ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან (1:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"მწვრთნელისთვის პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. შედეგით უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, ნაწილმა დავალება შეასრულა, ნაწილმა - ვერა.

ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს. ქართველი ფეხბურთელების დონიდან გამომდინარე, ყაზახეთთან უნდა მოგვეგო.

ლევან მჭედლიძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ის არ ვათამაშეთ. ამიტომ მომიწია ვაკო ყაზაიშვილის თავდასხმაში დაყენება, თუმცა ეს მისთვის იდეალური პოზიცია არ არის.

მინდოდა მეტი
ეთამაშათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ნავალოვსკი საუკეთესო იყო მოედანზე.

კმაყოფილი ვარ ჯაბა კანკავას, გურამ კაშიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი აბურჯანიას თამაშით. აბურჯანიას აქვს პოტენციალი, მაგრამ უფრო სწრაფად უნდა ითამაშოს, თუმცა დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება.

ნუკრი რევიშვილს მივეცი შანსი, რომ ეთამაშა, რადგან კლუბში სათადარიგოთა სკამზე იყო, ხოლო გიორგი ლორიას შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.

მომავალში მეტს ველი ვაკო ყაზაიშვილისა და ნიკა კაჭარავასგან. კაჭარავას ორი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

მე არ ვფიქრობ, რომ ჯანო ანანიძემ ცუდად ითამაშა, ჯანოს ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვს, თუმცა 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. როცა ის 100 პროცენტით მზად იქნება, ნაკრების შეტევა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

რაც შეეხება იმას, რომ კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელებს მივეცით ნაკრებში თამაშის შანსი, მირჩიეთ სხვა ფეხბურთელები, ვინც სტაბილურად თამაშობენ კლუბებში.

ბურთის დაკარგვის შემდეგ ქართველებს ართმევაზე თამაში არ უყვართ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ.

მესამე ადგილი მუნდიალის შესარჩევში არაფერს მოგვცემს. ყოველთვის უფრო მაღალი ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ბევრი რამ ვისწავლე და დასკვნებს გამოვიტან.

ფეხბურთელებს ველაპარაკე და შევეცადე, არ გამეკრიტიკებინა ცხელ გულზე. ვისაც მეტი პონტენცილი აქვს, უფრო მეტი უნდა მისცეს ნაკრებს", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დავუპირისპირდებით.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ჭანტურიამაც კარგად ითამაშა მაგრამ არ ახსენა მწვრტნელმა და ამ ლობჟანიძია გამოცვლა რა გახდა არ გამოსდის კაცს თამაში და რა გინდა რო ქნა. ისე წანტურია თავდასხმაში უკეთესი იქნებოდა და ვაკო თავის ადგილზე
nika
30 მარტი 2016 09:09
0
Eeeeex,gveshveleba rodisme rame??????aset bulk gunds ro ver mougeb?......
davidbe
30 მარტი 2016 08:34
0
რაც არ უნდა ითამაშონ ჩვენმა ფეხბურთელებმა, ფიზიკურად ძალიან სუსტები არიან. მაქსიმუმ 15 წუთი სათამაშო კონდიცია მერე გუნდი მკვდარია, გათიშულია. თუ ამას არ მიეხედა არანაირი მწვრთნელი არ უშველის, არანაირი ტაქტიკა არ იმუშავებს. მოკლედ ამ ბიჭებმა ვერ შეიგნეს რომ შრომის და გარჯის გარეშე არაფერი გამოვა, ვერ შეიგნეს რომ ისინი თავიანთ თავებს არ ეკუთვნიან, არ ვარჯიშობენ ინდივიდუალურად, ფიზიკურ კონდიციას არ იმაღლებენ,და აქედან გამომდინარე ვერანაირი მწვრთნელის დავალებებს ვერ შეასრულებენ. ყოველ შემთხვევაში ჯერ ამაზე უნდა იმუშაონ და დანარჩენზე მერე. ესე იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში და იმიტომაცაა ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ დააყენა გუნდი. რით ვერ შეიგნეს, რით ვერ გამოასწორეს. ეს ფეხბურთელების ბრალია, მათი ზერელე დამოკიდებულება სპორტისადმი, ქვეყნისადმი. რაღაც ბავშვურ დონეს აღწევენ და მერე ფეხებზე ჰკიდიათ, კმაყოფილდებიან აღებული ხელფასით, საზღვარგარეთ თამაშით, ნაყიდი მანქანით ანუ მატერიალური მდგომარეობით რაც დამღუპველია ყველა ფეხბურთელისთვის.
ლევანი
30 მარტი 2016 08:21
0
ყაზახეთთან ფრე არ იყო ლოგიკური. ჩვენს ნაკრებს ბევრი შანსი ქონდა მაგრამ არ გვყავს მაღალი დონის ფორვარდი რომელიც შანს გამოიყენებს. ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობა და ახალგაზრდების გამოუცდელობა მარადმწვანე არგუმენტია. ასე იქნება სანამ საქართველოს ჩემპიონატის დონე არ მიუახლოვდება ევროპულს, ანუ არავინ იცის ეს როდის მოხდება. რაც იყო პოზიტიური ამ თამაშში უნდა ითქვას რომ მომენტებში ტრადიციულად ინდივიდუალისტი ფეხბურთელები ელეოდნენ ბურთს და პასის მიცემა არ ეზარებოდათ. გოლი ასე გავიტანეთ. მხოლოდ გუნდური მენტალიტეტით და თამაშით შეიძლება საქართველოს ნაკრებმა მიაღწიოს წარმატებას.
ლუკა
30 მარტი 2016 03:48
0
ესეთი თამაშით ყასახეთი იყო და გადავრჩით და სხვა უფრო მაღალი დონის გუნდები რას გვიზამენ ცხადაძე და ქეცბაია მოგვენატრება
Giorgi
30 მარტი 2016 02:51
0
ვაფშე არ მომეწონა თამაში აი ხალხო ვის მოგეწონათ ეს თამაში თვით რაა
Giorgi
30 მარტი 2016 02:48
0
წადი ბიძია საიდანაც მოდი დროზე სახეზე გეტყობა ფულის საშოვნელად რომხარ ჩამოსული აქ, ამ ფეხბურტელებიდან რაგუნდი უნდა დააყენო თამაში არიციან
GURO
30 მარტი 2016 02:31
0
სანამ ვაისი მიხვდება,რომ......არ არის მჭედლიძე–გუნდს შეტევა არ აქვს((..დღევანდელი მდგომარეობით–ამ ნაკრების მიერ შეტევის განვითარების პრაქტიკულად ერთადერთი ვარიანტი–მჭედლიძემ შეინარჩუნოს ბურთი,გუნდი ამოიწევა,ვიღაცას დაუგდოს...
ზაზა
30 მარტი 2016 02:06
0
... ახლა უფრო ნათლად დავინახე რა აკლია ნაკრებს... ასე ნათლად რა აკლია ნაკრებს ვისთან დაინახა ყაზახებთან?? ჯერ სადა ხარ ეგ ყაზახეთის ნაკრები იყო შემდეგში ისეთს დაინახავ რომ კონტრაქტის გაწყვეტას ფედერაციას იქეთ შეეხვეწები )))
მეგრე
30 მარტი 2016 00:54
0
"რაც შეეხება იმას, რომ კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელებს მივეცით ნაკრებში თამაშის შანსი, მირჩიეთ სხვა ფეხბურთელები, ვინც სტაბილურად თამაშობენ კლუბებში" - ქეცბას დაესესხა :))) თქვი რა შე დალოცვილო, მე არ გამომიძახია ეს ხალხი, გამოძახებული დამახვედრესო :) მე ჩამოგითვლი რამდენიმე ფეხბურთელს ვინც უცხოურ გუნდშიც (ბევრად რომ ჯობია ოქრიაშვილის ექსერისეშტრსფურმორს :)) ) თამაშობს და აქაც თავს დადებს ბოლომდე... დვალიშვილი, ებრალიძე, მაკარიძე და კიდევ ბევრი სხვა.. გაახილე თვალი და მოძებნე, მაგისთვის ჩამოგიყვანეს და არა იმისთვის რომ იგივე ილაპარაკო რასაც წინა მწვრთნელები !!!
dave
30 მარტი 2016 00:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული