ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისი სადებიუტო მატჩისთვის ამ ეტაპზე გუნდში 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ვაისი 21 წლამდე ნაკრებიდან სან მარინოსთან 23 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ დაიმატებს.

საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან სასტუმრო "ჰუალინგში" შეიკრიბება. სავარჯიშო პროცესს კი ჩვენი გუნდი თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სავარჯიშო მოედანზე გაივლის.

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი" რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო" ქუთაისი)

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი
("დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე ("დინამო თბილისი"), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი",ჰოლანდია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ქვილითაია ("დინამო თბილისი)

ვლადიმირ ვაისის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყაზახეთთან მატჩში "დინამო არენაზე" შედგება. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 29 მარტს, 21 საათზე ჩატარდება.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 35 /
მარცვალაძე კრგ ფორმაშია და უნდა გამოეძახებინათ
dato
20 მარტი 2016 14:17
0
ცჰვენი საშველი იქნება ვითომ? ყველა მწრთნელი ერთიდა იგივე შემადგენლობას რომ ასახელებს ? არაბიძე ხო 19 წლამდელებს ეხმარება მარა აბუჯანია რატომ არ გამოიძახა ცარმატებებს უსურვებ ჩვენს ნაკრებს მარა დზაან გაგვიჩირდება ყაზახეთან მოგება თუ მოვიგეთ საერთოდ
lool
20 მარტი 2016 13:58
0
ბაჩანა ცხადაძე და გელაშვილი რატომ არ გამოიძახა?? :)))))
es incha
20 მარტი 2016 12:57
0
კაცი 1 კვირაც არაა რაც დაინიშნა. თუ არავის არაფერს ჰკითხავდა, არ მოეთათბირებოდა საიდან უნდა დაესახელებინა შემადგენლობა? რა არის ამაში ან გასაკვირი ან დასძრახი? ახლა გასინჯავს ამ შემადგენლობას, რაღაც ბირთვს შეარჩევს, იმუშავებს და დააყენებს შემადგენლობას!
არჩილ ხოფერია
20 მარტი 2016 12:28
0
ბაჩანა ცხადაძე რატომ არაა? :(
ბურუსა
20 მარტი 2016 09:49
0
ეს პირველი მისი თამაშია, რაღაც რჩევაც ექნება გაზიარებული შემადგენლობის დაყენებაში, აბა სად მოასწრებდა ყველას ნახვას... ამის მერე უკვე იქნება ვაისის დაყენებული "სასტავი", იქ ვნახავთ რამდენად პრინციპულია
SOLO
20 მარტი 2016 09:39
0
სად არის ჯიღაური და პარუნაშვილი? რატომ მოხსნეს შემადგენლობიდან?
გულშემატკივარი
19 მარტი 2016 22:58
0
მშვენიერი შემადგენლობაა და ტყუილად ნუ აკრიტიკებთ ოქრიაშვილის გამოძახებისთვის,ბოლოს და ბოლოს ხიბლს ძენს ჩვენს თამაშს და მარტოსაც შეუძლია მომენტის შექმნა რაც არ უნდა უთამაშებელი იყოს
თორნიკე
19 მარტი 2016 22:45
0
ქვილით წარმატებებს გისურვებ და გვჯერა რომ ბოლომდე გაგიმართლებს და ნაკრებს ძალიან დიდ საქმეს გაუკეთებ.
FC ,,ZANA''
19 მარტი 2016 22:38
0
გიო ქვილიტ აბა შენ იცი ჩვენ გვჯერა რომ 2 კიარა 3 საც შეაგდებ........
zaza
19 მარტი 2016 22:30
0

სიახლეები პოპულარული