რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]
"არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა?! რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ან როგორ შეიძლება, რომ კმაყოფილი ვიყო? ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ამდენი წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დემორალიზება არ მოხდეს.
წაგებით ყველა აგებს, მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია? წააგო ახალგაზრდულმა ნაკრებმა, მაგრამ წააგო ბრძოლაში, ჩამორჩა ანგარიშში, გაათანაბრა, ისევ ჩამორჩა, ისევ გაათანაბრა...
ფაქტია, რაღაც ისე ვერ არის ნაკრებში, მწვრთნელიც ადაპტაციის პროცესშია.
საქართველოს ნაკრებში ზოგი ფეხბურთელი ვარჯიშზე რომ კარგია, თამაშის დროს ვეღარ არის ისეთი, ან პირიქით...
ერთ რამეზეც უნდა ვთქვა: ასაკობრივ ნაკრებებში მოხდა მწვრთნელების გადაადგილებები, შედეგები კი გაუარესდა. ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს ხელთ, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა.
ადრე სულ გვიკიჟინებდნენ, რა გააწყალეთ გული ამ ასაკობრივი ნაკრებებითო! კი ბატონო, ეროვნულ ნაკრებში მაშინ მხოლოდ ეპიზოდური გამონათებები იყო, მაგრამ ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ხომ მაინც იყო შედეგი?!" - გვითხრა არჩილ არველაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არ დაბლოკოთ!