მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, გოლი ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. მე-40 წუთზე, ვაკო ყაზაიშვილის მიერ წამოწყებული კონტშეტევის შემდეგ, ჯაბა ჯიღაური მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და თორნიკე ოქრიაშვილს საგოლედ უპასა. ამ უკანასკნელს ბურთის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა არ გასჭირვებია.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ნავალოვსკი, ამისულაშვილი, კვერკველია, კაშია, აბურჯანია, ოქრიაშვილი, ჯიღაური, ყაზაიშვილი, დვალიშვილი.