თბილისში ხორვატი ფანების ათასკაციანი რაზმი მოდის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ალიოშა ასანოვიჩი და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ივო შუშაკი.

ფეხბურთის ხორვატი სპეციალისტები სფფ -ს პრეზიდენტს - ზვიად სიჭინავას, გენერალურ მდივანს - რევაზ არველაძეს და ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს - ნიკა ჩხეიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე, მატჩის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ერთად  26 მარტს, თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

ხორვატიის ეროვნული ნაკრები თბილისში 25 მარტს, დილით, ჩარტერული რეისით ჩამოვა. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, მატჩამდე მხოლოდ ერთ ვარჯიშს
გამართავს - 25 მარტს, საღამოს.

ხორვატებს თან ათასამდე გულშემატკივარი ჩამოჰყვებათ. 27 მარტს კი, სტუმრები თბილისიდან გაემგზავრებიან.

შუშაკი და ასანოვიჩი თბილისს დღეს, გვიან ღამით დატოვებენ.


სფფ-ს პრესსამსახური





.

მკითხველის კომენტარები / 5 /
59 000 კი ვიქნებით მარა ფან კლუბში უნდა იყოს ბევრი ხალხი დოლებით და ერთნაირი ფორმებითრომელებიც არ გაცერდებიან. ხალხი ხან აყება ხან გაჩერდება ესენი კი არ გაჩერდებიან. არ უნდა გვაჯობოს 1000 კაცმა და ისედაც ფანკლუბში ბევრი ხალხი ლამაზად გამოჩნდება.მიდის ეხა მუშაობა მაგაზე გუშინ იყვნენ ტელევიზორში
vaxo
18:37 22-02-2011
0
შევჭამოთ ეგენი, მაგათი საყვირი და სასიმღერო სადაა?! 59 000 კი არა უფრო მეტიც დავეტევით გაჭირვბით სტადიონზე და ქუჩებში სახლებში ყველგან ზეიმი იქნება იმიტო რო მოვიგებთ! შევჭამოთ!!!!!!!! ერთი სული მაქ ბილეთების გაყიდვა რო დაიწყოს, სალარო რო გაიღება გრევე ვიყიდი რო მშვიდად ვიყო:) და 26 დილიდან ბალეშიკობა იწყება და 29 მდე გრძელდება!
bb king
18:23 22-02-2011
0

სიახლეები პოპულარული