საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
როგორ sportall.ge-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სანდო წყაროდან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწრთნელად სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნება.

51 წლის სპეციალისტს ფედერაცია ოფიციალურად, ხვალ, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე წარადგენს.

ვაისს, რომელსაც საფეხბურთო კარიერაში ჩეხოსლოვაკიისა (1988-1990) და სლოვაკეთის (1993-1995) ეროვნული გუნდების ღირსება დაუცვია, მწვრთნელად "არტმედია პეტრჟალკა", ბრატისლავის "სლოვანი", რუსული "სატურნი" და ყაზახური "ქაირათი" გაუწვრთნია. 2008-2012 წლებში ის სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2010 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა და ჯგუფში იტალია და
ახალი ზელანდია ჩატოვა და პარაგვაისთან ერთად 1/8-ფინალში გავიდა. 

ვაისი კლუბებიდან ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში, "არტმედიაში" მუშაობდა. 2005/06 წლების სეზონში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

ვაისის ბოლო სამუშაო ადგილი "ქაირათი" იყო, რომელსაც 2012 წლიდან 2015 წლის ნოემბრამდე თავკაცობდა. გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონატში სამჯერ დაიკავა ადგილი საპრიზო სამეულში, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიგო. ამასთან, "ქაირათმა" ისტორიაში პირველად, 2014/15 წლების სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლოს კახა ცხადაძე წვრთნიდა, რომელთანაც სფფ-ის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 40 /
მაგარს აყანყალებენს ესენი რ ა საზიზრრობაა რაუნდა ქნას ამან
archil
13 მარტი 2016 21:45
0
არამგონია გაქაჩოს ჩვენ ფეღბურთელების შემართება გვჭირდება და არა მწვრთნელების ცვლა ნასკებივით,ფეღბურთელი კიდევ ჩვენს ნაკრებში არ შეაკლავს თავს თამაშს რადგან ტრავმის შემთხვევაში ფეხებზე იკიდებენ და თავის კლუბთანაც პრობლემა ექმნება,მიეცით ანაზღაურება რაც ეკუთვნით ფეღბურთელებს და იქნება ძლიერი ნაკრები მითუმეტეს უნიჭიერესი ხალხი გვყავს
bacho
13 მარტი 2016 21:37
0
ძნელია რამე იწინასწარმეტყველო. პირადად მე, მერჩივნა კობიაშვილს და ცხადაძეს ორმხრივი კომპრომისი გამოენახათ...
tngh
13 მარტი 2016 21:37
0
ხელფასი 160000 ატასი ევრო
beso
13 მარტი 2016 21:30
0
იგივე წარმატებით შეიძლებოდა (პა ხოდუ-შეთავსებით)თინა ხიდაშელის დანიშვნა...არც მაგაზე იტყვის უარს..
3.1492
13 მარტი 2016 21:29
0
სხვათა შორის ნორმალური მწვრთნელია
D
13 მარტი 2016 21:29
0
აი ესა ქართული ფეხბურთი შენსას არ აფასებ და ვიგაც სლოვაკი მწვრთნელი მოგყავ რომელიც ქაირათს წვრტნის და გირებული არაფერი შეუკმნია ევროპა ლიგის ფლეი ოფს თუ არ ჩავთვლით რაც ჩემი აზრით არაფერიაა ,,, გმერტმა ქნას გაამარტლოსს მაგრამ წესიერი გენახათ ვინმე მაგრამ ფული ამათ არ აქვთ და სული და ესეც რო ჩამოვიდა გვიხაროდეს მაგრამ იშოვის მაყუთს და ერთ-ორ წელში წავა, ჩვენ კიდე დაგვტოვებსს ისევ ნეხვში ვახ ქართულო ფეხბურთო როდის უნდა გეშველოს
shako
13 მარტი 2016 21:27
0
იმედია გაამართლებს, ნორმალური მწვრთნელია. შვილს წარმატებით აპიარებდა ნაკრებში
roni
13 მარტი 2016 21:09
0
ხელფასი რამდენი ექნება?
გოჩა
13 მარტი 2016 20:49
0
სად ნახეთ ეს? კი მარა სხვა უკეთესი მოგეყვანათ ვინმე თუ ეს ოცნების წევრია უცხოეთში
givi
13 მარტი 2016 20:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული