15:25 01-06-2016
საქართველოს ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა [VIDEO]
AutoSharing Option
ეროვნულ გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს ტარაგონას "ხიმნასტიკის" 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელიც სეგუნდა დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების გამო გუნდს სლოვაკეთთან თამაშის შემდეგ შეუერთდა.
ავსტრიაში გამართულ დასკვნით ვარჯიშებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.
საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ვენიდან ბუქარესტში გაემგზავრება. მსოფლიო რეიტინგის მეცხრამეტე ნაკრებთან შეხვედრამდე კი ბოლო ვარჯიშს ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე 2 ივნისს ჩაატარებს.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში მონაწილე რუმინეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური თამაში 3 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
რუმინეთში საქართველოს ნაკრები 24-კაციანი შემადგენლობით მიემგზავრება.
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესკიშეჰირსპორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია).
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მცველები - ლობჟანიძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი.
ნახევარდაცვა - კვეკვესკირი, კანკავა, ყენია, ოქრიაშვილი.
შემტევი ხაზი - ჭანტურია, ქვილითაია.