საქართველოს ეროვნული ნაკრები: ახალი მწვრთნელი თებერვლის ბოლოსთვის?

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, არის შანსი, რომ საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი თებერვლის ბოლოსთვის დაუნიშნონ.

ამ ეტაპზე, კახა ცხადაძის სავარაუდო შემცვლელთა კანდიდატურებზე არაფერია ცნობილი. ფორმალურად, ცხადაძე ჯერაც ნაკრების მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთის ფედერაციასთან მისი კონტრაქტი გაწყვეტილი არ არის.

ჩვენი ინფორმაციით, ფედერაციის პირველ ამოცანას, ამ ეტაპზე, "ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის" პრეზენტაცია წარმოადგენს.

გავიგეთ, რომ ფედერაცია აპირებს, უმკაცრესად გააკონტროლოს, თუ რაში და როგორ დაიხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თითოეული თეთრი.

საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დებიუტი, წესით, 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში უნდა შედგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გააკონტროლებს არა ტოროლა
giga
11:13 09-02-2016
0
შეინახეთ საიდუმლოდ, თუ ვის მოიაზრებთ მთავარ მწვრთნელად. არსად დაგეკარგოთ შერჩეული. პირველ იმედგაცრუებას ელოდეთ პირველივე ამხანაგურ თამაძზე, თქვენზე რეიტინგით დაბალ საფეხურზე მდგომ გუნდისაგან. რატომ? იმიტომ, რომ ერთი თვის დანიშნული მწვრთნელის გაკეთებული საქმისა არა გაიშვა რა. მითუმეტეს თუ ის აქ მომუსავე მწვრთნელებიდან იქნა შერცეული.
bibisi
11:39 09-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული