დავით მუჯირი: შოთა საქართველოს ნაკრებში? რა თქმა უნდა, განვიხილავთ...

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის ბოლო აღმასკომის შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს შეხვდებოდა და კონტრაქტის ცივილიზებულად გაწყვეტაზე დაელაპარაკებოდა.

მას მერე ერთი კვირა გავიდა და უცნობია, გაიმართა თუ არა ეს შეხვედრა. შექმნილ ვითარებაზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ილაპარაკა:

"ჯერ ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ, მაგრამ იმედია, ეს მალე მოხდება და ცხადაძესთან კონტრაქტის გადაწყვეტაზე შევთანხმდებით. აღმასკომის სურვილიცაა და ლევან კობიაშვილისაც, რომ ყველაფერი ცივილიზებულად გადაწყდეს...

პირველი შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი წინადადება კახასთვისაც მისაღები
იქნებოდა და ამ ცვლილებებს დადებითად შეხვდებოდა...

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და კახამ ლაპარაკი პრესის საშუალებით დაიწყო. მერე გადასწვდა ფედერაციასა და მის პრეზიდენტს, მათ ავტორიტეტს, ცუდად შეეხო კერძო სექტორს და სპორტის სამინისტროს, რომლებთანაც პარტნიორობას ვაპირებთ. ამან კი რაღაც საქმეს ზიანი მიაყენა...

გარდა ამისა, მწვრთნელი, რომელსაც თავისი გუნდის წარმატებისა და დადებითი შედეგების არ სჯერა, ფედერაციას არ სჭირდება. კობიაშვილმა ამითაც იხელმძღვანელა. ამიტომ ფედერაციამ გადაწყვიტა, უფრო მოტივირებულ მწვრთნელზე გაეკეთებინა აქცენტი.

მაგრამ ჩვენ ამით დაინტერესებულები არ ვიყავით. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა".

ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საზოგადოებაში ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე გავრცელებული ხმები უარყო:

"მე არ ვიცი, საიდან მოიტანეს, თითქოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე ინიშნება. ის თავიდანვე ახალგაზრდულ ნაკრებში განიხილებოდა. ამავე დროს, ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორი იქნება და სპორტულ შედეგებზე პასუხისმგებლობას აიღებს.

რაც შეეხება ცხადაძის შემცვლელს, ახლა მას ვეძებთ და მალე ახალი მწვრთნელი გვეყოლება.

შოთა არველაძე? რა თქმა უნდა, მისი წარსულიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მის კანდიდატურას განვიხილავთ".

მუჯირის თქმით, შესაძლოა, ნაკრებმა შესარჩევ ციკლამდე არა 3, არამედ 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატაროს:

"2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევისთვის გუნდს სერიოზული მომზადება სჭირდება. როგორც იცით, სამი ამხანაგური შეხვედრა უკვე დავგეგმეთ - ყაზახეთთან, სლოვაკეთთან და რუმინეთთან. გარდა ამისა, შესაძლოა, თვის ბოლომდე კიდევ ერთი ამხანაგური დავგეგმოთ.

შესარჩევ ციკლამდე 4 მატჩი ნაკრებისთვის სასარგებლო იქნება. ანუ ახალ მწვრთნელს ექნება დრო, რომ გუნდთან ერთად ნორმალურად იმუშაოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
მუჯირის ნორმალური თამაში 2ჯერ მახსოვს სულ_ ერთხელ დინამოში ითამაშა ჩრდილო ირლანდიურ გუნდთან ნორმალურად და მეორედ ფარერების ნაკრებთან, ეგ იყო და ეგ მაგის ფეხბურთი სულ. რა დამსახურებებისთვის დაასაქმეს ფედერაციაში, მენეჯერულ საქმიანობაში სადმე რაიმე წარმატებას მიაღწია?!
baxt
04 თებერვალი 2016 17:34
0
მუმუ, შენ რო გისმენ იცი რა მახსენდება, ქეცბამ რო თქვა რა იცის მუჯირმა ფეხბურთიო, იაპონიაში მიწიძვრა რომ მოხდა თბილისიდან გიგოო. სწორი ყოფილა ქეცბა
gvadalaxara
04 თებერვალი 2016 13:34
0
Iსე მე მახსოვს ცხადაძე ამბობდა სანამ ვინმეს შეარჩევდნენ ქეცბაიას მერე,რომ ოღონდ ნაკრებში ამიყვანეთ და თავიდან ხელფასი საერთოდ არ მინდაო.მადა ჭამაში მოდისო ქართველზეა ზედგამოჭრილი ხო და კახიც ტიპიური ქართველია)
Zviad
04 თებერვალი 2016 10:57
0
დაწყნარდით ვისაც ცხადაძეზე გული შეტკივათ.ჯერ ერთი მოქმედი კონტრაქტის თუ არ აიიათ კარად ყოფილა თქვენი საქმე...ბოლო რამოდინიმე თვის ანმავლობაში თუნდაც "რეალის" და "ჩელსის"მწვრთნელებს გაუწყვიტეს კონტრაქტები და აიხსენეთ ვის!...ყოველ კონტრაქტშია კონტრაქტის გაწყვეტის პირობები შეთანხმებული და გონიათ დათვლილი არ იქნება საერთო ჯამში ცხადაძის გასასტუმრებელი თანხა პლუს ახალი მწვრთნელის ანაძღაურება არ გადააჭარბებს მის ახლანდელ კონტრაქტს. ასე რომ არც ცხადაძე დარჩება მშიერი ფედერაციას დაზოგავს თანხას...რომელი ისეთი მწვრთნელია ცხადაძე, რომ მსგავსი არაა დუნიაზე. აქვეა სტატია რომელშიც ჩამოთვლილი მჭვრთნელებიდან არცერთი არაა მასძე ნაკლები, ტუ ბევრადაც კი აჯობებს. ჰოდა დაველოდოთ საქმეთა განვითარებას...ვისაც სჯერა ის გავატაროთ:).
murtalo
04 თებერვალი 2016 04:15
0
ბარსა, ხო და ეგ არის საქმეც, რომ ცხადაძე სინამდვილეში სულ იმას ამბობდა, მჯერა ნაკრებისო. თან ამით ქეცბაიას კბენდა. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, არ სჯერა. თამაშობს მასტი. ფილოსოფოს-ფსიქოლოგობს ვითომ. სტიმულს აძლევს ფეხბურთელებს. თითქოს, ქეცბაია სიმართლეს რომ იძახდა, ეს უშლიდათ ბიჭებს კარგად თამაშშიო. პოპულისტობს მასტი.
odala
04 თებერვალი 2016 00:55
0
ღადაობთ პატრიოტიზმზე დებთ თავს აბა ერთი ხელფასი გაგინახევრონ რას გააკეტებთ მერე დააინახავთ თქვენ საკუთარ პატრიოტიზმს...იმის გამო რო დოლარი გაზვირდა და 2 სამსახურიდან ერთში დავრჩი კერზო იპოტეკარმა ბინის გარეშე დამტოვა და ნაქირავებში ვარ ესაა ამათი კანონი.. რაც ხელისუფლებას აწყობს ისაა კანონი როდის მერე იცლება ხელსჰეკრულება ცალმხრივად ???
ჩორნა
03 თებერვალი 2016 23:52
0
მიხიჩას მიეცით მაგის მეოთხედი ხელფასი და მოვთხოვოთ შედეგი.
geronti
03 თებერვალი 2016 22:59
0
ისე ლაპარაკობთ არგვინდა არველაძეო თიტქოს თვითონ გადაწყვეთილი აქვს და მოდის დგეს თუ ხვალ...კაცს ამაზე უკეთესი შჰეტავაზეებები ჰქონდა და იქ არ მივიდა და აქ მოგივათ ხო....მაგას თავი დაანებე სხვა პონთსჰიც არ მოვა
vale123
03 თებერვალი 2016 21:22
0
არველაძეებს უბნის ბიჭებით გაკეთებული გუნდით უგებდა ხოლმე ძოძუაშვილი. ამაზე მაგარი მწვრთნელი და თავისი საქმის მცოდნე გადამკვდარი და მებრძოლი კაცი არა გვყავს, ძოძუაშვილია ის რაც საქართველოს ნაკრებს აკლია და ჭირდება, აი მაშინ სხვა "ნაკრები" იქნება.
9 nomeri
03 თებერვალი 2016 20:48
0
ფედერაცია ცხადაძეს სთავაზობდა კონტრაქტის ბონუსურ სისტემას. ფიქსირებულ ხელფასს უკლებდნენ, მაგრამ თუ ნაკრები მართლა გავიდოდა მესამე ადგილას იმაზე მეტ ბონუსს აიღედა, ვიდრე ძველი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ამაზე ცხადაძე არ დათანხმდა და გამოჩნდა რომ სინამდვილეში წარმატების არ სჯეროდა თორემ ისე კი იძახდა მე-3-ზე გავიყვან გუნდს მესამეზეო. ხალხს დანმიმდევრული განმარტებების ნაცვლად პოპულისტური განცხადებების უფრო სჯერა. სამწუხაროა :((
barsa-ს
03 თებერვალი 2016 20:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული