგებით აღებული თანხა არაწყობს,(რაც მისაღები უნდა იყოს ჩვენი ნაკრების მწვრთნელისთვის)რაც იმას ნიშნავს რომ შედედგში დარწმუნებული არაა,და შედეგების გარეშე ფედერაციაც არიხდის ასეთ არარეალურ თანხას,რასაც ვერ შევეწინაღმდეგები.ცხადაძეს კომპესაციის თანხა მიღოს ისურჩევნია ვიდრე 50-ათასი თვეში და შედეგი ვერდადოს,ასე ხომ უფრო იხეირებს?
romandro
03 თებერვალი 2016 18:20
0
არველაძეს გულშემატკივრებს მინდა ვკითხო, სადაც იმუშავა რას მიაღწია იქნებ აგვიხსნათ? არველაძეს ისევ გეგუჩაძე ჯობია! ისე რა სისტემითაც სფფ-ს უნდა ხელფასის გადახდა კარგი უცხოელი მწვრთნელი არ დათანხმდება!ვინც არ უნდა მოიყვანონ მაინც ვერ გავა საქართველოს ნაკრები მსოფლიოზე სიმართლე ეს არის....!
Gogia
03 თებერვალი 2016 18:09
0
როგორ არ მინდა გამართლდეს ჩემი პროგნოზი, მაგრამ თუ შესარჩევი თამასების მორიგი ციკლიც ჩავარდა, ყველაზე დიდი ჯოხი ფედერაციაზე გადატყდება, განსაკუთრებით მის პრეზიდენტზე. კობი კი, ამისათვის ნაღდად არ მემეტება. არადა ყველაფერი აქეთკენ მიდის. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
aliko
03 თებერვალი 2016 17:56
0
დააცადეთ ჩხადაძეს თორე ისედაც ჩასვრილ საქმეს კიდე ნეხვში წაიყვანთ, ესე გვინდა რამის შეცვლა
shako
03 თებერვალი 2016 17:15
0
არა! არა! არა არველაძეს! სადაც მივიდა ვერსად შედეგი ვერდადო, დატოვეთ ცხადძე რას ტრიპაჩობთ ბლინ, ეს ხომ ქვეყანა არარის, მიდი მოვდივართ. სადარის სამართალი თორე ცხადაძის გაშვება და სხვა ვინმეს მოყვანა იქნებოდა? როგორც იქნეა კაცმა გუნდს დაამსგავსა ნაკრები, გამართულად აათამაშა, ძალიან ცუდად მოგიბრუნდებათ ეს დამიჯერეთ ბ-ნო ლევან, ხალხი თუ ადგა ბრბოს წინ ვერდაუდგება ვერაფერი!
suuuuuu
03 თებერვალი 2016 17:13
0
მუჯირი წადი სახლში შევარცხვვინე ის ფედერაცია სადაც შენ გენერალური მდივანი გქვია
batumi
03 თებერვალი 2016 17:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული