[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ გვჭირდება რენე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში უცხოელი ფეხბურთელის შესაძლო გამოჩენას ზოგიერთი მტკივნეულად ხვდება. წესით, ეროვნული ნაკრები იმის ნაკრებია, რომ იქ მხოლოდ იმ ეროვნების წარმომადგენელმა ითამაშოს, რომლის ღირსებასა და პრესტიჟსაც ეს ნაკრები იცავს.

რა თქმა უნდა, მარტო ქართველებს რომ გაგვეკვალა ეს ბილიკი, მარტო ჩვენ რომ მოვქცეულიყავით ასე, ხმას არ გავიღებდით, მაგრამ რას ვიზამთ? ჩვენ ხომ ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს? საკუთარ ნაჭუჭში ხომ არ ჩავიკეტებით?..

...როცა ფეხბურთელის ნატურალიზებას მიმართავენ, ისეთი მეგასაფეხბურთო ქვეყნები, როგორებიც არიან ესპანეთი და იტალია, შენც დაფიქრდები - როგორ შეიძლება შენი ეროვნული გუნდი
იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის?

რა თქმა უნდა, სანაკრებოდ ლეგიონერი უნდა შეირჩეს უაღრესად დიდი დაკვირვებით. ის უნდა იყოს მაღალი სათამაშო კლასის ფეხბურთელი და, ამასთან ერთად, უნდა თამაშობდეს იმ პოზიციაზე, რომელიც ამა თუ იმ გუნდისა თუ ნაკრებისთვის პრობლემატურია...

დღეს რენე ფერეირა დოს სანტოსზე ვისაუბრებთ. ის ცენტრალური მცველია. მას აშკარად აქვს სათამაშო კლასი. ვფიქრობთ, შორს არ არის ის დრო, როცა ბრაზილიელი იმაზე უკეთეს ჩემპიონატში მოსინჯავს ძალას, ვიდრე ქართული უმაღლესი ლიგაა. არადა, რენეს აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი...

რაში გვჭირდება ბრაზილიელი მცველი, ვინც თავის დროზე "ზესტაფონმა" ჩამოიყვანა საქართველოში, ახლა კი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერია? საქართველოს ჰყავს რამდენიმე კვალიფიციური ცენტრალური მცველი. კიდევ კარგა ხანს ითამაშებენ ნაკრებში საბა კვირკველია და ლაშა დვალი. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ მცველად თამაში გურამ კაშიასაც შეუძლია...

სამაგიეროდ, დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატის კარს მომდგარი შესარჩევი ციკლის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს ალეკო ამისულაშვილი და მას აუცილებლად დასჭირდება კვალიფიციური შემცვლელი. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ფეხბურთელის ნატურალიზება თუნდაც იმიტომ მიგვაჩნია საშურ საქმედ, რომ ნაკრებში ამ პოზიციაზე კონკურენციამ მოიმატოს.

ცოდვა გამხელილი სჯობს - შესაბამისი კანდიდატურები არ ჩანს, თორემ ფეხბურთელის ნატურალიზებაზე უარს არც თავდასხმის და ნახევარდაცვის ხაზში ვიტყოდით. განა, საქართველოს ნაკრებს აწყენდა გამოკვეთილი მეგოლე-თავდამსხმელი, რომელიც შანსებს მაქსიმალურად ყაირათიანად გამოიყენებდა?

...ისევ რენეზე. რა თქმა უნდა, რაოდენ მაღალი კლასისაც უნდა იყოს ფეხბურთელი, ყველა შემთხვევაში არ გაგიჩნდება სურვილი, რომ ის შენი ქვეყნის სანაკრებო ფერხულში ჩააბა. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი კარგად შეეგუა საქართველოს, შეიძინა უამრავი მეგობარი, ქართული ენაც ისწავლა...

ახლა გავარჩიოთ, რა შეიძლება მოხდეს რენეს შემთხვევაში. ის ახლა 24 წლისაა. თავის დროზე, როცა 2013 წელს ის "ზესტაფონში" გამოჩნდა, მაშინ დიდი რყევები იყო ამ გუნდში. ეროვნული ჩემპიონატის პირველივე ტურში "ზესტაფონი" თბილისის "დინამოს" შეხვდა.

ის თამაში სახელდახელოდ შეკრულმა "ზესტაფონმა" ძალიან კარგად ითამაშა და გამოკვეთილ ფავორიტთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. კარგად ითამაშა რენემაც, თანაც, არა ცენტრალური მცველის, არამედ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მაშინ რა ვიცოდით, რომ ეს მისი ოპტიმალური პოზიცია სულაც არ იყო.

მერე და მერე ეს ოპტიმალური ამპლუაც გამოიკვეთა. ბრაზილიელის თამაშში არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებინებს, რომ ის აშკარად გამოსაყენებელი კაცია - რენე თამაშიდან თამაშამდე უმატებს. არ გვინდა, ისე მოხდეს, რომ ის კარგ ჩემპიონატში, კარგ გუნდში გადავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვახსენდეს, რომ რენეს ქართული დროშის ქვეშ ჩაყენება შეგვეძლო...

კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს ბრაზილიელი თანახმა იყო, ეთამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. იმედია, ახლა სიტუაცია არ შეიცვლება. მთავარი კი მაინც ისაა, რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული გუნდის დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი.

ჩვენი აზრი ასეთია და საინტერესო იქნებოდა სლოვაკი დამრიგებლის მოსაზრებაც. ვაისთან სათქმელ-სალაპარაკო ბლომად დაგროვდა და იმედია, მალე ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას გასცემს პასუხს...

შეგნებულად აღარ ჩამოვთვლით იმ ნაკრებებს, ნატურალიზებული ფეხბურთელის სამსახურით რომ სარგებლობენ. დავწერთ მხოლოდ ერთს - დღეს ყველა გზა მართებულად მიგვაჩნია, რომელიც ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს.

სათაკილო კი ნატურალიზებაში არაფერია, ყოველ შემთხვევაში, დღეს, როცა გლობალიზაციამ ფეხბურთშიც გვარიანად შეაღწია. ისეთი ქვეყნებიც კი მიდიან ამ გზით, რომლებიც საფეხბურთო სიამაყისა თუ თავმოყვარეობის მხრივ ჩვენზე მეტნი თუ არა, ნაკლებნი არ არიან...

P.S. თემა დაიწერა თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩამდე, რომელშიც რენე ფერეირა შეიძლება ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ფეხბურთელის ავ-კარგზე ერთი თამაშით არ უნდა ვიმსჯელოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
სადაა ჩემი კომენტარი,ვინმეს დედაზე შევაგინე თუ რა იყო, რომ არ აქვყნებთ.
თენგო
03 აგვისტო 2016 16:32
0
კი, ნამდვილად გვჭირდება ლეგიონერები ნაკრებშიც - ჩვენს ბიჭებს რომ ვაგინებ, მაინც რაღაცნაირ უხერხულობას განვიცდი ხოლმე....
მსქროლავი ტროლი
03 აგვისტო 2016 16:31
0
ალეკო კაკაურიძე: "დღეს ყველა გზა მართებულად მიგვაჩნია, რომელიც ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს"...

თუ ქართული ფეხბურთისთვის სიკეთე გინდათ "დამდგარი ფეხბურთი" ეროვნულ სირცხვილად გამოაცხადეთ და ყოველი მატჩის შემდეგ გამოაქვეყნეთ რომელმა ფეხბურთელმა რამდენი სპრინტი გააკეთა.

გულშემატკივარი სტადიონზე სწრაფი და კომბინაციური თამაშის სანახავად მიდის!
გუჯა კახაძე
03 აგვისტო 2016 16:29
0
ნუ მეტიჩრობთ. ჩვენნაირი ქვეყნებია ნახევარი გუნდი ნატურალიზებული ფეხბურთელებით, რომ ყავთ სავსე-რენე საქართველოს ნაკრებში იდეალური ვარიანტია....
Temuri
03 აგვისტო 2016 16:16
0
მართლა ამ რენეთი წაიღეთ ტვინი უკვე. რენეზე უარესი რითია ოდესაში მოთამაშე ხოჭოლავა,რომელიც ძირითადშია,თუ უკრაინის ჩემპიონატი უფრო დაბალი დონეა ვიდრე ჩვენი.თანაც ხომ ხედავთ 99% წინააღმდეგია ამ თქვენი გენიალური აზრის.
სოსო
03 აგვისტო 2016 16:11
0
გული მწყდება საქართველოში რო მცველის პრობლემაა (და არა მარტო მცველის) და საშუალო დონის უცხოელს რო ვეხვეწებით ნაკრებში თამაშს. თუ აქამდე ვზრდიდით კარგ მცველებს ეხლა რა გვეტაკა, მარა არ გამოსწორდება სიტუაცია სანამ ხალხს გული არ მიუბრუნდება ფეხბურთზე. ჩემს ბავშვს ფეხბურთზე არ შევიყვან იმიტომ რომ ვიცი რა სიბინძურეც ტრიალებს ქართულ ფეხბურთში. ერთი უბნელი შემხვდა,ბავშვი დამყავს ფეხბურთზეო და გაგიჟებული იყო. მწვრთნელი 500 ლარს მთხოვს 10 დღით ზბორზე უნდა გამოუშვა თორე ძირითადში ადგილს დაკარგავსო და საიდან მოვიტანო ეს ფულიო დარდობდა. 10 დღეში რა ზბორი უნდა გაიაროს ისეთი ბავშვებმა რო ძირითადის ფეხბურთელი სასტავიდან ამოაგდოს...უმრავლესობას გამოყავს ბავშვები ფეხბურთიდან უსახსრობის გამო.ასე ფულიანობით, ძმაკაცობით, ბიძაშვილობით, უსამართლობით, არაპროფესიონალიზმით იკარგებოდა და იკარგება თაობები საქართველოში. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ფეხბურთი შეეძლო ეთამაშა ქუჩაში დარჩა, ზოგიც ციხეში მოხვდა,ასე გაწირეს თაობები უნამუსო ფეხბურთის ჩინოვნიკებმა და მწვრთნელებმა ხოდა იმ თაობების ცოდვით ვერ გაიხარა და ვერც გაიხარებს ჩვენი ფეხბურთი კაი ხანი,და თუ კი ისევ ისე გაგრძელდა თაობების დაკარგვა აღარაფერი არ გვეშველება არასდროს...
თუ რამე არასწორად ვთქვი მითხარით....
გია
03 აგვისტო 2016 16:10
0
მორჩით რა ლაპარაკს ამ ფეხბურთელთა ნატურალიზებაზე... ჯერ ერთი,ეს ევროპული ფეხბურთის საერთო ტენდენცია არაა... არის ცალკეული შემთხვევები,მაგრამ არა საკოველთაო... ევროპული ქვეკნების კლუბები სავსეა უცხოელი ფეხბურთელებით... მათ შორის ჩვენნაირი საფეხბურთო დონის ქვეკნები... რაგა შორს ვიაროთ,აგერაა აზერბაიჯანი,კაზახეთი... იქ ზოგიერთი კლუბი ამ ქვეკნების ნაკრებებზე ძლიერია სცორედ ლეგიონერების ხარჯზე... და ამ ლეგიონერებიდან რამდენს ექნება სურვილი რო ითამაშოს აზერების და კაზახების ნაკრებში... თუნდაც მხოლოდ იმიტომ,რომ უკეტეს კლუბებში გაიკიდონ...მათ უმეტესობას,ხომ საკუთარ ნაკრებში თამაშის არანაირი შანსი არ აქვთ... და ნატურალიზების გზით რო ცავიდნენ მაგალითდ აზერები,მაშინ მათი ნაკრები მარტო გაბალას ფეხბურთელებით იქნება სავსე... კი ბატონო, ჯერ რენე... მერე ველევი... ხვალ კიდე ვინმე გამოჩნდება ტორპედოში,ან გორის დილაში... და ვარიგოთ ქართული პასპორტები... ჩვენსავით ზარმაცი ხალხის საქმეა ზუსტად... რაც შეეხება ევროპულ გრანდებს,რომელთც აქ მოიხსენიებს ავტორი,იშვიათი გამონაკლისის გარდა,მათ არ კავთ კავთ ნატურალიზებული ფეხბურთელები... კლოზე,პოდოლსკი,ფერაკანიანები საფრანგეტის ნაკრებში... ისინი დაბადებიდან ამ ქვეკნის მოქალაქეები იკვნენ... ისევე როგორც ნავალოვსკი საქართველოსი... საქართველოს ნაკრებში,ჩვენი ბიჩები,ჩვენი... და არა აქვს მნიშვნელობა თუ რა ეროვნების იქნება...თუნდაც ქართველი,თუნდაც ბრაზილიელი,ან თუნდაც ჩინელი... ოგონდ საქართველოს მოქალაქე და არა სპეციალურად ნატურალიზებული... ის ქართველი,ბრაზილიელი,ჩინელი,კველა ქართველები იქნებიან,საქართველოს ნაკრებში,ქართული დროშის ქვეშ...
qarveli
03 აგვისტო 2016 16:01
0
ბ.ალეკო რენე არის არა სტაბილური და არა საიმედო მცველი,როგორც კი მოუწია თამაშმა ოდნავ მაღალი დონის გუნდთან ვიდრე საქართველოშია,ყველამ ვნახეთ რა თამაშიც ანახა,ჯერ იყოდა ზაგრებში ისეთი ათხლავა 19 წლის ბიჭმა რენეს ალბათ ცოტახანი არ დაავიწყდება,თუნდაც გუშინ რა თამაში ანახა,ყველაფერს თავი რომ დავანებოთ გაშვებული გოლი რენეს სინდისზეა,ასე რომ მორჩით ჟურნალისტები ამ რენეზე საუბარს.თქვენზე უარესად არც ჩვენ გულშამატკივრები ვერკვევით ფეხბურთში.თქვე კაი ხალხო ამ რენეს რომ მიაკვდით,ეგერ ოდესაში,ხოჭოლავა რომ თამაშობს თანაც ძირითადში,რას უწუნებთ, თუ უკრაინის ჩემპინატი ჩვენსას არ შეედრება?ასე რომ ჩვენს ბიჭებს მიხედეთ და იმთზე წერეთ და იზრუნეთ,ვინც მართლა ქართული სულით და გულით მიუდგება საქმეს.
თენგო
03 აგვისტო 2016 15:58
0
აიყვანეთ რენე ნაკრებში...
qomagi
03 აგვისტო 2016 15:57
0
ორივე თამაშში საუკეთესო იყო რენე.
არცერთი გოლი მისი ბრალი არ იყო
რენე
03 აგვისტო 2016 15:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული