საქართველო-ავსტრიის ბილეთების გაყიდვა სალაროებში დაიწყო

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველო-ავსტრიის მატჩის ბილეთების გაყიდვა "დინამო არენის" სალაროებში დღეს დაიწყო.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს საქართველო "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

სალაროებში ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო. სალაროების სამუშაო საათები: 11:00-19:00.

ბილეთების ფასი 5, 10, 15, 25 და 35 ლარია. მატჩის ბილეთების შეძენა მსურველებს ასევე ინტერნეტით, ვებგვერდ tkt.ge-ზე შეუძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სტადიონის გავსებაზე კი არა, ჩვენი ნაკრების მხურვალე მხარდაჭერაზე უნდა ავიღოთ აქცენტი. ომახიანი შეძახილებით ფეხები უნდა ავუკანკალოთ ავსტრიელებს. გამარჯვებით დაწყებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს და ბიჭებს ივერ ქომაგთა გასახარად.
gizog
10:37 30-08-2016
0
3-0-გული მიგრძნობს.ყოჩახ საქართველო
99999999999999
17:22 29-08-2016
0

სიახლეები პოპულარული