კახა ცხადაძე, გია გეგუჩაძე თუ... ჰყავს თუ არა საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კარგი სპარინგები დაუგეგმეს, მათ შორის, ევროპის მოქმედ ჩემპიონთან. საქართველოს ნაკრებს უკვე ჰყავს ახალი სპონსორი, მაგრამ გუნდს არ ჰყავს მწვრთნელი. უფრო ზუსტად, თან ჰყავს და თან არა. დრო კი არ იცდის.

ფეხბურთის ფედერაციამ ლამის ყველა ფრონტზე უკვე შემოგვთავაზა სიახლე - წარადგინა საფეხბურთო პროგრამა; დასახა ჩემპიონატის ახალი ფორმატი, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი სანაკრებო თემას, რომელიც იანვრიდან მოყოლებული, უცნაურად ვითარდება.

იურიდიულად, ეროვნული ნაკრების თავკაცი ისევ კახა ცხადაძეა, რომელიც უკვე მიუღებელი ფიგურაა ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისთვის. ცხადაძე აღარ გაწვრთნის გუნდს,
ეს გამორიცხულია, მაგრამ მისი კონტრაქტი ჯერ კიდევ გასაწყვეტია. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა კობიაშვილსა და ცხადაძეს შორის კონტრაქტის გაწყვეტაზე არ შედგა, ყოველ შემთხვევაში, წარმატებული.

არადა, 29 მარტს თბილისში ჩვენი ეროვნული გუნდი წლის პირველ ტესტ-მატჩს თამაშობს - მეტოქე ყაზახეთია. ჩვენ არ ვიცით, ვინ გაიყვანს გუნდს ამხანაგურ მატჩში, რომლის გამართვამდეც 4 კვირაც არ რჩება.

მეტიც, არის ერთი დეტალი, რომელიც კიდევ უფრო ართულებს საქმეს. ფიფას წესებით, ეროვნული ნაკრებიდან გამოძახება კლუბში თამაშამდე ორი კვირით ადრე უნდა მივიდეს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი კლუბი ვალდებულია, ფეხბურთელი ნაკრებში გაუშვას. დაგვიანების შემთხვევაში კი, ეს (ფეხბურთელის გაშვება ნაკრებში) უკვე ამა თუ იმ კლუბის კეთილი ნებაა.

ბუნებრივია, ეს წესი ქართულ კლუბებს არ ეხება, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრების ბირთვს ლეგიონერები ქმნიან.

მოასწრებს ფედერაციის ხელმძღვანელობა 15 მარტამდე ცხადაძის ოფიციალურ გაშვებასაც და ახალი მწვრთნელის დანიშვნასაც? შეძლებს ახალი თავკაცი სიტუაციაში მალევე გარკვევას და საჭირო კონტინგენტის გამოძახებას?

არადა, რა მიმართულებით მიდის მწვრთნელის ძიების პროცესი, ასეთი ამბებიც კი არ გამოდის კულუარებიდან. ჭორის დონეზე ითქვა, რომ ახალი თავკაცი შესაძლოა, ესპანელი იყოს. ეს არის და ეს.

ბევრი რამ კი ისევ იმაზე გვაფიქრებს, რაზეც "ცხადაძის სკანდალის" დროს უკვე იყო ლაპარაკი - ნაკრების მწვრთნელს იმიტომ არ ეძებენ, რომ ნაკრებს მწვრთნელი... უკვე ჰყავს!

ყველას ახსოვს, რა განცხადებები გააკეთა იურაი იარაბეკმა ჩეხურ მედიასთან ჯერ კიდევ ცხადაძესა და ფედერაციას შორის კონფლიქტურ სიტუაციამდე - "დინამოში" მივდივარ, რადგან ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადადისო.

მართლაც ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავთ, გამოცდილი და აღიარებული სპეციალისტის ქვეყნის მთავარი გრანდიდან ახალგაზრდულ გუნდში გადასვლაში. ამიტომაც, ბევრი ამბობს, რომ გია გეგუჩაძე 21-წლამდელთა ნაკრებს 23 მარტს სან მარინოსთან გაიყვანს და...

ამ ვარაუდს ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ გეგუჩაძემ ახალგაზრდული ნაკრების შტაბში ის ხალხი არ მიიყვანა, ვისაც ძირითადად ეყრდნობა ხოლმე, რაც ფრიად გასაკვირი იქნებოდა სხვა სიტუაციაში.
მკითხველის კომენტარები / 15 /
აცალეთ კობის!

რაც შეეხება დანიშვნებს, ცხადაძე ძმაკაცობით არ მოვიდა ნაკრებში?! იმ სამარცხვინო ფედერაციას დომენტით და არველაძით ყველა ჯობია.
kanti
05 მარტი 2016 12:26
0
იურიდიულად, ეროვნული ნაკრების თავკაცი ისევ კახა ცხადაძეა..

რა იურიდიულად?:))

რა გჭირთ, რედაქტორი გყავთ საერთოდ?
giji
05 მარტი 2016 12:15
0
ისე ხალხო რაღაც კომენტარი დავტოვე ნახევარი საათის წინ და ალბათ არ მოეწონათ

სხვათაშორის არც უხამსობას შეიცავდა, არც ძალადობას, არც სიძულვილს, არც კომერციას, არც რეკლამას.

ალბათ სიმართლის თქმა არ შეიძლებაო :)
hjhgh
05 მარტი 2016 11:51
0
მეგობრებო, რაზე ნერვიულობთ ან რატომ ლანძღავთ ერთმანეთს? ან ეს პატიოსანი კობი რა შუაშია? მოდი გავიხსენოთ ვინ წარადგინა კობი? ვინ დაუნიშნეს კობის მოადგილედ (ჯღარკავა ნეტა ვისი კაცია?) ვისთან ერთად დადის შეხვედრებზე? ვისთან ერთად იღებს სელფებს, და ამ ყველაფრის შემდგომ ქვეყნის ჩემპიონი გორის დილა გახდა რომლის მწვრთნელი 25 წლის ბიჭი იყო, საუკეთესო მწვრთნელი მაინც ვინ გახდა? გეგუჩა და ვის უნდოდა ეს? რა თქმა უნდა ფიფიას! მაშინ როცა არავინ არაფერი იცოდა და ვინ მოძებნა ახალი მწვრთნელი საკუთარი გუნდისთვის? ფიფიამ! (რატომ ხომ საუკეთესო მწვრთელი გახდა გეგუჩა?! თუმცა საქართველოს ნაკრებს ხომ "საუკეთესო" მწვრთნელი უნდა) თუ იმასაც გავიხსენებთ საპოვნელასთან 97 წუთზე დანიშნულ პენალტს ალბათ საათი გაუჩერდა მსაჯს, კიდევ ლოკომოტივთან არ არსებულ პენალტს და ამ ყველაფრის მერე დინამოს ყოფილი დირექტორის მიერ (ეხლა კობის მოადგილის) წარდგენილ განვითარების გეგმას როდესაც ყველაზე მეტი ჩემპიონს ხვდება (ეს ასეც უნდა იყოს) გამოდის რომ დღეს ფეხბურთს ვინ მართავს? მოდი ეხლა და ყველამ ვკითხოთ ფიფიას ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. გეგუჩა თუ სხვა ყავს მოძებნილი. და ერთი მინდა კიდევ როგორი კატეგორიოულიც მწვრთნელის გაშვების დროს იყო კობი სულ მასე კატეგორიული იყოს იმ მსაჯების მიმართაც რომლებიც დინამოს აგებინებენ. უი სულ დამავიწყდა მერე ფიფია?...
hjhgh
05 მარტი 2016 11:29
0
არსად არ გაუშვებენ ცხადაძეს. ვერ გადაუხდიან შესაბამის ჯარიმას და იმიტომ ... მართვის თვალსაზრისით კი სერიოზული პრობლემები აქვს ფედერაციის ამ შემადგენლობას ...
ივანე
05 მარტი 2016 11:16
0
...საერთოდ აჯობებდა,რომ თავიდანვე მოენახათ კომპრომისი და კიდევ უკეთესი იქნებოდა,როცა ინიშნებოდა ცხადაძე,შეთანხმებულიყო ხელფასი...ეგ იქნებოდა ევროპელობა და არ,,ჩვენებურად,,ერთმანეთის მიმართ კრიჭაში ჩადგომა და დაყოფა...რა შორს ვართ,,...ჩემი მეგობარია,მაგრამ სიმართლე...,,.დღეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება –უნდა იპოვოს გერმანიაში მომავალი,,კლოპი,,ახალგაზრდა მწვრთნელებში..ან ესპანეთში ,,მომავალი გუარდიოლა,,...ახალგაზრდა ევროპელი მწვრთნელების განათლება,მათი ცოდნა თანამედროვე მეთოდიკის უნდა გამოვიყენოთ ბავშვთა ფეხბურთში,ასაკობრივებში,ახალგაზრდულში...ეს იქნებოდა ნაბიჯი არამარტო ძირითადი ეროვნული ნაკრებისთვის,არამედ მომავალშიც...
Zaza
05 მარტი 2016 00:43
0
ცხადაძის გაშვება არის დიდი შეცდომა, რასვიზამთ ასე ჩათვალეს სფფ-ს ბოსებმა საჭიროდ, კიბტონო ვინც გინდა დანიშნე თუუნდა თვითონ გაწვრთნას ნაკრები, ჩვენ ვითხოვთ შედეგს, ცხადაძე მშვენივრად მიყვებოდა საქმეს მაგრამ... ნუ ყველაზე მთავარ რაც არის არუნდა დანიშნონ უცხოელი მწვრთნელი! რაც შეეხება გეგუჩაძის კანდიდატურას, ცხადაძის გაშვების სემთხვევაში გიაზე უკეთესი კანდიდატი არც არის. აგერ ბურთი და აგერ მოედანი... იმედს ვიტოვებს ნაკრები წარმატებით გამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კობის ცუდად მოუბრუნდება თავისი გადაწყვეტილება!
c
04 მარტი 2016 23:20
0
2 კვირა კი არა უკვე 6 თვეა,რაც კობი პრეზიდენტია! ეგრე თუ გააგრძელა ნაკრებთან ენის გამონახვა მაშინ მომავალ ცელს მესამე ასეულში მოვხვდებით...
lashas
04 მარტი 2016 22:04
0
პატივცემულო ზაზა, უნამუსოდ მე პირადად თქვენი ყალბი სენტეციები მიმაჩნია.
პანტელეიმონი
04 მარტი 2016 21:14
0
გეგუჩაძე არის იდეალური ვარიანტი. თავიდანვე ჯობდა გეგუჩას დანიშვნა.
georgian
04 მარტი 2016 20:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული