ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან (1:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"მწვრთნელისთვის პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. შედეგით უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, ნაწილმა დავალება შეასრულა, ნაწილმა - ვერა.

ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს. ქართველი ფეხბურთელების დონიდან გამომდინარე, ყაზახეთთან უნდა მოგვეგო.

ლევან მჭედლიძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ის არ ვათამაშეთ. ამიტომ მომიწია ვაკო ყაზაიშვილის თავდასხმაში დაყენება, თუმცა ეს მისთვის იდეალური პოზიცია არ არის.

მინდოდა მეტი
ეთამაშათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ნავალოვსკი საუკეთესო იყო მოედანზე.

კმაყოფილი ვარ ჯაბა კანკავას, გურამ კაშიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი აბურჯანიას თამაშით. აბურჯანიას აქვს პოტენციალი, მაგრამ უფრო სწრაფად უნდა ითამაშოს, თუმცა დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება.

ნუკრი რევიშვილს მივეცი შანსი, რომ ეთამაშა, რადგან კლუბში სათადარიგოთა სკამზე იყო, ხოლო გიორგი ლორიას შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.

მომავალში მეტს ველი ვაკო ყაზაიშვილისა და ნიკა კაჭარავასგან. კაჭარავას ორი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

მე არ ვფიქრობ, რომ ჯანო ანანიძემ ცუდად ითამაშა, ჯანოს ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვს, თუმცა 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. როცა ის 100 პროცენტით მზად იქნება, ნაკრების შეტევა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

რაც შეეხება იმას, რომ კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელებს მივეცით ნაკრებში თამაშის შანსი, მირჩიეთ სხვა ფეხბურთელები, ვინც სტაბილურად თამაშობენ კლუბებში.

ბურთის დაკარგვის შემდეგ ქართველებს ართმევაზე თამაში არ უყვართ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ.

მესამე ადგილი მუნდიალის შესარჩევში არაფერს მოგვცემს. ყოველთვის უფრო მაღალი ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ბევრი რამ ვისწავლე და დასკვნებს გამოვიტან.

ფეხბურთელებს ველაპარაკე და შევეცადე, არ გამეკრიტიკებინა ცხელ გულზე. ვისაც მეტი პონტენცილი აქვს, უფრო მეტი უნდა მისცეს ნაკრებს", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დავუპირისპირდებით.
მკითხველის კომენტარები / 50 /
""ბურთს აწვალებენ და აკეთებენ დაგვიანებულ გადაცემას"" - მგონი ბატონმა თენგიზმა ამ რამდენიმე სიტყვით გამოხატა დაახლოებით 90% იმისა, რაც გვჭირს.
ilo
30 მარტი 2016 12:02
0
რა გინდათ ამ კაცთან თვითონ ვერ გავა და ვერ ითამაშებს და კაჭარავას მაგივრად გოლს ვერ გაიტანს და აცალეთ თუ გვინდა გუნდის დაყენება ერთ კვირაში კიდე კარგი შედეგია
იკა
30 მარტი 2016 11:50
0
აშკარად დავინახეთ ჩვენი სისუსტეები. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ფეხბურთელები სხვა პოზიციაზე თამაშობდნენ.ბევრი ფეხბურთელი თავის თავს არა გავდა.გაცილებით კარგად ითამაშეს ჩვენმა ახალგაზრდებმა უკრაინასთან. ვფიქრობ, გუნდის გაახლგაზრდავება ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ.ბოლოს და ბოლოს კაცის მოტყუება და კარში დარტყმა მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ.
gia
30 მარტი 2016 11:32
0
გიორგი გეთანხმები მაგრამ არ გვაქვს დიდი არჩევანი მოთამაშე ლეგიონერებში, მაგრამ არც ისეა საქმე სულ ერთი და იგივე ხალხს უძახოდე, თანაც უთამაშებელს. წესით და რიგით იმისთვისაა ეს კაცი რომ ეგ მიდგომა შეცვალოს და მოიწვიოს მოთამაშე და ფორმაში მყოფი ფებურთელები :)
dave
30 მარტი 2016 11:20
0
ესეც სასწავლებლად ჩამოსულა საქართველოში. ისწავლის კაცი და მერე ათამაშდება გუნდი,თუ ბანდა, რომელიც ბეხბურთის გაგებაში არ არის ცხადაძის დროს კიდევ რაღაც ტაქტიკური მონახაზი იგრძნობოდა ახლა კიდევ მცველების პარაშუტები წავიდა და დავბრუნდით მეოცე საუკუნეში ასე ვინღა თამაშობს ახლა. ყაზახეთი ტაქტიკურად უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე ჩვენი ნაკრები, ეტყობოდა მწვრთნელის ხელი. კლასნი ფეხბურთელები არ ყავს (ჩვენები უფრო ტექნიკურები არიან), მაგრამ რაც ყავს მის შესაბამის ტაქტიკას იყენებს და გააზრებულად თამაშობს, უფრო ზუსტად, რომ დაერტყათ წაგებაც ახლოს იყო.
555
30 მარტი 2016 11:11
0
ერთი თხოვნაა ყველას მიმართ,როდესაც ვინმეს აკრიტიკებთ საკუთარი გვარ-სახელებით წერეთ.პირველი თამაში იყო ვაისის ხელმძღვანელობით და ფეხბურთის მცოდნე მიუკერძოებელი გულშემატკივარი ალბათ მეტს არც მოელოდა.მეც ბევრი რამ არ მომეწონა ნაკრების ამ თამაშში,თუმცა ამ კაცის მსჯელობამ იმედი გამიჩინა,რომ მალე ნაკრებს სულ სხვანაირად აათამაშებს.ამისულაშვილის,ვაწაძის,ლობჟანიძის და ორივე სათადარიგო მეკარის დრო წასულია,მჭედლიძის იმედად ჩემი მტარი იყოს ერთ თვეს თამაშობს 11 თვე მკურნალობს(როგოგორც ყენია),გამიკვირდა შანსი რომ არ მისცეს ქვილითაიას ასეთი საგოლე ალღოს ფეხბურთელი ახლა ძნელად,თუ მოინახება საქართველოში,დროა განაპირა მცველები ახალგაზრდული ნაკრებებიდან გადმოიყვანონ.ვისაც არ ექნება სათამაშო დრო კლუბებში ან არ გამოიძახონ ან ფიზმომზადების მწვრთნალმა ყველა კონკრეტული მატჩის წინ ტესტები ჩაუტარონ და თუ მზად არ იქნებიან სხვებს მისცენ შანსი.ერთი სიტყვით პრობლემები თავზესაყრელადაა და ამას შრომა,დრო და მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება.ჩვენგან კი თანადგომა,საქმიაად კრიტიკა და სავსე ტრიბუნები(თუნდაც უფერული მატჩების შემდეგ).
tamazi tsomaia
30 მარტი 2016 11:08
0
პირველ ტაიმს არა უშავრდა რა. მეორეში-ყაზახები დაფრინავდნენ, ჩვენები -დაბოდიალობდნენ.რაც შეეხება საშემსრულებლო თვისებებს:1-გაიხსენეთ ყაზაიშვილის " პასი"ერთიერთზე რომ გაჰყავდა,2-კაჭარავა მეკარესთან პირისპირ.იმედი:ნავალოვსკი, კაშია, აბურჯანია,კანკავა,ოქრიაშვილი,ჭანტურია, კვირკველია,ვაწაძე
dato nikoloz.
30 მარტი 2016 10:52
0
კანკავასი გამიკვირდა, რა უაზრო მოკლე გადაცემებს აკეთებდა ცენტრში მაშინ, როცა შეეძლო მოტრიალება და წინ წასვლით თამაშის გამწვავება
ბბ
30 მარტი 2016 10:31
0
ამ უბედურმა მიხვდა რაში გაყო თავი?!
vova
30 მარტი 2016 10:26
0
საღოლ კობი, მაგარი მწფრთნელი გაჩითე, სად ნახეთ ეს კაცი. ვინ სად და რატო დარბოდა ვერ გავიგე
:@
30 მარტი 2016 10:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული