[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ გვჭირდება რენე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში უცხოელი ფეხბურთელის შესაძლო გამოჩენას ზოგიერთი მტკივნეულად ხვდება. წესით, ეროვნული ნაკრები იმის ნაკრებია, რომ იქ მხოლოდ იმ ეროვნების წარმომადგენელმა ითამაშოს, რომლის ღირსებასა და პრესტიჟსაც ეს ნაკრები იცავს.

რა თქმა უნდა, მარტო ქართველებს რომ გაგვეკვალა ეს ბილიკი, მარტო ჩვენ რომ მოვქცეულიყავით ასე, ხმას არ გავიღებდით, მაგრამ რას ვიზამთ? ჩვენ ხომ ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს? საკუთარ ნაჭუჭში ხომ არ ჩავიკეტებით?..

...როცა ფეხბურთელის ნატურალიზებას მიმართავენ, ისეთი მეგასაფეხბურთო ქვეყნები, როგორებიც არიან ესპანეთი და იტალია, შენც დაფიქრდები - როგორ შეიძლება შენი ეროვნული გუნდი
იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის?

რა თქმა უნდა, სანაკრებოდ ლეგიონერი უნდა შეირჩეს უაღრესად დიდი დაკვირვებით. ის უნდა იყოს მაღალი სათამაშო კლასის ფეხბურთელი და, ამასთან ერთად, უნდა თამაშობდეს იმ პოზიციაზე, რომელიც ამა თუ იმ გუნდისა თუ ნაკრებისთვის პრობლემატურია...

დღეს რენე ფერეირა დოს სანტოსზე ვისაუბრებთ. ის ცენტრალური მცველია. მას აშკარად აქვს სათამაშო კლასი. ვფიქრობთ, შორს არ არის ის დრო, როცა ბრაზილიელი იმაზე უკეთეს ჩემპიონატში მოსინჯავს ძალას, ვიდრე ქართული უმაღლესი ლიგაა. არადა, რენეს აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი...

რაში გვჭირდება ბრაზილიელი მცველი, ვინც თავის დროზე "ზესტაფონმა" ჩამოიყვანა საქართველოში, ახლა კი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერია? საქართველოს ჰყავს რამდენიმე კვალიფიციური ცენტრალური მცველი. კიდევ კარგა ხანს ითამაშებენ ნაკრებში საბა კვირკველია და ლაშა დვალი. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ მცველად თამაში გურამ კაშიასაც შეუძლია...

სამაგიეროდ, დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატის კარს მომდგარი შესარჩევი ციკლის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს ალეკო ამისულაშვილი და მას აუცილებლად დასჭირდება კვალიფიციური შემცვლელი. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ფეხბურთელის ნატურალიზება თუნდაც იმიტომ მიგვაჩნია საშურ საქმედ, რომ ნაკრებში ამ პოზიციაზე კონკურენციამ მოიმატოს.

ცოდვა გამხელილი სჯობს - შესაბამისი კანდიდატურები არ ჩანს, თორემ ფეხბურთელის ნატურალიზებაზე უარს არც თავდასხმის და ნახევარდაცვის ხაზში ვიტყოდით. განა, საქართველოს ნაკრებს აწყენდა გამოკვეთილი მეგოლე-თავდამსხმელი, რომელიც შანსებს მაქსიმალურად ყაირათიანად გამოიყენებდა?

...ისევ რენეზე. რა თქმა უნდა, რაოდენ მაღალი კლასისაც უნდა იყოს ფეხბურთელი, ყველა შემთხვევაში არ გაგიჩნდება სურვილი, რომ ის შენი ქვეყნის სანაკრებო ფერხულში ჩააბა. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი კარგად შეეგუა საქართველოს, შეიძინა უამრავი მეგობარი, ქართული ენაც ისწავლა...

ახლა გავარჩიოთ, რა შეიძლება მოხდეს რენეს შემთხვევაში. ის ახლა 24 წლისაა. თავის დროზე, როცა 2013 წელს ის "ზესტაფონში" გამოჩნდა, მაშინ დიდი რყევები იყო ამ გუნდში. ეროვნული ჩემპიონატის პირველივე ტურში "ზესტაფონი" თბილისის "დინამოს" შეხვდა.

ის თამაში სახელდახელოდ შეკრულმა "ზესტაფონმა" ძალიან კარგად ითამაშა და გამოკვეთილ ფავორიტთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. კარგად ითამაშა რენემაც, თანაც, არა ცენტრალური მცველის, არამედ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მაშინ რა ვიცოდით, რომ ეს მისი ოპტიმალური პოზიცია სულაც არ იყო.

მერე და მერე ეს ოპტიმალური ამპლუაც გამოიკვეთა. ბრაზილიელის თამაშში არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებინებს, რომ ის აშკარად გამოსაყენებელი კაცია - რენე თამაშიდან თამაშამდე უმატებს. არ გვინდა, ისე მოხდეს, რომ ის კარგ ჩემპიონატში, კარგ გუნდში გადავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვახსენდეს, რომ რენეს ქართული დროშის ქვეშ ჩაყენება შეგვეძლო...

კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს ბრაზილიელი თანახმა იყო, ეთამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. იმედია, ახლა სიტუაცია არ შეიცვლება. მთავარი კი მაინც ისაა, რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული გუნდის დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი.

ჩვენი აზრი ასეთია და საინტერესო იქნებოდა სლოვაკი დამრიგებლის მოსაზრებაც. ვაისთან სათქმელ-სალაპარაკო ბლომად დაგროვდა და იმედია, მალე ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას გასცემს პასუხს...

შეგნებულად აღარ ჩამოვთვლით იმ ნაკრებებს, ნატურალიზებული ფეხბურთელის სამსახურით რომ სარგებლობენ. დავწერთ მხოლოდ ერთს - დღეს ყველა გზა მართებულად მიგვაჩნია, რომელიც ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს.

სათაკილო კი ნატურალიზებაში არაფერია, ყოველ შემთხვევაში, დღეს, როცა გლობალიზაციამ ფეხბურთშიც გვარიანად შეაღწია. ისეთი ქვეყნებიც კი მიდიან ამ გზით, რომლებიც საფეხბურთო სიამაყისა თუ თავმოყვარეობის მხრივ ჩვენზე მეტნი თუ არა, ნაკლებნი არ არიან...

P.S. თემა დაიწერა თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩამდე, რომელშიც რენე ფერეირა შეიძლება ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ფეხბურთელის ავ-კარგზე ერთი თამაშით არ უნდა ვიმსჯელოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ არის საჭირო ეროვნულგაიგეთ ეროვნულ და არა ევროპულ ნაკრებშI,მესიც,რომ იყოს თანახმა არ მინდა ბატონო ის საქართველოს მაკრებშI,გაიგეთ ტვინ გამხმარებო,რომ ნაკრები უნდა იყოს წმინდა ქართული
otari
19 აგვისტო 2016 08:09
1
მე ვთვლი რომ რენემ უნდა ითამაშოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.ყველას თავისი მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით.არ იქნება ურიგო
ჯვარშე
15 აგვისტო 2016 16:32
0
მე პირადათ ვფიქრობ რო აუცილებელია ეს ბიჭი ქართველი გახდეს ეს საჭიროებიდან გამომდინარეც აუცილებელია
არ უნდა დავუშვათ ესეთი კარგი შანსის დაკარგვა არავინ იცის რენე რა დონეზე ავა
რაც შეეხება მისი შესაძლებლობებს
მე პირადათ ვთვლი რო ძალიან კარგი მცველია მაგრამ ბევრი პრობლემები აქვს თამაშის ხარისხის მხრივ
ეხლა კეთდება ბევრ კომენტარი რო ის ზლიერია ლიდერია და ა.შ. არადა მას აქვს ის მინუსები რაც საბოლოოდ ფასს უკარგავს მას როგორც მოთამაშეს
მაგალითად ვთქვათ ის რო პოზიციურად ზლიერია მაგრამ სწორად ვერ ირჩევს და ვერ აკონტროლებს იმ ზონას რაც საჭიროა
კარგავვს თავსი ზონას და ასევე აშკარად ახასიათებს გაუგებარი მოქმედებები გაუაზრებელი რომელსაც პრობლემები მოჰყვება ხოლმე
საერთოში ეს ყველაფერი შესაძლებელია გამოსწორდეს სწორი მიდგომის პირობებში მაგრმა ჩვენთან სწორი მიდგომა არ არსებობს
რენე არი კარგი ბიჭი მაგრმა ჯერ ძალიან ბევრი უკლია რო ძალიან კარგი რო იყოს
მაგრამ აუცილებელია ის გავინაღდოთ იმიტო რო საჭიროა არ დაიკარგოს ის ვისაც განვითარების შანსი აქვს სხვა ქვეყანაში თუ წავიდა ის სხვა ქვეყანა აუცილებლად დაიმატებს მას მერე როცა ამის შანსი ექნება
უბრალოდ გავიხსენოთ რა მოხდა ზაგრებთან მატჩებში
3 გოლის მომენტში სრულიად უსუსური უამბიციო არაპროფესიონალური არაფრისმომცემი მოქმედებების მთელი კასკადი იყო დინამო თბილისის მხრიდან ეს უბრალდო კლასის ნაკლებობის ბრალია კლასი კიდე სწორი მიდგომით მოდის
ის მომენტი ყველაზე ცუდი იყო როცა ერთი ჩაგდებული პასით მთლიანად მოტეხეს მთელი დაცვა
ასეთ რამეს დღეს ფეხბურთში არ უნდა ჭამდე თუ რამის ამბიცია გაქ
acm
04 აგვისტო 2016 14:25
0
ხალხნო გამოფხიზლდით რა უნდა რენეს ნაკრებში. ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე უხეში ფეხბურთელია. ეს ყოველივე ფიფიას ხრიკებია ვერ ხვდებით დიდ პატივს ვცემ ქვილითაიას და მართლა მასეთი ცენტრალური თავდამსხმელი ჩვენს ჩემპიონატში არ არის მაგრამ გააკეთა ფიფიამ თავისი საქმე გახდა ბომბარდირი და გაყიდა და თუ იქ ფიზიკურად არ მოძლიერდა მოუწევს სკამზე ჯდომა. და კიდევ ერთი დაკარგული ფეხბურთელი რომელიც არ ნაკრებს გამოადგება და 4 წლის განმავლობაში ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ დაბრუნდება. დაფიქრდით და გადახედეთ რამდენი ცენტრალური მცველია ჩვენს ჩემპიუონატში რომლებიჩ უკვე სჯობს რენეს
lelo
04 აგვისტო 2016 12:30
0
საქართველოს სჭორდება მხოლოდ ორი ნატურალიზებული..ერთი კარგი ცენტრალური მცველი და ერთი გოლის გამტანი..რენე ნამდვილად ის მცველია რომელსაც შეუძლია დაცვა შეკრას და სამწუხაროდ მსგავსად მაღალ დონეზე ჩვენი მცველები ვერ თამაშობენ...თუ გვინდა 2018ზე, რენე სექტემბრიდანვე უნდა ჩავრთოთ საქმეში...ტექნიკური პრობლემა თუ არ შეუშლის ხელს
მებრძოლი ლაზი
04 აგვისტო 2016 01:03
0
მაშინ რაღა განსხვავებაა კლუბსა და ნაკრებს შორის? არსებული ზღვარი მათ შორის უნდა შენარჩუნდეს, სხვანაირად ეს ეროვნული ნაკრები აღარ იქნება. გლობალიზაციით ყველაფრის დასაბუთება კი აქ გადაჭარბებულია
გერმანელი
04 აგვისტო 2016 00:38
0
მიუხედავად იმის რომ ყველა ეროვნებას პატივს ვცემ მაინც ესე ვფიქრობ რომ მირჩევნია ამისულაშვილმა თავის კარში გაიტანოს ორი გოლი და ნერვიულობისგან ინფარქტმა დამარტყას ვიდრე ვიღაც გადმოხვეწილი არაქართველი რომელიც პელესავით მაგარი იყოს და მსოფლიო ჩემპიონატი მოგვაგებინოს, აი ესეთი ნატურალიზირებული გვყავდეს ნაკრებშ...
დავითი
03 აგვისტო 2016 23:08
0
კონსერვატიზმი კარგია, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. თუ სპეციალისტები ჩათვლიან, რომ რენე სანტოსის თამასი სარგებლობას მოუტანს ნაკრებს რა პრობლემაა ითამაშოს, ხოლო თუ რენე ბოლო თამაშების დონისაა, ეს სპეციალისტების გადასაწყვეტია, მაშინ სხვა ამბავია, თავს ნუ მოიკლავთ პასპორტის გაცემაზე, იმას ისეთი ხალხი იღებს ალბათ საქართველოში გავლით რომ ყოფილა და კაცმა 5წელი იცხოვრა და კეთილსინდისიერად იშრომა რას ერჩით? კიდევ ვიმეორებ უკანასკნელი თამაშები არ მაქვს მხედველობაში. როცა გუნდი აგებს მთელი მე-2 ტაიმი კაცს რა აცინებდა იქნებ კითხოს ვინმემ.
gizog
03 აგვისტო 2016 20:39
0
რენე კარგი იგროკია კიდე მოუმატებს
otari
03 აგვისტო 2016 19:20
0
კარგი მოთამაშეა სირბილი მაინც იცის ჩვენი ფეხბურთელებისგან განსხვავებით
lasha
03 აგვისტო 2016 17:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული