გუშინაც ვწერდი: ამ მხრივ, არჩევანი დიდი არ არის. მოდით, ერთ საინტერესო ექსპერიმენტს მივმართოთ. ვირტუალურად შევარჩიოთ ეროვნული გუნდის მომავალი მესაჭე იმ ქართველთაგან, ვისაც ქვეყნის უპირველესი გუნდის გაწვრთნის შანსი აქვს...
გეგუჩაძის სტილი და ტაქტიკა
ქართულ ფეხბურთში კარგად ჩახედულმა ერთმა პიროვნებამ სიმართლე მითხრა - ათამაშე თუნდაც 10 გუნდი და გია გეგუჩაძის გაწვრთნილი რომელია, ეგრევე გამოვიცნობო.გეგუჩაძის ბოლოდროინდელ საქმიანობას კრიტიკოსებიც საკმაოდ
ბურთის ფლობა, სწორი გათამაშება და მოწინააღმდეგის კარისკენ მოსახერხებელი გზების ძიება - ესაა გეგუჩაძის ფეხბურთი. ასეთი ფეხბურთი გულშემატკივარს ძალიან მოსწონს.
გეგუჩაძეს აქვს ფავორიტი ტაქტიკური სქემაც: 4-4-2. ჩემი სუბიექტური აზრით, ის ყველაზე ახლოსაა ჩვენს სათამაშო სტილთან, რაკი საქმეში ერთბაშად ორი ფორვარდის გამოყენების საშუალებას იძლევა. ისიცაა, რომ გეგუჩაძისეულ მონახაზში ფლანგის მცველები, თანამედროვე ტენდენციის გათვალისწინებით, ზოგჯერ ზედმეტად ავანტიურისტულადაც კი ერთვებიან შეტევებში.
არველაძის ინტელექტი
მართალია, შოთა არველაძის ბოლო გაჩერება თურქულ "ტრაბზონსფორში" მაინცდამაინც წარმატებული ვერ იყო, თუმცა ამას თავისი არასაფეხბურთო მიზეზიც ჰქონდა. სხვისი არ ვიცი, მე კი მჯერა, რომ მას სამწვრთნელო ასპარეზზე მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ აქვს.რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? უპირველეს ყოვლისა, ის, რომ შოთასთან ფეხბურთზე არაერთხელ მისაუბრია და დარწმუნებული ვარ, სპორტის ამ სახეობაში მისთვის საიდუმლო არ არსებობს.
შოთამ იცის ნაკრების შიდა სამზარეულო. შოთამ იცის, როგორ გაიკვლიოს გზა თითოეული ქართველი ფეხბურთელის გულისკენ. მისი საფეხბურთო ინტელექტი ძალიან დიდია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შოთას მწვრთნელობის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებში კონფლიქტები არ იქნება.
ბურთის ფლობა, შეტევა, ფინტი - ესაა შოთას ფეხბურთის მთავარი მახასიათებლები. ცხადია, თუ არჩევანი ქართველ მწვრთნელზე გაკეთდება, შოთას კანდიდატურა აუცილებლად უნდა იყოს განხილული.
ჭეიშვილის საფეხბურთო კრედო
შოთა ჭეიშვილი ჩუმი კაცია. რატომღაც, ის თავის სპორტულ ცხოვრებაში გამორიცხავს მასმედიას და ეს ხდება არა მისი ცუდი ხასიათის, არამედ უკიდურესი მორიდებულობის გამო. არადა, ვისაც ჭეიშვილის გაწვრთნილი გუნდის თამაში ერთხელ მაინც უნახავს, ერთხელ მაინც უსაუბრია მასთან, დაგვეთანხმება, რომ ქართველ მწვრთნელთაგან ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა.
ჭეიშვილს აქვს ერთი ისეთი თვისებაც, რომელიც ძალიან შეიძლება გამოადგეს საქართველოს ნაკრებს. ის შედარებით უარესად დაკომპლექტებული გუნდებით ახერხებს შედარებით უკეთესი შემადგენლობის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაშს. რაღა შორს წავიდეთ? ამის მაგალითად წინა სეზონი და ბათუმის "დინამო" გამოდგება...
დევდარიანის რისკი და მაგარი ხელი
ისე მოხდა, რომ მე ჟურნალისტიკაში, გიორგი დევდარიანმა კი სამწვრთნელო ასპარეზზე, ერთად გადავდგით პირველი ნაბიჯები და აბსოლუტურად გულწრფელად უნდა დავწერო, რომ მის მიმართ პატივისცემა ცხოვრების ბოლომდე გამყვება.ეს არის მწვრთნელი, ვისაც შიში საერთოდ არ ახასიათებს. ის მუდამ რისკზე მიდის. შესაძლოა, ეს რისკი ყოველთვის არ ამართლებდეს, მაგრამ მაინც. დევდარიანი გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე, სწავლობს, სრულყოფას ცდილობს...
ის შოთას ასისტენტი იყო "ტრაბზონსფორში". შეიძლება თუ არა საქართველოს ნაკრებში თურქული ვარიანტის გადათამაშება? ეს ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია. ფაქტი კი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები არ აღმოჩნდება იმ პრობლემების წინაშე, რამაც ქართულ დუეტს თურქეთში წარმატებით მუშაობის საშუალება არ მისცა.
მე მინახავს სხვადასხვა რთული ხასიათის ფეხბურთელთან მომუშავე დევდარიანი, მაგრამ არ მინახავს, მას გუნდის მართვის სადავეები ხელიდან გაქცეოდეს.
ცეცაძის წარსული
ასაკობრივი ნაკრების დონეზე ეს მეტად საინტერესო სპეციალისტი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებთან ასოცირდება. ყველა ასაკობრივი გუნდი, რომელიც გია ცეცაძეს გაუწვრთნია, ლაღ, შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ახლაც საინტერესო გუნდი შეკრა "სამტრედიაში", სადაც ძირითადად იმ ბიჭებს მისცა შანსი, ასაკობრივი ნაკრებების შემდეგ რომ დაიკარგნენ.
მოკლედ, ასეა. როგორც უკვე ვთქვით, არჩევანი დიდი არაა, მაგრამ მაინც არის და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ფეხბურთის ფედერაცია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დაბალავტორიტეტიან უცნობ მწვრთნელებს გააჩნიათ უფრო მაღალი შრომის უნარიანობის კოეფიციენტი, ვიდრე ტოპ მიულერი და კპერის ნაირ მაღალ ავტორიტეტიან მწვრთნელებს.
ჩემი აზრით მაისაშვილი ზუსტი საუკეთესო კანდიდატია.