საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს მადრიდში შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 7 ივნისს ამხანაგურად ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრება.

ინფორმაცია ამის შესახებ ესპანურმა გამოცემა MARCA-მ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, შეხვედრა მადრიდში, "ხეტაფეს" სტადიონზე გაიმართება. ამრიგად, რუმინეთის, ბოსნიის და სამხრეთ აფრიკის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ესპანეთის ბოლო მეტოქე სწორედ ჩვენი ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ესპანეთი ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის 2014 წლის შესარჩევზე შეხვდნენ. ორივე შეხვედრაში გამარჯვება ესპანელებს დარჩათ, თბილისში 1:0, მადრიდში კი - 2:0.

აქვე გეტყვით, რომ 29 მარტს
საქართველოს ნაკრები თბილისში ყაზახეთს დაუპირისპირდება. მაისის ბოლოს საქართველოს ნაკრები გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება, 3 ივნისს კი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
იმის მაგივრად გაგიხარდეთ, ბოღმას ანთხევთ...და ის მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებით არ ხდება, ნებისმიერ სხვა სფეროშიც ასეა...გადავგვარდით ქართველები?...არამც და არამც, მუდამ ასეთები ვიყავით და რაც "თავისუფლება" მოვიპოვეთ(უფრო სწორად დრომ მოოიტანა) უფრო მკაფიოდ გამოჩნდა რაცა ვართ...ბოღმებო, ფეხბურთზე კი არ უნდა წეროთ, "ქოც-ნაცუნებს" უწერეთ კომენტარები, იქ უფრო მაგრად დაკბენთ ერთმანეთს..."...არის სადმე კიდევ ერი"?
murtalo
01 მარტი 2016 05:01
0
ისე ეს შემადგენლობა გაასწორებს.
მეკარე: ლორია
მცველები: ამისულაშვილი კვირკველია
გან.მცველები: კაშია ნავალოვსკი
ჩამშლელი:კვეკვესკირი კანკავა
ნახევარდაცვა: ანანიდზე,აბურჯანია ყაზაისჰვილი.
თავდასხმა: მჭედლიძე.
4-2-3-1 ან 4-3-2-1
სათადარიგო: რევიშვილი და ოქრიაშვილი. აჰა დამნიშნეტ მწვრთნელად :D ვაფსჰემტა 9-1-1 ჯობია :D
ჩორნა
01 მარტი 2016 04:19
0
ადრე ესტონეთი და ალბანეთიღა კადრულობდა ჩვენთან ამხანაგურ მატჩებს....ახლა ესპანეთიც არ თაკილობს-წარმატებაა უდაოდ
ჯონი
29 თებერვალი 2016 23:33
0
ეეჰ, რატომ წერტ ბოგმიან კომენტარებს?
kaxeli papa
29 თებერვალი 2016 23:13
0
მადლობა ფედერაციის ხელმძღვანელობას ასეთი სპარინგების დაგეგმვისთვის!
გუჯა კახაძე
29 თებერვალი 2016 21:13
0
ნაკრები სავარაუდოდ უმწვრთნელოდ გავა....
არტაგი
29 თებერვალი 2016 20:23
0
ღადაობთ ხალხო თუ რა გჭირთ?რატ უნდა ჩვენ ნაკრებს გაწვრთნა?მითუმეტეს ესპანეთის წინააღმდეგ..ბურტს თავზე დავახევთ..ბოლობოლო დაცვასჰი ლობჟანიძე და თავდასხმაში ცხადაძე გვეყოლება ალბათ..სასაცილოდ არ მყოფნის
ucxoplaneteli
29 თებერვალი 2016 18:30
0
რას წავაგებთ!
irakli
29 თებერვალი 2016 17:31
0
ნაკრებს კობიაშვილი გაწვრთნის ალბათ.....
ana
29 თებერვალი 2016 17:06
0
kaxa-ს
ჩემი აზრით, მაგას ელგუჯა ქომეთიანი სჯობია. ან კიდევ ბესიკ შეროზია (პენსიის ფული და უზრუნველი სიბერე მაინც ექნებათ)

shmaxa
29 თებერვალი 2016 16:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული