გურამ კაშია: ესპანეთთან მატჩი 12-რაუნდიან კრივს ჰგავდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, ესპანეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ ჰოლანდიურ elfvoetbal-ს ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით ემოციები გაუზიარა.

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

"ეს საუკეთესო ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩიც სწორედ ეს იყო. ესპანეთთან თამაში 12 რაუნდიდან შემდგარ კრივს ჰგავდა. ზუსტად ისე უნდა ვიბრძოდეთ ყველა თამაშში, როგორც ამას მუჰამედ ალი აკეთებდა...

არასდროს მირბენია იმდენი, რამდენიც ესპანეთთან ვირბინე. ეს ყველაფერი სტატისტიკაშიც აისახა - 12,5 კილომეტრი გავირბინე მაშინ, როცა "ვიტესში" საშუალოდ 10
კილომეტრს დავრბივარ-ხოლმე. თუნდაც, სეზონის ბოლო მატჩში...

მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მეტოქე გვიტევდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გოლი ვერ გაგვიტანეს, შემდეგ იყო მსაჯის სასტვენი და... შოკში ვიყავით, თავიდან არც გვჯეროდა ამისი, რამდენიმე წუთში კი გაისმა საუბრები: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ მისსავე ქვეყანაში"...

ახლაც ძალიან ამაყი ვარ. მთელი ქვეყანა ამაყობს ჩვენით. თამაშის შემდეგ გამარჯვება აღვნიშნეთ. გიორგი ჭანტურია სადღაც გაქრა, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა, ჰა-ჰა...

მართალია, ესპანელებმა ჩვენთან წააგეს და ეს ანგარიში ჩვენთვის უნიკალურია, მაგრამ ისინი, თავისთავად, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად რჩებიან. ანდრეს ინიესტას პირისპირ მომიწია თამაში და ამ ადამიანს ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მთელ გუნდს, ზოგადად, ძალიან მაღალი კლასი აქვს...", - განაცხადა ქართველმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
უზომოდ გაგვახარეთ, როდესაც ქებას იმსახურებთ მაშინ მართლაც გმირები ხართ ,
ასეთი დიდი გამარჯვებას ვითხოვთ წელიწადში მინიმუმ სამჯერ
ფიოლა
11:44 12-06-2016
0
გურამ კარგია რომ აგიარებ რაც უკვე ყველამ ვიცით და ვხედავთ. რომ თქვენ ყველა თამაშს ასე თავდადებით არ თამაშობთ. რატომ იცი? საკმარისი მოტივაცია არ გაქვთ საშუალო დონის გუნდებთან. დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათ. და პირველ რიგში ჰიმნი კაცურად იმგერეთ რა, შეხედეთ იგლისიელებს გერმანელებს, თუ გინდა რუსებს ყველა რა კარგად და კაცურად თავაწეული მგერის ქვეყნის ჰიმნს.
vato
02:08 12-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული