ლევან კობიაშვილი: ნაკრებისგან უკეთეს ფეხბურთს ველით

AutoSharing Option
გამოუყენებელი მომენტები, გაუმართლებელი იმედები და უკვე მერამდენედ იმედგაცრუებული ქომაგი - ასეთია ყაზახეთთან 29 მარტს გამართული ამხანაგური მატჩის შედეგები.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების თამაშითა და შედეგით უკმაყოფილო დარჩა. აი, რა უთხრა მან "ლელოს":

”არა მგონია, შედეგით ვინმე კმაყოფილი იყოს, რადგან თამაში ვერ მოვიგეთ.

რა თქმა უნდა, იყო ეპიზოდები, რომლებმაც ნასიამოვნები დაგვტოვა. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმსა და მეორის დასაწყისს ეხება. საგოლე მომენტებიც საკმაოდ გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროა, რომ შანსებით ვერ
ვისარგებლეთ და საკუთარ მოედანზე თამაში ვერ მოვიგეთ.

ნაკრებისგან უკეთესი ფეხბურთის მოლოდინში ვართ. საამისოდ, სასურველია, რამდენიმე ფეხბურთელმა თავის კლუბში სისტემატურად ითამაშოს, ფორმაში იყოს და ნაკრებს უფრო მეტად გამოადგეს”.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ეროვნულ ნაკრებში საგანგაშო მდგომარეობაა ასევეა ყველა ასაკობრივ ნაკრებში რაც ეს ფედერაცია მოვიდა აცერთ ასაკობრივ ნაკრებს არ მოუგია ეს ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა მაგრად მჯეროდა მაისურაძის და როგორ დაგვამხო თავზე ელიტრაუნდი ეს მაგის ბრალი ნაღდად არ იყო ეს ელიტრაუნდი მუჯირის ჭუმბურიძის სპორტის მინისტრის შეკრებილი ნაკრებია ეხლა ყიფიანის დრო დადგა აქაც საშინელი მდგომარეობაა ასაკობრივი ნაკრები ყველა საშინლად გამოიყურება ამისთვის მოვიდა ეს ფედერაცია?ერთი თამაში არ მოუგია არცერთ ნაკრებს
gulshematkivari
15:32 27-04-2016
0
პასუხისმგებლობა ქართულ ფეღბურთზე მთლიანად კობიაშვილის ეკისრება.გააგდო რა პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით ცხადაძე. მოიყვანა რუსული სკოლის ჭ კლა სის მწვრთნელი,ეხლა უტიფრად აცხადებს, რომ ნაკრების თამაშით უკმაყოფილოა!
gio,gio
16:46 01-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული