ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან (1:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"მწვრთნელისთვის პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. შედეგით უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, ნაწილმა დავალება შეასრულა, ნაწილმა - ვერა.

ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს. ქართველი ფეხბურთელების დონიდან გამომდინარე, ყაზახეთთან უნდა მოგვეგო.

ლევან მჭედლიძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ის არ ვათამაშეთ. ამიტომ მომიწია ვაკო ყაზაიშვილის თავდასხმაში დაყენება, თუმცა ეს მისთვის იდეალური პოზიცია არ არის.

მინდოდა მეტი
ეთამაშათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ნავალოვსკი საუკეთესო იყო მოედანზე.

კმაყოფილი ვარ ჯაბა კანკავას, გურამ კაშიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი აბურჯანიას თამაშით. აბურჯანიას აქვს პოტენციალი, მაგრამ უფრო სწრაფად უნდა ითამაშოს, თუმცა დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება.

ნუკრი რევიშვილს მივეცი შანსი, რომ ეთამაშა, რადგან კლუბში სათადარიგოთა სკამზე იყო, ხოლო გიორგი ლორიას შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.

მომავალში მეტს ველი ვაკო ყაზაიშვილისა და ნიკა კაჭარავასგან. კაჭარავას ორი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

მე არ ვფიქრობ, რომ ჯანო ანანიძემ ცუდად ითამაშა, ჯანოს ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვს, თუმცა 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. როცა ის 100 პროცენტით მზად იქნება, ნაკრების შეტევა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

რაც შეეხება იმას, რომ კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელებს მივეცით ნაკრებში თამაშის შანსი, მირჩიეთ სხვა ფეხბურთელები, ვინც სტაბილურად თამაშობენ კლუბებში.

ბურთის დაკარგვის შემდეგ ქართველებს ართმევაზე თამაში არ უყვართ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ.

მესამე ადგილი მუნდიალის შესარჩევში არაფერს მოგვცემს. ყოველთვის უფრო მაღალი ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ბევრი რამ ვისწავლე და დასკვნებს გამოვიტან.

ფეხბურთელებს ველაპარაკე და შევეცადე, არ გამეკრიტიკებინა ცხელ გულზე. ვისაც მეტი პონტენცილი აქვს, უფრო მეტი უნდა მისცეს ნაკრებს", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დავუპირისპირდებით.
მკითხველის კომენტარები / 50 /
mec getanxmebit kankavas tamashi gushin arminaxsvs magram uyureb reimsis tamashebs da kankava kankava agaraa,etyoba sportis saxeobis shecvlas apirebs da pexit chxubs apirebs albat..arvici agardarbis tu vegardarbis..
666
30 მარტი 2016 13:11
0
ორი აზრი არაა რომ პირველ თამაშში, მითუმეტეს ძალიან მცირე დრო ჰქონდა დაკვირვებისთვის, ვერაფერს მოსთხოვ ვაისს. თუმცა მისი სამწვრთნელო განსწავლულობა ცუდად წარმოჩინდა ამ პირველ თამაშში. შე კაი კარისკაცო, თუ მჭედლიძე დაგემტვრა ვარჯიშზე, ამის გამო ყაზაიშვილი უნდა დააყენო თავდასხმაში? თან იძახი (აპრიორ იცოდი), რომ ამ პოზიციაზე ვერ თამაშობსო!!! ხომ იყვნენ იქ ვაწაძე, კაჭარავა? გამოგეხვანა და თუ ამ ტაქტიკით თამაშობდი ყაზაიშვილის "დაკარგვას" საერთოდ არ დაგეყენებინა. მეორე ტაიმი საერთოდ ჩააგდეს. ჭანტურიას გაყვანას, ანანიძეს გაყვანა ჯობდა. ჯაბა სუსტი იყო დღეს, ძალიან უაზრო ვარდნებს აკეთებდა. ზოგადად სითამამე აკლიათ, 3ნი გავიდნენ ერთზე და იმდენი მოახერხეს რომ კარშიც ვერ დაარტყეს. იმედია მოხოდავს ვაისი გუნდს, არ მინდა რომ პესიმისტური განწყობა მქონდეს, არადა ცხადაძემ თითქოს ოპტიმიზმი დამიბრუნა
al
30 მარტი 2016 13:01
0
ლობჟანიძე–იყო მეორე ტაიმში ეპიზოდი,როცა ჩაერთო შეტევაში,დაიკარგა ბურთი,წამოვიდა კონტრშეტევა და ლობჟანიძემ შეძლო დაეზღვია კაშია(მეტოქის თავდამსხმელი კაშიას უკვე გასცდა).ძალიან ცუდია სამწუხაროდ შეტევაში,მაგრამ კარგი ფიზიკური მომზადების ხარჯზე ჯერჯერობით ოპონენტებს ჯობს დაცვაში.და ოპონენტებიც არ ბრწყინავენ შეტევაში
ზაზა
30 მარტი 2016 12:49
0
მე კი დარწმუნებული ვიყავი რომ ეს თამაში ფრედ მორჩებოდა, რადგანაც ისეთ დონეზე დავეცით რომ თუ 100 პროცენტით არის მეტოქე დარწმუნებული რომ მოგვიგებს მაშინ თანხმდებიან ჩვენს ნაკრებთან თამაშს თუ არადა ფრეს გარანტია მაინც უნდა ჰქონდეთ და ამიტომაც თამაშობდა ყაზახეთი ასე "ლაღად". ვაი ჩვენს ფეხბურთს ასეთი სიტყვების წერა რომ მიწევს. ტაქტიკა, ტექნიკა, ვაისი, ვუისი. მე ვერა და თქვენ შეამჩნიეთ რამე აზრიანი ფეხბურთელებს თორემ მწვრთნელი რომ ერთ კვირაში სასწაულს ვერ იზამდა მაგას რა კამათი სჭირდება. ჩემი აზრით ბიჭებს პირიქით მწვრთნელისთვის უნდა დაემტკიცებინათ რომ მიუხედავად ყველაფრისა მათ შორის არის რაღაც შეთამაშების მაგვარი მაგრამ მსგავსიც არაფერი ყოფილა.
........
30 მარტი 2016 12:42
0
ბევრს არ მოეწონება,მაგრამ უნდა ავღნიშნო,რომ თუ გვინდა საქართველოს ნაკრებმა ითამაშოს ლაღი,შემტევი,სანახაობრივი ფეხბურთი,მაშინ ნაკრებმა უარი უნდა თქვას როგორც ლობჟანიძეზე,ასევე –კანკავაზე(((შესანიშნავია კანკავა ართმევაში ,დაზღვევაში(ორივე კომპონენტში ლობჟანიძეც კარგია,ყოველ შემთხვევაში კონკურენტებზე),მაგრამ პასი,შეტევის დაწყება ...(((დღეს ფეხბურთელი უნივერსალი უნდა იყოს !ფეხბურთელი კარგი უნდა იყოს ართმევაშიც ,პასიც უნდა გააჩნდეს,დრიბლინგიც,ბურთის ფლობაც უნდა ეხერხებოდეს
იქნებ ვაჩიბერიძე–აბურჯანია ცენტრში...
ზაზა
30 მარტი 2016 12:31
0
სანამ ვაისი მიხვდება,რომ......არ არის მჭედლიძე–გუნდს შეტევა არ აქვს((..დღევანდელი მდგომარეობით–ამ ნაკრების მიერ შეტევის განვითარების პრაქტიკულად ერთადერთი ვარიანტი–მჭედლიძემ შეინარჩუნოს ბურთი,გუნდი ამოიწევა,ვიღაცას დაუგდოს...
ზაზა
30 მარტი 2016 12:29
0
კანკავასთან დაკავშირებით ვეთანხმები ბბ-ს, მოწინააღმდეგის მხარეს არ ტრიალდებოდა რატომღაც, უკან გადაცემებს აკეთებდა და ისიც არცთუ სახარბიელოს.:)
gio
30 მარტი 2016 12:25
0
კაცი ამბობს,ქართველებს ბურთის დაკარგვის მერე ართმევაზე თამაში არ გიყვართო და ასპროცენტიანია,მარტო ფინტები არაფრისმომტანია უნდა ვითამაშოთ პრესინგი რომელსაც ჭირდება კარგი ფიზმომზადება
malxazi
30 მარტი 2016 12:18
0
ართმევაზე თამაში არ უყვართო, მართალია ეს კაცი. და მე დავამატებდი სტანდარტულ სიტუაციებს ვერ ვიყენებთ, დააკვირდით დღევანდელი გუნდების გოლების ნახევარი სტანდარტულებზე მოდის. ლევან მჭედლიძეს და სირაძის ნაერი ცენტრ ფორვარდები გვინდა.
ნეტარ არიან
30 მარტი 2016 12:14
0
tamazi tsomaia-ს. გასაგებია, რომ პირველი თამაში იყო ახალი მწვრთნელისათვის და ბევრს მართლაც ვერ მოსთხოა, მაგრამ თუ მაგ კუთხით მივუდგებით, ყაზახეთს საერთოდ არ ყავს მთავარი მწვრთნელი. ეს ერთი. მეორეც. შე კაი დედმამიშვილო, ფეხბურთელების ფაქტორიც ხომ უნდა გაითვალისწინოთ. რა გააკეთეს ფეხბურთელებმა იმისათვის, რომ უკეთესი თამაში ეჩვენებინათ. ჩემის აზრით გუშინდელ თამაშზე ახალ მწვრთნელს არ უნდა ეხელმძღანელა ნაკრებისათვის. ეს არ იყო მისი თამაში.
კაკო
30 მარტი 2016 12:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული