საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ანგარიშით 1:3 მარცხდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის ქალაქ ველსში ამხანაგურ შეხვედრას სლოვაკეთის ნაკრებთან მართავს. მიმდინარეობს მეორე ტაიმი, საქართველოს ნაკრები მარცხდება - 1:3

სლოვაკმა ფეხბურთელებმა ანგარიში უკვე მე-5 წუთისთვის გახსნეს. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელსაც 56-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა.

70-ე წუთზე სლოვაკებმა ნუკრი რევიშვილის კარში მესამე გოლი იზეიმეს - საჯარიმო დარტყმით ადამ ზრელაკმა გაიტანა, თუმცა ერთ წუთში გოლი უკვე საპირისპირო კარში გავიდა. ბრწყინვალედ გაისარჯა მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსული ლევან ყენია, რომელმაც ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან, შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ამ
შემადგენლობით თამაშობს: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).

 

 

მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოცხლად მკვდრების ნაკრები!!!!!!!!!!
guro
23:50 27-05-2016
0
ეს ქართული ფეხბურთის ზეიმია მხოლოდ 3-1 სლოვაკეთის დუბლ ნაკრებთან :) იხარეთ ერო, გაწყდი მტერო :)
jango
21:28 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული