რა უთხრა იურაი იარაბეკმა ვლადიმირ ვაისს? ნაკრების თავკაცი "დინამოს" ესტუმრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დიღმის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა, სადაც სლოვაკ სპეციალისტს მასპინძლობა გაუწიეს "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, კლუბის დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვაისის თანამემამულე იურაი იარაბეკმა.

ვაისმა "დინამოს" საწვრთნელი ბაზა ორ სლოვაკ ასისტენტთან ერთად დაათვალიერა. ცხადია, ნაკრების თავკაცი იარაბეკისგან საყურადღებო ინფორმაციას მიიღებდა.

უახლოეს მომავალში ვაისი "დინამოს" აკადემიასაც მოინახულებს. რომან ფიფიამ კი აღნიშნა, რომ ყველანაირად დაეხმარება საქართველოს ნაკრებს, ოღონდ, ეგ არის, რომ სანამ "ბასაზე" ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ეროვნული გუნდი დიღომში ვერ გაივლის შეკრებას, რადგან იქ "დინამო"
ვარჯიშობს. "დახმარებაში" კი, ალბათ, მოიაზრება სპორტული მედიცინა, სავარჯიშო ინვენტარი და ასე შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
Ratomgac mgonia es kaci ragacas izavs...kargs ratqmaunda...
ubralod duru
02:11 23-03-2016
0
წარმატებას ვუსურვებ ვაისს და ნაკრებს! ეროვნულ ნაკრებს რომ მოსამზადებელ პირობებს ვერ შეუქმნი რა შედეგს ითხოვ? ამდენი წელია ბასა ვერ დაასრულეს! თფუი, და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას ვითხოვთ.
ჯონ ჯოლი
08:58 23-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული