დღეიდან საქართველოს ნაკრები და ვლადიმირ ვაისი მზადებას იწყებენ

AutoSharing Option
დღეიდან, 22 მარტიდან, საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს.

სპარინგი სადებიუტოა ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელისთვის, სლოვაკი ვლადიმირ ვაისისთვის.

მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება (დასაწყისი 21 საათზე). ამ დროის განმავლობაში ჩვენი გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" იცხოვრებს.

ვაისის განკარგულებაშია 20 ფეხბურთელი, რომლებსაც რამდენიმე მოთამაშე დაემატებათ საქართველო-სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩის (23 მარტი) შემდეგ.

შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები:
გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: ალექსანდრე
ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე (ორივე - დინამო თბ), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ნიკა ძალამიძე (რიზესფორი, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
თამაშის სტილი მკვეთრად არ უნდა შეიცვალოს ნაკრებმა,კარგია რომ შემადგენლობა თითქმის იგივეა თუმცა სელექცია უნდა გაგრძელდეს,ნაკრებმი როგორც ცხადაძის დროს ისევ ბურთის დაჭერას უნდა შეეცადოს ყველა თამაშში.
bebeto
23 მარტი 2016 16:57
0
... წერია სიაში 5 დინამოს ფეხბურთელი ჯიღაური,ქვილითაია ლობჯანიძე,ამისულაშვილი,ცინცაძე,კაკაბაძე U21 4 დინამოელი დინამოს საწილაღმდეგო არრაფერი მაქვს, მაგრამკლუბის ინტერესების გამო ნაკრებში არ უნდა ჩაწყო საკმედა გაუმზადო ადგილები ფეხბურთელებს სხვა ფეხბურთელების გამოძახებაც შეიძლებოდა რომლებიც შედარებით უფრო მაღალ დონეზე არიან მარა 1 უნდიდან 5 ფეხბურთელი კლუბიდან რომელიც დაბალ დონეზე თამაშობს ნაკრებში ამდენი ფეხბურთელი არ უნდა გამოიძახო 1 ან 2 შეიძლება მაგრამ ნახევარი ნაკრები დინამოა და არაა დინამო ჯერ ჯერობით იმ დონის გუნდი და არც იმ დონის ფეხბურთელები ჰყავს ,რომ ნაკრების ბირთვი შეკრა ამ კლუბიდან ეს უფრო პირად ინტერესებს ემსახურება და არაა ნაკრების
Giorgi
22 მარტი 2016 16:21
0
ქვილითაია გამოსაძახელი იყო!რა ხდება გიორგი ჯიქიასთან (ამკარი)დაკავშირებით?დაცვის ფლანგებზე გვაქვს პრობლემები და 21წლის ახალგაზრდა ქართველი იმსახურებს ყურადღებას!
ზაზა
22 მარტი 2016 13:44
0
Guja კაჭარავა და ქვილითაია ერთი სტილის ფორვარდები არიან, ჩემი აზრით კაჭარავა უფრო იმსახურებდა გამოძახებას ვიდრე ქვილითაია, 2 ფაქტს დაგისახელებ მარტო რატომაც: 1) იმიტომ რომ კაჭარავამ საქართველოს ჩემპიონატის პირველ წრეში უფრო მეტი ბურთის გატანა მოახერხა ცხინვალის რიგებში ვიდრე ქვილითაიამ მოახერხა დინამოს რიგებში, 2) კაჭარავა რუსეთის ჩემპიონატის მეორე ადგილოსან გუნდში თამაშობს და ქვილითაია საქართველოს ჩემპიონატში
anti
22 მარტი 2016 13:31
0
ამჯერად ძალიან ცოტა დრო ქონდა დაკვირვებისათვის და "ქოფი-ფეისთ"-ი გააკეთა წინა გამოძახებიდან. იმედია მერე უფრო ჩაიხედავს დააკვირდება და ისე გამოიძახებს ფეხბურთელებს, თორე ამჯერადაც ავთო ებრალიძის არგამოძახება და უთამაშებელი ვაწაძის გამოძახება ვერ ამიხსნია....
dave
22 მარტი 2016 13:30
0
კაჭარავა უკვე გაყიდეს და ახლა ეს ქვილითაიაა გასაყიდი, შეიძლება ბევრი გოლი აქვს გატანილი მაგრამ არაა ისეთი ფეხბურთელი ნაკრებში რომ დაუძახო, ეს ლობჟანიძე კიდე რით ვერ ჩაანაცვლეს ვინმეთი , ასეთი სუსტი მარჯვენა მცველია და მაინც სულ ნაკრებშია, რა არის ბედი თორე ეგ დინამოშიც არუნდა თამაშობდეს
Guja
22 მარტი 2016 13:00
0
6 რანაირად დათვალე? 3 არის დინამოდან, ამისულა, ლობჟანიძე და ქვილითაია
სანდრო777
22 მარტი 2016 12:58
0
6 pexburteli nakrebshi dinamodan da 4 u 21 shi dinamodan galog pipiaa :D
Giorgi
22 მარტი 2016 12:24
0
6 ფეხბურტელია დინამოდან გამოძახებული საღოლ ფიფიას
Giorgi
22 მარტი 2016 12:23
0
anti-ს. არ შემიძლია არ დაგეთანხმო. ერთს დავამატებ. გადავხედე ვაწაძის სტატისტიკას. აღმოვაჩინე, რომ "ორხუსის" ბოლო 5 თამაშში, პირველ-ორ თამაშში იყო სათადარიგო და არ უთამაშია საერთოდ. მე-3 და მე-4 თამაშში შემოვიდა შეცვლაზე, ხოლო ბოლო თამაშში განაცხადშიც ვერ მოხვდა. ისმის კითხვა, გამოსაძახებელია კი ასეთი სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელი ნაკრებში?
kote
22 მარტი 2016 11:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული