საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან ამხანაგურად გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, გოლი კი უკვე მე-5 წუთზე გაუშვა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს - თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.

აქედან ზუსტად ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი. ყენიამ ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან,
შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ 1:3 და აშკარაა, საქართველოს ნაკრების თავკაცს საფიქრალი უხვად აქვს.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.

ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 66 /
სასწრაფოდ მოაშორეთ კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას,ცხადაძე დააბრუნეთ და ნაკრებსაც ეშველება.არავის არ ჭირდება მკითხავებისა და ვითომ სპეციალისტების ნააზრევი.ფაქტია,რომ ცხადაძის დროს ნაკრებმა ფეხბურთის თამაში დაიწყო.
kibo
28 მაისი 2016 19:10
0
თქვენ ის გულშემატკივრები არ ხართ არველაძეს რო ა... ბურთი უნებურად საჯარიმოსკენ რო ჩააბრუნა?! თქვენ იყავით ალბათ კალაძეს რო .... 2 ბურთი რო ჩაჭრა საკუთარ კარში,თქვენვე იქნებოდით თემურას რო ადიდებდით ხორვატიას რო მოვუგეთ და კიდევ რამდენი ასეთი მაგალითი?! თქვენნაირი ვაი გულშემატკივარი ვერასდროს ვერ გაძღება,ვინც არ უნდა მოვიდეს (ყველას არ ეხება) ! ეს არის გაცნობითი ხასიათის მატჩები,ერთ და ორ წელიწადში გუნდი რომელსაც ნაკრები ჰქვია ვერ აეწყობა.. ცხადაძეს ცუდად მოექცნენ კი! მაგრამ ეგ ხომ უკვე წარსულია,ნუ მისტირით,რაც გვყავს ეს გვყავს,ამით უნდა გავიდეთ ფონს. საღად ვიაზროვნოთ,გამოსცადოს ვინც სად უნდა,ნახოს,ეს ხიმ ამხანაგურებია,წააგოს კიდეც,ოღონდ ბრძოლაში... დავიჯეროთ ჩვენი ბიჭების! ვინც არ ივარგებს,აღარ ითამაშებს... მოთმინება!
luk
28 მაისი 2016 16:56
0
Zaza-ს კომენტარს იზიარებს ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი,ვისაც პირადი ინტერესი არა აქვს!
გია
28 მაისი 2016 16:47
0
რა გინდათ ამხანგური თამაში წავგეტ სლოვაკეთან 3-1 პირველი ტაიმი საზიგრად ვითამაშეთ 2ტაიმში მოვუმატეტ და რაგარაც უნდა შეგვეცვალა მაგრამ კიდევ გოლი მივიღეთ ცენტრში არავინ გვყავდა კვეკვესკირის გრადა და ცენტრი ჩავგდეთ კანკავა რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა.მართალი სლოვაკეთს '"მეორე გუნდი ყავდა"მაგრამ მა გუნდიდა 4 ფეხბურთელი ვერ წავა საფრანგეთსი და ადვილად არფერსაც არ დაგვითმობდენ.ცუდი თამში იყო მაგრამ დარწმუნებული ვარ შესარჩევზე ძალიან კარგათ გამოვლათ და ახმანგარები არა იმისთვის რომ შედეგი დადო აქ ფეხბურთელები უნდა მსოინჯო და გამოჩნდა რომ ლობჯანიძეს შემვცელი არ გვყავს და კანკავა რომ წავა მანდაც გაგვიჭირდება.ნუ ლანზღავთ ამხანგურის გამო მწვრთნელს და ფეხბურთელებს შესარცევუი არსებობს ამისთვის და ყველაფერი ავსტრიასთან შეხვედრაში გამოჩნდება თუ რისი მაქნისია ვაისი და ჩევნი ნაკრები
baiern
28 მაისი 2016 15:18
0
ღრმად პატივცემულო და ბატონო თავადო,მეც დიდ სიმპატიებს გიდასტურებთ და ძალიან ვაფასებ თქვენს აზრებს,მიხარია,რომ სწორ გზას ადგიხართ,მეც,რომ თქვენსავით ახალგაზრდა ვიყო უკან არც კი მოვიხედავდი ისე დავტოვებდი აქაურობას,მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის უკვე გვიანაა,მე ძველი გულშემატკივარი ვარ და ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი სპორტის ისტორია და უპირველეს ყოვლისა ფეხბურთი,მისი უდიდესებულება ფეხბურთი არის ნომერ პირველი სპორტი და მისი თუნდაც რომელიმე სპორტის სახეობასთან შედარება არის უგნურება და არაფლის ცოდნა,დღევანდელი საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა საბჭოთა კავშირის დროინდელ მე-2 ლიგის გუნდებისგან შედგენილ ნაკრებთან,იმ დროს მე-2 ლიგაში 8-9 საქართველოს გუნდი იღებდა მონაწილეობას,მე არ ვამბობ,რომ წინა სფფ და მისი მართველები ვარსკვლავებს წყვეტდნენ მეთქი,მაგრამ რაც დღეს საქართველოში გაკეთებულია და მათ შორის ინფრასტრუქურა ყველაფერი მათი გაკეთებულია,ჯერ ამ დღევანდელ სასტავს არაფერი არ გაუკეთებია,ხოლო შეცდომები ბლომად დაუშვა,მათ შორის საქართველოს ეროვნული გუნდის მიმართებაში,მე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ არჩევანი,რომელსაც გააკეთებ წინაზე უკეთესი უნდა იყვეს,სხვანაირად არაფერს აზრი არააქვს,ასვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ პოლიტიკა სპორტზე დიდ გავლენას ახდენს,როცა გყავდა ბოთე პრემიერი,(არც დღევანდელია ჭკუის კოლოფი)და ბოღმიანი ვიცეპრემიერები და შურისმაძიებელი მთავრობა, პარლამენტის უმრავლესობა,და ასევე "წითელი"ინტელიგენცია,რომელსაც საკუთარი თავის გარდა არაფერი არ ადარდებს,მაშინ რაზეა საუბარი,ამას ყველაფერს მოაქვს ის მდგომარეობა,რაშიც ვართ.ბოლოს:გადახედეთ კომენტარებს,ახლა არ მინდა პირადულზე გადასვლა,ეს ჩემი სტილი არ არის,მაგრამ მაინც მინდა ავღნიშნო,რომ ეს ხალხი,ყველა არა,რომელიც აქ კომენტარებს წერენ არიან ბოღმიანები,შურისმაძიებლები და რაც მთავარია ფეხბურთის არმცოდნენი,აი ასეთი ხალხია დღეს წამოწეული,აი ასეთი ხალხი უჭერს დღეს მხარს კობიაშვილს და არაფლის მაქნისს მუჯირს,მაგრამ იმედს ვიტოვემ,რომ ოქტომბერში ამ მარაზმს დაესმება წერტილი და დაიწყება აღმავლობა,წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპულია ჩვენი ქვეყანა.
roma
28 მაისი 2016 13:45
0
განაპირა მცველების ასე "უპრაკონოდ" წინ სირბილი არაფრით არ შეიძლება... ყენიამ კი, კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი კლასი და, რომ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ქვილითაია და დვალი კარგები იყვნენ. ყაზაიშვილს და ოქრიაშვილს გადაღლა ეტყობოდათ...
tngh
28 მაისი 2016 13:40
0
როგორ ვერ გებულობთ, ფეხბურთი საქართველოში დიდი ხანია არ არსებობს, ფულის გატეტრების საშუალებაა...
xxx
28 მაისი 2016 13:14
0
სანამ უნდა ვთქვათ შავზე თეთრი არც მგონია რომ ისე პატარა ასაკის იყო რომ პირველაშშ გეყურებიოს ამათი წვალება ყველა ზეპირად იცის უკვე ამათი ტაქტიკა. მწვრთნელიც რომ არ გყავდეს ისე მაინც უნდა ითამაშო რომ ყაზახეთისგანაც პრობლემები არ უნდა ჰქონდეს მითუმეტეს რომ არ ყავს ყაზახეთს თუნდაც ვიტესის მსგავს გუნდში მოთამაშე ფეხბურთელები და კიდე წინა კომენტატორის ავტორს ეს ევროპის მონაწილე სლოვაკეთის დუბლ შემადგენლობა იყო და არა ის სლოვაკეთი როელსაც რამდენიმე დღის მერე ტელევიზორში იხილავს მაყურებელი
jimis da aueee s
28 მაისი 2016 12:55
0
ცხადაძის წაგებული ესტონეთთან 3:0 მშვენივრად მოინელეთ და ევრო2016-ის მონაწილე სლოვაკეთთან 3:1 გიტყდებათ )))))ერთი ის თუ ქართველი მწვრნელი იყო და მეორე ეს კვალიფიკაცია არცერთს არ უვარგა ..ეგ ფულს მაინც არ ითხოვს იმდენს....და მართალი იყო ქეცბა ესენი არ არიან ფეხბურთელები 3-4 კაცის გარდა ესენი არამ თუ მაშინდელ დინამო თბილისში არამედ სსრკ-ს ||ლიგის სოხუმის ან ბათუმის დინამოში ვერ მოხვდებონენ...ესენი არიან მაშინდელი საქართველოს პირველობის (და არა ჩემპიონატის
Auee
28 მაისი 2016 11:45
0
კომენტარებს გადავხედე და თამაშის გაანალიზების გარდა ყველაფერია, მოდი ორი სიტყვა თამაშზე და შეცდომებზე ვთქვათ:
1. პირველი რაც მინდა ვთქვა ზოგადად ცუდი განწყობით იყვნენ ბიჭები ჩემი აზრით, თავიდანვე მოტივაცია არ ეტყობოდათ, რაღაც ზანტები და დაბნეულები ჩანდნენ, მობილიზება და კონცენტრაცია აკლდათ, რისი დამსახურებაც იყო პირველი გოლი, ასეთი დაბნეული კვირკველია არ მინახავს რატო არ დაუფარა დარტყმის მომენტში გაუგებარია. ან ნავალოვსკიმ რა "პადკატი" გააკეთა რაღაცა მოუქნელი აი თან რო გინდა და თან რომ არა ეგეთი. პრინციპში ეს ორი ფეხბურთელი როგორც წესი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და ნამდვილად საწყენია მაგათგან, თორე ახალწვეულები რომ ყოფილიყვნენ იგივე დვალი ან აბურჯანია ან ახლებიდან რომელიმე, გამოუცდელობას დავაბრალებდით.
2.ორთაბრძოლებზე ვაისი რათქმა უნდა 100% იანია, მეორე გოლის შემთხვევაში, წააგო ამისულაშვილმა და გაიტანა ისევ იმ სლოვაკმა. კაკაბაძესაც სუსტი პოზიცია ჰქონდა და მარტივად ჩააწოდებინა.
3. მესამე გოლი იყო მეკარის, რომლის საიმედოობაში ეჭვი არ მეპარებოდა ხოლმე და ძალიან საწყენია ასეთი მარტივი და უხეში შეცდომა.
ყოჩაღ ყენია, ქვილითაია და დვალი, არ შეიძლება ეს ბიჭები არ შევაქოთ, მონდომებულები არიან ადგილის დასაკავებლად ნაკრებში და სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას!
კიდევ იმის თქმა მინდა რომ იღბალიც კაი საქონელია რა 4 დარტყმიდან 3 გოლი გაგვივიდა.
და ბოლოს ბიჭებს მინდა ვუთხრა: თქვენ თაობას ნამდვილად აქვს იმის უნარი რომ უსახელოდ არ დაიკარგოთ და საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ჩაწეროთ რომ პირველად შესარჩევი ეტაპი გადალახა საქართველოს ნაკრებმა!
ჯიმი
28 მაისი 2016 11:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული