სირცხვილისგან სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი... დევდარიანი საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბოლო ამხანაგური მატჩებისა და მსოფლიოს შესარჩევში მის მეტოქეთა ევრო 2016-ზე გამოსვლის შეფასება ვთხოვეთ გიორგი დევდარიანს, ვისაც არაერთი ქართული კლუბი თუ ასაკობრივი ნაკრები წარმატებით გაუწვრთნია. დევდარიანთან საუბარი საინტერესო იმადაცაა, რომ საქართველოს ნაკრების დღევანდელი ბირთვის რამდენიმე ფეხბურთელს სწორედ მის ხელში გაუვლია. ისინი დღეს უცხოურ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ მათგან მაინც მეტს ველით...

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]
- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

ავსტრია მოუმატებს
- ირლანდიის ნაკრების თამაში მომეწონა. ძალიან
მობილიზებული, მებრძოლი გუნდია და ვერც იმას ვიტყვი, რომ ფონს მხოლოდ ჩაწოდებებით გადის. განსაკუთრებით მომეწონა ჰულაჰანი, რომელიც გუნდის ნამდვილ ლიდერად წარმოჩინდა...

უელსმა მოუგო სლოვაკეთს და ეს პატარა ამბავი არ არის. თანაც, უელსს დებიუტი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, კარგად ითამაშა გარეთ ბეილმა და გოლიც გაიტანა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ უელსი მხოლოდ ბეილი არ არის და ამ გუნდს შეუძლია გააზრებული ფეხბურთის თამაში...

ავსტრიამ კი წააგო უნგრეთთან, მაგრამ, ჩემი აზრით, მარსელ კოლერის გუნდი მოუმატებს. ეს იყო პირველი სერიოზული ტურნირი ავსტრიის ნაკრების ამ თაობისთვის და, როგორც ჩანს, ამან დაასვა დაღი მათ თამაშს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ავსტრია დომინანტური, კომბინაციური ფეხბურთის თამაშს ცდილობს. აქვე დავრწმუნდით იმაშიც, რომ ამ გუნდს გარკვეული პრობლემებიც აქვს დაცვაში.

რატომ მხოლოდ გრანდებთან?
- რა თქმა უნდა, ვუყურე საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებს. მერე გავაკეთე ანალიზი. მრჩება შეგრძნება, რომ საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელი მაშინ უკეთებს საკუთარ თავს მობილიზებას და მაშინ იხარჯება ბოლომდე, როცა გრანდს ეთამაშება...

საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის, რა გააკეთა, როგორ მოემზადა ესპანეთთან თამაშისთვის. ზუსტად ისე უნდა მოვემზადოთ და ვითამაშოთ ყველა მატჩში, როგორც ამ შეხვედრაში ვითამაშეთ...

ვიყავით კომპაქტურები, მიზანსწრაფულები... ვიცოდით, რა გვინდოდა. სხვა დროს და სხვა მეტოქესთან მეტს შევუტევთ. ესპანეთია და არ გაძლევს სხვანაირად თამაშის საშუალებას...

ახლა ყველგან ისმის ლოგიკური კითხვა - რატომ არ იყო ასეთი მომზადება და მოტივაცია სლოვაკეთთან და რუმინეთთან შეხვედრებში? მე მგონია და, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ, როცა შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით გადიხარ მინდორზე, მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს...

მთავარი პრობლემა
- საქართველოს ნაკრების მთავარ პრობლემაზე მეკითხებით და პირდაპირ გიპასუხებთ - ეს არის ფეხბურთელის საქმისადმი დამოკიდებულება. არ უნდა გჭირდებოდეს ამხელა ობსტრუქცია იმისთვის, რომ გამოხვიდე და ესპანეთთან აჩვენო რეალურად, რაც შეგიძლია...

გულშემატკივარმა, პრესამ... ყველამ, კრიტიკა არ დააკლო ნაკრებს. ხანდახან ისეთს წავიკითხავდი და მოვისმენდი, ამხელა კაცი სირცხვილისგან სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი...

მე არ ვყოფილვარ იმ თამაშების უშუალო მონაწილე, მაგრამ ქართული ფეხბურთის, ამ სისტემის ნაწილი ხომ ვარ? გულშემატკივარი მართალია - მას უნდა შედეგი, საკუთარი გუნდის გამარჯვება.

არავის უნდა დასჭირდეს საქართველოში, საფეხბურთო ქვეყანაში იმის ყვირილი, რომ ფეხბურთი აკრძალონ. ერთიცაა: ჩვენ სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებიდან, სწორად უნდა მივიღოთ ის.

როგორ უნდა მივიღოთ ესპანეთთან გამარჯვება?
- არაფერი დიდი ფილოსოფია არ უნდა ამას: უნდა მივიღოთ ისე, როგორც ძალიან სასიხარულო მოვლენა, მაგრამ არ უნდა ჩავვარდეთ ეიფორიაში. ამას გარდა, უნდა ვირწმუნოთ, რომ თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეიძლება...

პროფესიონალიზმის ნაკლებობა ახსენეთ და საქმისადმი დამოკიდებულებაზე რომ ვისაუბრე, სწორედ ამას ვგულისხმობდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთელი აკეთებს იმას,რასაც მწვრთნელები ასწავლიან და ცუდი თამაშის შემდეგ ფეხბურთელის კრიტიკის ნაცვლად იმ მწვრთნელების სია მოგვაწოდეთ, რომლებსაც მიუძღვით "წვლილი" მოცემული ფეხბურთელების მომზადებაში.

დანარჩენს გულშემატკივრები მივხედავთ!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
13:33 20-06-2016
0
ასეთი კომენტარის გაკეტების უფლება მაურინიოს არ აქვს როგორი ტაქტიანი ხარ ტრენერიც ისეთი .....
ბალახვანი
12:50 20-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული