კოკე: სამხრეთ კორეას 6 გოლი გავუტანეთ, საქართველოს - ვერცერთი...

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კოკემ ჟურნალისტებთან ევროპის ჩემპიონატზე მისი გუნდის შანსებზე ისაუბრა და საქართველოსთან განცდილი მარცხიც გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ ბოლო ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრებთან გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

"რამდენიმე დღის წინ სამწუხარო მარცხი განვიცადეთ ქართველებთან, მაგრამ ამით ისეთი არაფერი მომხდარა. ჩვენ ისევ ისეთი ძლიერები ვართ. გუნდში კვლავაც საოცარი ატმოსფეროა და ველით პირველ მატჩს.

საქართველოს ნაკრებთან უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ბევრი
ფეხბურთელი გვყავს, ვისაც გოლის გატანა შეუძლია. სამხრეთ კორეას 6 გოლი გავუტანეთ, საქართველოს - ვერცერთი. ვიმედოვნებ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე არ დავმარცხდეთ", - განაცხადა ესპანელმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დელ ბოსკემ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა როცა არ წაიყვანა ძალიან მაგარ ფორმაში მყოფი ტტორესი და ასევე კოშტაც,ინანებთ ამ შეცდომას
0
ტორესი არ გკავთ. ხუტეული სანატრელი გაგიხდებატ ესპანელებო
vaxo
18:48 10-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული