გურამ კაშია: მაქსიმუმი უნდა მივიღოთ ამ შეკრებიდან

AutoSharing Option
დღეს, 3 ივნისს, ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპული შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისის დროით 22:00 საათზე კონტინენტის პირველობის მონაწილე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

რუმინეთი VS საქართველო - ვინ იქნება ჯარისკაცი და ვინ გენერალი?
ვლადიმირ ვაისი: ყველასთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ

მატჩის წინა დღეს ბუქარეტში გამართული ვარჯიშის შემდეგ სფფ-ის ოფიციალური გვერდისთვის კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა:

"კარგია, რომ საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს, რადგან მწვრთნელს ეძლევა საშუალება, ნახოს ფეხბურთელები და შეარჩიოს ისინი მომავალი
საკვალიფიკაციო ციკლისთვის. ალბათ, ყველა ფეხბურთელს მიეცემა თამაშის შესაძლებლობა.

ორი კვირაა ერთად ვართ. საკმაოდ კარგი მეტოქეები გვყავს, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები. კარგი იქნება, თავი გამოვიჩინოთ თითოეულ შეხვედრაში. ამიტომ მაქსიმუმი უნდა მივიღოთ ამ შეკრებიდან.

კარგი თაობა მოდის და ამ თაობით შეიძლება კარგი შედეგის მიღწევა. სწორედ ასეთ თამაშებში უნდა დაანახონ საკუთარი თავი მწვრთნელს ფეხბურთელებმა".

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
Sad iyo da spirtall.ge ro aketebs gulshematkivris shekitxvebs mand dausves da mand. Upasuxa zustad orazrovnad, da ufo vitesisken iyo tuarada dados eg interviu adminma da gadaikitxe
Kitxva dausvi
17:30 03-06-2016
0
სანამ მაგის ოფიციალურ სტატიას ინტერვიუ მანახე ერთი მაგას რო ამბობს მე არსად გამიგია და არ ვიცი საიდან მოგაქვს ეგ ინფორმაცია პროვოკატორი ხარ მგონი შენ )))
sdfs
13:37 03-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული