ვლადიმირ ვაისი "ბასათი" უკმაყოფილოა - სად მოემზადება საქართველოს ნაკრები?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე დაიწყებს სამზადისს ყაზახეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის. 29 მარტის სპარინგი ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ინიციატივით, "დინამო არენაზე" გაიმართება.

როგორც გავიგეთ, ჯერ კიდევ ღიად რჩება საკითხი იმის თაობაზე, თუ სად მოემზადება ჩვენი გუნდი ყაზახეთთან მატჩისთვის.

სანდო წყარომ გვაცნობა, რომ შესაძლოა, შეკრება "ბასაზე" არ გაიმართოს. თურმე, სლოვაკი სპეციალისტი მთლად კმაყოფილი ვერ დარჩენილა ჩვენი სანაკრებო ბაზის ტექნიკური აღჭურვილობით.

რა ეშველება ამ საქმეს ესოდენ მოკლე დროში, ძნელი სათქმელია. ვნახოთ, მალე ყველაფერს ზუსტად შევიტყობთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფედერაციისთვის რომ გეკითხათ გეტყოდნენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზააო
soso
16 მარტი 2016 13:13
0
ამან დაიწყო უკვე მიზეზების ძებნა
dato
16 მარტი 2016 13:04
0
ეს თუ გიშველის და მოგიგვარებენ,მერე რას იტყვი ნეტა
sano
16 მარტი 2016 11:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული