აღმასკომმა ვაისი დაამტკიცა: კონტრაქტის დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისი დაამტკიცა.

როგორც ჟურნალისტებს აღმასკომის ერთ-ერთმა წევრმა რომან ფიფიამ განუცხადა, ვლადიმირ ვაისი დათანხმდა კონტრაქტის ბონუს-სისტემით გაფორმებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი დასახული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ფიქსირებულთან ერთად, ბონუსით განსაზღვრულ ანაზღაურებას მიიღებს.

მისივე ინფორმაციით, ვლადიმირ ვაისის ანაზღაურება უფრო მცირე იქნება, ვიდრე ყოფილი მწვრთნელის, კახა ცხადაძის.

ვლადიმირ ვაისთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ვლადიმირ ვაისს ოფიციალურად დღეს, 13:00
საათზე წარადგენს.

- ახალი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი - მისწრება საქართველოს ნაკრებისთვის?

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
პატა
14 მარტი 2016 16:31
0
წარმატებებს გისურვბთ!
zviadi
14 მარტი 2016 13:34
0
წარმატებები ახალ მწვრთნელს. ჩვენ მივეჩვიეთ უკვე ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ ახალ იმედებს და პროგნოზებს და ეს ჩვეული რეალობაა ქართველი ფეხბურთის ქომაგებისთვის.უბრალოდ ერთი მაინტერესებს,მესამე ადგილი პროგრამა მინიმუმია,თუმცა როგორც ვიცით პირველ ადგილოსანი პირდაპირ გადის ჯგუფურ ეტაპზე და მეორე ადგილი პლეი ოფში ითამაშებს. მესამე ადგილი და ბოლო მხოლოდ რეიტნგის მიხედვით უკეთეს საკენჭისყრო კალათებს შორის სხვაობას გულისხმობს,მაგრამ ის ჯგუფი სადაც ეხლა ჩვენ ვართ,სადაც არცერთი მსოფლიო გრანდი არ მოხვდა გვაძლევს უფლებას რომ მინიმუმ ვიოცნებოთ მეორე ადგილი და მესამეზე გასვლის შემთხვევაში გვაქვს უკეთეს ჯგუფში მოხვედრის გარანტია? ძალიან დავიღალეთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ამდენი ლოდინით და სამწუხაროა რომ წინასწარ გვამზადებთ იმისთვის რომ მესამე ადგილი დადებითი შედეგი იქნება,მაშინ რა მიზეზით მოვიდეთ სტადიონზე და ვუქომაგოთ ნაკრებს,როცა წინასწარ აცხადებთ რომ განწირულები ვართ და მესამე ადგილი კარგი შედეგი იქნება.გარდა ენთუზიაზმისა აღარაფერი რჩება ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს გულის დასაიმედებლად.მიუხედავათ ყველაფრისა,მე როგორც ქართული ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი ვაცხადებ: ქართული ფეხბურთი იქამდე იარსებებს და არ გარდაიცვლება,სანამ ნამდვილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ვიარსებებს...ბესო ჭიკაიძე ....
qomagi
14 მარტი 2016 13:28
0
უფრო ნაკლები როგორ გავიგოთ? 50 000-ზე ნაკლები თუ 25 000-ზე ნაკლები. თქვით პირდაპირ რამდენი აქვს.
jiji
14 მარტი 2016 13:22
0
კარგია ბონუს სისტემების დანერგვა,ამდენხანსაც უნდა განხორციელებულიყო ასეთი პროგრამა,ეს მართლაც მისაღებია შედეგის მიხედვით გაცემული პრემიები და არა ისე როგორც ამდეხანს იყო შედეგის გარეშეც უნდა მიეღონ მაღალი ხელფასები რამაც არგამართლაა და რამოდენიმე მილიონი წყალში გადაიყარა
romandro
14 მარტი 2016 13:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული