ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სადებიუტო მატჩისთვის 28 ფეხბურთელი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევში პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს, ავსტრიის ეროვნულ გუნდთან თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

ეროვნულ გუნდში ახალწვეულია - დანიური "სილკებორგის" თავდამსხმელი დავით სხირტლაძე. ნაკრებს დაუბრუნდნენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ მარცვალაძე. ყველაზე თვალშისაცემი კი სიაში ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას არყოფნაა, რომელიც ფრანგული "რეიმსის" დატოვების შემდეგ, ჯერჯერობით, უგუნდოდაა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი
რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბილისი), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი), გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია).
მკითხველის კომენტარები / 42 /
მივკვეთ თანმიმდევრობით... 1)ნუკრი რევიშვილი(ტრამვირებულია) 2)უჩა ლობჯანიძე(ფეხბურთის თამაში არ იცის) 3)სოლომონ კვირკველია(კლუბში არ ათამაშებენ) 4)ალექსანდრე ამისულაშვილი(კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია) 5)ზურაბ ცისკარიძე(კლუბში არ ათამაშებენ) 6)გიორგი აბურჯანია(სად არის თვითონაც არ იცის) 7)თორნიკე ოქრიაშვილი(უგუნდოდაა) 8)ლევან კენია(კლუბში არ ათამაშებენ) 9)გიორგი ჩანტურია(კლუბში არ ათამაშებენ) 10)გიორგი პაპუნაშვილი(კომენტარის გარეშე) 11)ლევან მჩედლიძე(კლუბში არ ათამაშებენ) 12)გიორგი ქვილითაია(სათამაშო პრაქტიკის გარეშე)...თუ რამე არასცორად დავცერე,შემისცორეთ...თუ არა და,არცერთი კაცი სტადიონზე!!!!!
maradona
19 აგვისტო 2016 15:38
0
აკრძალულია კანონმდებლობით ნარკოტიკები და ერის უდიდესი ნაწილი კაიფობს!ნებადართულია ფეხბურთი და მთელი ერი თამაშის გონზეც არ არის!უკუღმა ასინეთა უკუღმა,ვცადოთ იქნებ გაამართლოს, ავკრძალოთ საერთოდ სპორტი და დაუშვათ ნარკოტიკები!
აიკრძალოს ფეხბურთი კონსტიტუციით!
19 აგვისტო 2016 15:32
0
აკი ქვილითაიას ტრამვა აქვს და ამიტომაც არ თამაშობსო თავის ახალ გუნდშიო, დინამოს ფეხბურთელებიდან არც ერთი არ არის ნაკრებში თამაშის ღირსი, გაყარეთ ყველანი ნაკრებიდაკი არა და დინამოდანაც! პირველი ლიგის ბავსჰვები უკეთ ითამაშებენ ვიდრე დინამოელები თამაშობენ!!!
giorgi
19 აგვისტო 2016 15:26
0
Falavandishvili unda gamoezaxat aucileblad magaze mebrzoli aravin gvyavs
Maladoi
19 აგვისტო 2016 15:21
0
Falavandishvili unda gamoezaxat aucileblad magaze mebrzoli aravin gvyavs
Maladoi
19 აგვისტო 2016 15:18
0
ესენი ბოლოს გაიჩალიჩებენ ხალხის რისხვას, მაინც და მაინც რა გინდათ გინებას იღებთ და ალბათ შეეგუეთ ეხლა ცემა ტყეპის დრო დადგა ? მოაცილეთ ნაკრებს ჩამოფასებული ფეხბურთელები,
zmo
19 აგვისტო 2016 15:05
0
დიეგო არმანდო მართალია-მოხეტიალე ფეხბურთელებისგან განსხვავებით არაბიძეს აქვს სათამაშო პრაქტიკა და შახტარის დუბლები ათიდან ცხრა შემთხვევაში მოუგებენ დინამოს და მსგავს ბანდებს.
ჰო - "დიოშ დ იორი"-ა სწორი კიდევ.
გაგა
19 აგვისტო 2016 15:00
0
4 მეკარე რა ჯანდაბბად უნდა???
giorgi
19 აგვისტო 2016 14:58
0
ამ ნაკრების და ამ ჩემპიონატის პატრონი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი უკვე მაჟორიტარობისკენ იწევს, ეტყობა აქ უკვე მოამთავრა საქმე და ყველაფერი იდეალურად გვაქვს. რისთვის აირჩიეს თუ პარლამენტში უნდოდა ...
გულშემატკივარი
19 აგვისტო 2016 14:57
0
ისე ესენი ფეხბურთელები არიან თუ ტანდაბალი მხრებიანი მოცეკვავეები.
გივი
19 აგვისტო 2016 14:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული