[ექსკლუზივი] საქართველოს ნაკრებში გიორგი აბურჯანია და ლაშა დვალიც გამოიძახეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 29 მარტს ყაზახეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ესპანური "ხიმნასტიკისა" და პოლონური "შლიონსკის" ქართველი ფეხბურთელები, გიორგი აბურჯანია და ლაშა დვალიც გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ დვალს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, აბურჯანიასთვის კი ეს პირველი მიწვევაა ქვეყნის მთავარ გუნდში.

აბურჯანია და დვალი 23 მარტს, ჯერ 21-წლამდელთა ნაკრებში სან მარინოს წინააღმდეგ ითამაშებენ, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს შეურთდებიან.

სფფ-ს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულთა ვინაობა ოფიციალურად აქამდე არ გამოუცხადებია. შეგახსენებთ, რომ მანამდე სხვადასხვა წყაროებიდან გაირკვა, რომ ვლადიმირ ვაისმა გუნდში ჯანო ანანიძეს, საბა კვირკველიას, გიორგი ლორიას, გიორგი ჭანტურიას, ლევან მჭედლიძესა და ლევან ყენიას უხმო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
jerjerobit gamozaxebulebze aranairi pretenzia aramaq
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული