ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სადებიუტო მატჩისთვის 28 ფეხბურთელი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევში პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს, ავსტრიის ეროვნულ გუნდთან თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

ეროვნულ გუნდში ახალწვეულია - დანიური "სილკებორგის" თავდამსხმელი დავით სხირტლაძე. ნაკრებს დაუბრუნდნენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ მარცვალაძე. ყველაზე თვალშისაცემი კი სიაში ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას არყოფნაა, რომელიც ფრანგული "რეიმსის" დატოვების შემდეგ, ჯერჯერობით, უგუნდოდაა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი
რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბილისი), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი), გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია).
მკითხველის კომენტარები / 42 /
მართალი ხარ გურო დედინაცვლის წყევლის მოსმენა ჯობია ამათი თამაშის ყურებას
giorgi
19 აგვისტო 2016 18:02
0
პაპუნაშვილი და დვალიშვილი არ ათამაშოთ ძირითადში და საერთოდ ნაკრებს ეგენი ვერ გაქაჩავენ, ხასიათის და პასის არ მიმცემი ფეხბურთელები საჭირო არ არის. ამისულაშვილიც მოარიდეთ, თორემ ვერ იქნება საქმე კარგად.
giorgi
19 აგვისტო 2016 17:35
0
რეზოს... რეზო ბატონო,ქართული ფეხბურთი კი არ მომცონს,არამედ მიკვარს...და მიტომაც მტკივა გული...და მიტომაც უნდა თქვა სათქმელი...რაგინდ მცარეც არ უნდა იკოს...
maradona
19 აგვისტო 2016 17:32
0
დაანებეთ თავი დინამოს!თუ არ მოგწონთ ქართული ფეხბურთი "უბალეშჩიკეთ"ბარსელონას!
რეზო
19 აგვისტო 2016 16:53
0
წარმატებები საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს შესარჩევზე. ანუ ჯიღაური არ არის ღირსი ან დვალიშვილი მხოლოდ ამ ფეხბურთელებს უნდა გამოუძახონ ნაკრებში პაპუნაშვილს არა
giorgi
19 აგვისტო 2016 16:38
0
ამ უთამაშებელი და უვარგისი ხროვის (ორი სამი კაცის გარდა) ნახვას ველოდი და არც იმედი მქონდა რამე უკეთესის, უბრალოდ თუკი დინამოელ უსაქმურებს და ურალის ღიპიან ბიჭს ეძახიან, არაბიძეს ნომერი არ აქ და ვერ ურეკავენ თუ რა ხდება?
სოსო
19 აგვისტო 2016 16:36
0
რევიშვილი ისრაელის გუნდშიაო ამასწინათ წერდნენ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმაო და ეხლა ისევ მორდოვიაშია?
vasikobasiladze
19 აგვისტო 2016 16:27
0
KER ES ERTI DINAMOS FEXBURTELEBS NAKREBSHI RA UNDA.SXVEBIC VINC IK SIASHI CERIA NAXEVARZE METI UGUNDOA DA AM XALX RA UNDA VER GAVIGE.DAGVCINIAN?MOISTUMREBEN TAMASHS DA MORCHA? CINASCAR KVELAM VICIT RO NAKREBIC IGIVE UAZROBAS SHEMOGVTAVAZEBS RAC GUSHIN VIXILET.VIN ADGENS AM SIAS SAINTETESOA.TU VAISI ADGENS KARGAD KOFILA SAKME.FEXBURTS UNDA VARJISHI PRAKTIKA DA PROFESIONALIZMI ROMELIC UMETESOBA CHVENS FEXBURTELEBS ZALIAN AKLIAT.GASAKVIRI ISAA RO UTAMASHEBELI FEXBURTELEBI NAKREBSHO ARIAN.SHEDEGIC IKNEBA NULI.
Goga
19 აგვისტო 2016 16:18
0
არაბიძეს ამხანაგურზეც არ ეძახიან...სამაგიეროდ იძახებენ ლობჯანიძეს...ამისულაშვილს...ცისკარიძეს...კვეკვესკირს...დაუშვილს...კობახიძეს...ჯიღაურს...პაპუნაშვილს...სხირტლაძეს...მარცვალაძეს...ქვილითაიას...ევროპის საუკეტესო გუნდებთან სათამაშოდ...სასაცილოა,სატირალი რო არ იკოს...
maradona
19 აგვისტო 2016 16:01
0
სრული ბარდაგი!! დავთვალე და 14ს საერთოდ არ აქვს სათამაშო პრაკტიკა ამას + დინამოს უნიათო უვარგისი 5 ფეხბურთელი და რისი იმედი უნდა გქონდეს კაცს?მერე ქომაგებს ამტყუნებენ სტადიონზე არ დადიანო,ასეთ მნიშვნელოვან დროს სფფს პრეზიდენტი პოლიტიკაში გარბის! ან კიდე ამ პაპუნაშვილს რა კრიშა ყავს ასეთი ზევით??? არაბიძემ რით ვერ დაიმსახურა ამათი ყურადღება??
guro
19 აგვისტო 2016 15:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული