ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისი სადებიუტო მატჩისთვის ამ ეტაპზე გუნდში 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ვაისი 21 წლამდე ნაკრებიდან სან მარინოსთან 23 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ დაიმატებს.

საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან სასტუმრო "ჰუალინგში" შეიკრიბება. სავარჯიშო პროცესს კი ჩვენი გუნდი თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სავარჯიშო მოედანზე გაივლის.

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი" რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო" ქუთაისი)

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი
("დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე ("დინამო თბილისი"), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი",ჰოლანდია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ქვილითაია ("დინამო თბილისი)

ვლადიმირ ვაისის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყაზახეთთან მატჩში "დინამო არენაზე" შედგება. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 29 მარტს, 21 საათზე ჩატარდება.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 35 /
კაცი 1 კვირაც არაა რაც დაინიშნა. თუ არავის არაფერს ჰკითხავდა, არ მოეთათბირებოდა საიდან უნდა დაესახელებინა შემადგენლობა? რა არის ამაში ან გასაკვირი ან დასძრახი? ახლა გასინჯავს ამ შემადგენლობას, რაღაც ბირთვს შეარჩევს, იმუშავებს და დააყენებს შემადგენლობას!
არჩილ ხოფერია
12:28 20-03-2016
0
ბაჩანა ცხადაძე და გელაშვილი რატომ არ გამოიძახა?? :)))))
es incha
12:57 20-03-2016
0

სიახლეები პოპულარული