"ვაისის ხელფასი და ჩემი კომპენსაცია იმდენივე გამოდის, რაზეც თანახმა ვიყავი"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ამჟამად ალმათის "ქაირათის" თავკაცმა კახა ცხადაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ პირობებს რომ დათანხმებოდით? რატომ იყო მიუღებელი საბონუსე სისტემა?
- დაითვალონ და ყველა დარწმუნდება, რომ რაც ვაისის ხელფასის სახით და ჩემს კომპენსაციად უნდა გადაიხადონ, იმდენივე თანხა გამოდის, რაზეც თანახმა ვიყავი, მემუშავა!

რაც შეეხება ბონუსურ სისტემას, კიდევ ერთხელ ვამბობ - თავისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს მინიმალური და მაქსიმალური შესაძლებლობები. ამის მიუხედავად, 25%-ის დაკლებაზე
თავად დავთანხმდი. საბოლოო ჯამში, იგივე თანხა გამოდიოდა, რაც ახლა უნდა გადაიხადოს ფედერაციამ. თუმცა ამ თემაზე ბევრჯერ ვილაპარაკე და იმავეს გამეორებას აზრი არა აქვს. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ დაუმსახურებლად, უსამართლოდ მომექცნენ.

- უყურეთ საქართველო-ყაზახეთის ამხანაგურ მატჩს?
- არა. საქართველოში არ ვიყავი... თუმცა ნაკრების ფეხბურთელებს ველაპარაკე. რამდენიმე მათგანმა ამ დღეებშიც დამირეკა და მომილოცა... მათ და საქართველოს ნაკრებს მეც წარმატებას ვუსურვებ!

- წლის დასაწყისში წარმოიდგენდით, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნებოდით?
- არათუ ვერ წარმოვიდგენდი, თუ დამიჯერებთ, ამ ამბის გაგების შემდეგ მთელი ჩემი ოჯახი დეპრესიაში იყო... ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. წლების განმავლობაში მქონდა ძალიან კარგი და სტაბილური სამსახური, მაგრამ დავბრუნდი სამშობლოში, რათა რითიც შემეძლო, დავხმარებოდი ქართულ ფეხბურთს... რა მოვასწარი და რა - ვერა, მეორე საკითხია, მაგრამ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს... და რაც მთავარია, დიდ მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობდი!

ავტორი: რატი შელეგია
ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 65 /
რა ჩქარა ვივიწყებთ ყველაფერს, ესტონეთთან 0:3 წავაგეთ, პოლონეთთან 0:4, რა ცხადაძეარ იყო მაშინ, გაანებოს სხვის ფულების თვლასთავი
დათო
11:37 19-04-2016
0
zaza
ებლად უნდა გამეცა.17 აპრილი 2016 19:34
ქუთაისელს
მგონი სწორედ თქვენ შეეხეთ პოლიტიკას,როცა ცხრა წელს დააბრალეთ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა(მე ხაზი გავუსვი ზუსტად ფეხბურთს,როცა ავღნიშნე რომ 1982წლიდან დაიწყო ქართული ფეხბურთის დეგრადაცია(დეგარდაციის ერთ-ერთი მიზეზი არის საერთო საქმეზე მეტად პირადული ამბიციები სწორედაც რო იმ 9 წლის განმავლობაში მოხდა ფეხბურთის უსწრაფესი დაღმასვლა და პოლიტიკა აქ რაშუაშია მაგრამ თქვენ აძლევთ ამ თემას პოლიტიკურ სარჩულს რადგან ეტყობა კარგად არიცით იცით რახდებოდა ქართულ ფეხბურთში ამ დროს კონკრეტიკა თუ გნებავთ დავიწყებ საგმირო საქმეების ჩამოთვლას რაც მაგ დროს ხდებოდა მაგ ეგრეთწოდებულ ფედერაციაში ფული მიცეს ფეხბურთსო ფული არა ტოროლა როგორც გამოუყვეს ეგ ფული ისევ წაიღეს იმათმა უკან ვინც გამოუყო არა ბიჭო 23მილიონი მე შემიჭამია თურმე არასდროს არ გაუპრავებ არავის უმზგავსო და უზნეო ქცევას ვინცარუნდა იყოს სიმართლე ერთია და მორჩა ორი სიმართლე არ არსებობს აღარაფელს ვამბობ ბოლო პრეზიდენტზე რომელმაც დენთის სუნი იგრძნო და აფხაზეთს შეაფარა თავი.9მილიონი ვალი მემგონი საკმარისია დღეისათვის და თუ გნებავთ კიდე გავაგრძელებ მაგრამ რა აზრიაქ.ისე ადამიანს ველოსიპედის ქურდობისთვის 9 წელს რო მიცემ და 23მილიონის გამფლანგველებს ტაშით დააჯილდოვებ იმ ქვეყანას მომავალი არააქ.ადმინს შევპირდი რო მეტი აღარ შემოვიდოდი მაგრამ ტყუილის ტირაჟირებისთვის პასუხი აუცილ
quTaiseli
10:54 18-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული