თბილისში ხორვატი ფანების ათასკაციანი რაზმი მოდის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ალიოშა ასანოვიჩი და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ივო შუშაკი.

ფეხბურთის ხორვატი სპეციალისტები სფფ -ს პრეზიდენტს - ზვიად სიჭინავას, გენერალურ მდივანს - რევაზ არველაძეს და ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს - ნიკა ჩხეიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე, მატჩის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ერთად  26 მარტს, თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

ხორვატიის ეროვნული ნაკრები თბილისში 25 მარტს, დილით, ჩარტერული რეისით ჩამოვა. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, მატჩამდე მხოლოდ ერთ ვარჯიშს
გამართავს - 25 მარტს, საღამოს.

ხორვატებს თან ათასამდე გულშემატკივარი ჩამოჰყვებათ. 27 მარტს კი, სტუმრები თბილისიდან გაემგზავრებიან.

შუშაკი და ასანოვიჩი თბილისს დღეს, გვიან ღამით დატოვებენ.


სფფ-ს პრესსამსახური





.

მკითხველის კომენტარები / 5 /
59000 ვხვდებით : ))
luka
22:02 18-02-2011
0
ყველა სტადიონზეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე...
state
09:32 19-02-2011
0

სიახლეები პოპულარული