საქართველოს ნაკრები: არის თუ არა რეზერვი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სულ მალე მძიმე ბრიტანული ტურნე ელის. ძალიან რთული იქნება მიჯრით ორი ბრძოლა ისეთ გუნდებთან (უელსი და ირლანდია), რომლებიც შესანიშნავ ფორმაში არიან.

ყველამ ვიცით, რა შემადგენლობამ ითამაშა ავსტრიასთან შეხვედრაში. არის თუ არა რეზერვი, რომ ნაკრები გაძლიერდეს? ჩვენი დღევანდელი წერილი სწორედ ამ პრობლემურ საკითხს ეძღვნება...

- არ დავკარგოთ! სჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებს ჯიქია, ვაჩიბერაძე, არაბიძე

მართალია, ქართული სანაკრებო რესურსი ამოუწურავი არ არის, მაგრამ ის მაინც არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ავსტრიასთან მატჩისგან განსხვავებით, დიდი იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთში
აუცილებლად ითამაშებენ კაპიტანი ჯაბა კანკავა, მთავარი შემტევი ლევან მჭედლიძე, გიორგი აბურჯანია და ლევან ყენია.

რესურსი ვახსენეთ და, მოდით, გადავავლოთ თვალი, ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს:

ნუკრი რევიშვილი - საქართველოს ნაკრებს ის ძალიან სჭირდება. მეკარის პოზიციაზე კონკურენცია საკმაოდაა, მაგრამ რევიშვილის გამოცდილება და კლასი არც ერთი გუნდისთვის არ იქნება ზედმეტი. ახლა მთავარია, მან დროულად იპოვოს ისეთი კლუბი, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება.

გოგიტა გოგუა - მართლა არ მესმის, რატომ არ ეძლევა გოგუას სანაკრებო შანსი. ის უკვე გადაიზარდა ხასიათის იმ სირთულეებისთვის, რაზეც განუწყვეტლივ ვწერდით. ყაზახეთის ჩემპიონატი კი ხელწამოსაკრავი პირველობა ნამდვილად არ არის. გოგუა სჭირდება ეროვნულ გუნდს, თუნდაც - თავისი განსაკუთრებული უნივერსალიზმით.

თემურ შონია - საქართველოს ჩემპიონატი დიდებულად დაიწყო. მინდვრიდან უგოლოდ არ გადის და თამაშის ხარისხიც შესანიშნავი აქვს. გვესმის, რომ საქართველოს პირველობიდან საერთაშორისო არენაზე გადართვა ცოტა რთულია, მაგრამ თუ ჩვენს ჩემპიონატს მართლა ექცევა ყურადღება, შონიას შანსი უნდა მიეცეს.

გიორგი მერებაშვილი - მართალია, გიორგის სანაკრებო კარიერა ჯერაც ვერ აეწყო, მაგრამ ახალი მწვრთნელის ხელში მას შეუძლია, სხვანაირად "გაიხსნას". მით უმეტეს, პოლონეთის ჩემპიონატში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და გოლებიც გააქვს.

ჯაბა ლიპარტია - უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში სისტემატურად თამაშობს, თუმცა არა და არ ეძლევა სანაკრებო შანსი. არადა, ისეთი ფეხბურთელია, ვაისისეულ კოლექტიურ ფეხბურთს კარგად რომ უნდა მოერგოს.

ლუკას ჰუფნაგელი - ხანგრძლივი უქმობა ახლახან დაასრულა. წესით, მალე კვლავ უნდა გამოჩნდეს "ფრაიბურგის" ძირითად გუნდში. გერმანული ყაიდის, ძალიან კოლექტიური ნახევარმცველი პასის მაღალი კულტურით.

ოთარ მარცვალაძე - ბევრისშემძლე შემტევი. ოთარს თითქმის არასოდეს უთამაშია ნაკრებში მისთვის ოპტიმალურ - თავდამსხმელის პოზიციაზე. ვნახოთ, იქნებ ნავსი ახლა გატყდეს. მისი ტექნიკით და არაორდინარულობით მარცვალაძეს შეუძლია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს საქართველოს ნაკრებისთვის.

ნიკა კაჭარავა - ახალგაზრდულ ნაკრებში (თუნდაც ხორვატიასთან ბოლო მატჩში) ერთხელაც გვიჩვენა, რომ გოლის ალღო აქვს. საქართველოს ნაკრებს თავდასხმაში იმდენად უჭირს, რომ ამ ვარიანტის მოსინჯვაც თავისუფლად შეიძლება.

...რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელთაგან ბევრი უკვე იყო საქართველოს ნაკრებში, მაგრამ დროება იცვლება და, ერთიც ვნახოთ, მათ სხვანაირად წარმოაჩინონ თავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ორენბურგი სპარტაკის მატჩში ორენბურგში ბოლო10 წუთი ითამაშა სანაიამ და ორი ძალიან სახიფათო დარტმაც შეასრულა თავით.
სოსო
18 სექტემბერი 2016 20:57
0
მე მგონი კაჭარავა ეროვნულისთვის მზადარი
ლევან
17 სექტემბერი 2016 21:10
0
კაჭარავას გარდა არც გვყავს თავდამსხმელი და იქნებ მაგან ივარგოს
butxa-ს
17 სექტემბერი 2016 20:53
0
ratom sanaiaze arapers cert.? shesanishnavi pegburtelia.iqneb nakrebis mesveurebma kuradgeba miaqcion.cnobisatvis orenburgshi tamashobs.
janashia vagneri.
17 სექტემბერი 2016 20:07
0
korben dallas-ს როგორც ადამიანს(ერს) აქვს თავმოყვარეობა ისე აქვს საქართველოს ნაკრებს(ქვეყანას) თავმოყვარეობა ნუ ფეხბურთელთა ნაკრებს არც გააჩნია საერთოდ პრონციპში)))
svani
17 სექტემბერი 2016 19:50
0
2 თამაში 3 დღეში რა პონტია? 3 დღე მაინც არ უნდა ჰქონდეთ დასვენება? მეორე თამაშამდე ვერც მიაღწევენ ჩვენები.
odala
17 სექტემბერი 2016 19:44
0
ჩვენ შეგვიძლია სანაკრებო შანსი მივცეთ არამარტო რუსეთ უკრაინაში მიმობნეულებს,არამედ ლაზებსაც ვინ კი ამ წინადადებას გულწრფელად მიიღებს
bacho
17 სექტემბერი 2016 19:24
0
გაჭირვებული ხავს ეჭიდებოდაო ისა ამ სტატიის საქმე არეშველება არაფელი ამ ფორმაციის ნაკრებს და აქ ცამოთვლილი ფეხბურთელებიც ვერაფერს შემატებენ ჩვენ დაბეჩავებულ ნაკრებს ახალი თაობა უნდა წამოვიდეს და რუსეთსა და უკრაინაში გაბნეული მამლუქებიც უნდა ვეძიოთ პარალელურად. ესარი და ეს.
qutaiseli
17 სექტემბერი 2016 18:16
0
და საქართველოს ნაკრები რომ იგნორირებას უკეთებს გოგუას, რას იგებს ამით ? ქულები ემატება თუ ავტორიტეტი ?
ჩამოთვლილ მოთამაშეთაგან მხოლოდ გოგუას შეუძლია, არამარტო შეცვალოს ვინმე, არამედ გააძლიეროს ნაკრები.
korben dallas
17 სექტემბერი 2016 18:05
0
კაჭარავამ სისწრაფეს რომ მოუმატოს, უდიდესი თავდამსხმელი გახდება, მას რომ ვუყურებ ლევანდოვსკი მახსენდება, ოღონდ ცოტა ნელი. :)
რეზო
17 სექტემბერი 2016 17:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული