ვლადიმირ ვაისი: ნაკრები ოჯახივითაა - თუ ბავშვი კარგად არ იქცევა, უნდა დატუქსო!

AutoSharing Option
დღეს, 19 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ, "დინამო არენაზე" გამართავს.

"მიხარია არდადეგების მერე აქ ჩამოსვლა. პირველი მატჩისთვის მაქსიმალურად ნაყოფიერად მოვემზადებით. შეკრებას 29 აგვიტოს დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ავსტრიასთან მატჩისგან ყველა კარგ ფეხბურთსა და დადებით შედეგს ელის და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

თუ ვინმეს აინტერესებს, რას ვაკეთებდი ამხანაგური მატჩების შემდეგ, ვეტყვი, რომ ჩვენი ჯგუფის მეტოქეების თამაშზე დაკვირვებით ვიყავი დაკავებული. ვეცადე, შემესწავლა მეტოქეები...

ნაკრების რამდენიმე პოტენციური ფეხბურთელი ვნახე, რომლებსაც გაფართოებულ შემადგენლობაში ვუხმე. გუნდში ზოგი უგუნდოდაა, ზოგს ტრავმა აქვს...

გაფართოებულ სიაში თბილისის "დინამოდან" ბევრი ფეხბურთელია. ამ გუნდის თამაშებს დავესწარი და კარგად დავაკვირდი მათ. "დინამო" ქვეყნის ჩემპიონია და ამიტომაცაა ნაკრებში ამ კლუბიდან უფრო მეტი ფეხბურთელი, ვიდრე სხვა ქართული გუნდიდან.

ვერ დავეთანხმები აზრს, რომ "დინამოს" ფეხბურთელები ცუდ ფორმაში არიან - გაითვალისწინეთ ევროტურნირებზე მათი მეტოქეების დონე. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ცხადია, არ გაუმართლათ. გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ სტანდარტული მდგომარეობიდან ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა...

ჯიღაური ესპანეთშიც მყავდა და ძალიან მომეწონა. პაპუნაშვილი ჯერ ფორმაში არაა, მაგრამ ვიცი მისი შესაძლებლობები და ძალიან მომწონს; უჩა ლობჟანიძესა და ალექსანდრე ამისულაშვილზე გამოცდილი თუ მეყოლება ვინმე, იმას დავაყენებ, მაგრამ ასეთი ჯერ არავინ ჩანს...

ამ ეტაპზე, გამომდინარე იქიდან, რომ ნუკრი რევიშვილს ტრავმა აქვს, ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორია იქნება. მის თამაშებს ვუყურე, საკმაოდ კარგ ფორმაშია და არჩევანს სწორედ მასზე გავაკეთებ.

ნაკრები ოჯახივითაა - თუ ბავშვი კარგად არ იქცევა, უნდა დატუქსო. ესპანეთში გაკეთებულ ჩემს განცხადებას ფეხბურთელებთან დაკავშირებით ზუსტად ამას ვუწოდებ. ამ განცხადებას ფსიქოლოგიური გავლენა უნდა ჰქონოდა.

ფეხბურთელებს ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ ამას ცუდი მიზნით არ ვაკეთებ. მინდა ამას დადებითი ეფექტი მოჰყვეს და ვთვლი, რომ ასეც მოხდა ესპანეთთან. თუ ფეხბურთელები დისციპლინითა და თავდადებით ითამაშებენ, ჩვენს ნაკრებს შანსი ექნება, კარგი ფეხბურთი აჩვენოს", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მოაშორეთ ამისულაშვილი ნაკრებს !
realisti
13:58 19-08-2016
0
არ უნდა იკოს ეს ცუდი მცვრთნელი,მაგრამ...აქაურობის,ჯერ გაგებაში არ არი...
maradona
14:01 19-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული