ლევან კობიაშვილი: ნაკრებისგან უკეთეს ფეხბურთს ველით

AutoSharing Option
გამოუყენებელი მომენტები, გაუმართლებელი იმედები და უკვე მერამდენედ იმედგაცრუებული ქომაგი - ასეთია ყაზახეთთან 29 მარტს გამართული ამხანაგური მატჩის შედეგები.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების თამაშითა და შედეგით უკმაყოფილო დარჩა. აი, რა უთხრა მან "ლელოს":

”არა მგონია, შედეგით ვინმე კმაყოფილი იყოს, რადგან თამაში ვერ მოვიგეთ.

რა თქმა უნდა, იყო ეპიზოდები, რომლებმაც ნასიამოვნები დაგვტოვა. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმსა და მეორის დასაწყისს ეხება. საგოლე მომენტებიც საკმაოდ გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროა, რომ შანსებით ვერ
ვისარგებლეთ და საკუთარ მოედანზე თამაში ვერ მოვიგეთ.

ნაკრებისგან უკეთესი ფეხბურთის მოლოდინში ვართ. საამისოდ, სასურველია, რამდენიმე ფეხბურთელმა თავის კლუბში სისტემატურად ითამაშოს, ფორმაში იყოს და ნაკრებს უფრო მეტად გამოადგეს”.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
erti kai jigriani jurnalisti arcertixart??dausvit kitxvebi,konkretuli,gulshirogitrialebt s iskitxvebi...sheyanxmebuli kiara gulidan wamosuli kitxvebi dausvit??an arunda kobiashvils sauketeso kitxvisgamo burti achuwos vinmes?ogond kitxvebi arunda dablokot,ratqmaunda cenzurit
0
შედეგი არ გვექნება მანამ სანამ ეროვნული ჩემპიონატი არ გაძლიერდება, ნაკრებს საბაზისო გუნდი ჭირდება უკრაინამ წარმატებას მიაღწია კიევის დინამოს წყალობით ჩვენთანაც თბილისის დინამო უნდა გაძლიერდეს თორემ ესეთი მოხეტიალე ფეხბურთელებით რომლებიც თავიანთ გუნდებში ძირითადშიც ვერ ხვდებიან შედეგი არასოდეს გვექნება,
nukri
15:16 31-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული