ნუკრი რევიშვილს მადრიდში ოპერაცია გაუკეთეს და სახეში ფირფიტა ჩაუდგეს

AutoSharing Option
ხეტაფეში, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის 55-ე წუთზე ჩვენი გუნდის მეკარე ნუკრი რევიშვილი შესაცვლელი შეიქნა - კარიდან გამოსული სერხიო ბუსკეტსს შეეჯახა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს უკანასკნელიც დაშავდა, თუმცა - შედარებით მსუბუქად. "ბარსელონას" ნახევარმცველი მალე ფეხზე წამოდგა და თამაში გააგრძელა, რევიშვილმა კი... ტვინის შერყევა მიიღო, ყბა გაუტყდა და მოგვიანებით მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა - მას სახეში ფირფიტა ჩაუდგეს, მერე კი რეაბილიტაციისთვის გერმანიაში მოუწევს გამგზავრება...

ამ ყველაფერთან ერთად ისიც სამწუხაროა, რომ ტრავმა რევიშვილს სატრანსფერო გეგმებს აურევს.

მისი გუნდი, სარანსკის "მორდოვია",
რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა. 29 წლის მეკარე პირველ ლიგაში თამაშს არ აპირებდა. მას ხელს ისიც უწყობდა, რომ საინტერესო წინადადებები ჰქონდა რუსეთის პრემიერლიგის კლუბებისგან. ახლა კი ძნელი სათქმელია, როდის მომჯობინდება და როდის განაახლებს ვარჯიშს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს ლუკა_ს რო მყავდეს ეხლა შუაზე გავხეტქავ შენ ვინ გკიტხავს ვის რამდენი აქ შე კვერცხ უჯრედო,ვალდებული იყო და გადაუხადა.ნაკრებსჰი მოუვიდა და იმიტო,და არა სახლში დაემართა ეს ყველაფერი.
maxito
23:15 06-08-2016
0
ეს ლუკა_ს რო მყავდეს ეხლა შუაზე გავხეტქავ ამ .... შენ ვინ გკიტხავს ვის რამდენი აქ შე კვერცხ უჯრედო,ვალდებული იყო და გადაუხადა.ნაკრებსჰი მოუვიდა და იმიტო,და არა სახლში დაემართა ეს ყველაფერი.
maxito
23:13 06-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული