ირლანდიური მედია: კაშიამ ბრეიდი ენის გადაყლაპვისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს და ირლანდიის ნაკრებების მატჩის დროს, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში საბა კვირკველიასა და რობი ბრეიდს შორის შეჯახება მოხდა. შეჯახების შემდეგ კვირკველიამ თამაშის გაგრძელება მაინც შეძლო, ბრეიდს კი მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

ირლანდიური საიტი Independent.ie ამ მომენტს გამოეხმაურა და ქართველთა კაპიტანი გურამ კაშია შეაქო - რომ არა ის, ბრეიდი სერიოზულ ტრავმას მიიღებდაო...

"პატარა ჟესტი, რომელიც ბრძოლის ველზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა - კვირკველიასა და ბრეიდის შეჯახებისას, მოედანზე სამედიცინო პერსონალის გამოჩენამდე, ბრეიდს პირველადი დახმარება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა
გურამ კაშიამ აღმოუჩინა, რომელმაც ირლანდიელი ენის გადაყლაპვისგან იხსნა", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ მსგავს სიტუაციაში ადრე ჯაბა კანკავაც აღმოჩნდა, რომელმაც პირველადი დახმარება "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" მატჩში ოლეგ გუსევს აღმოუჩინა.

- ჯაბა კანკავამ მოედანზე ფეხბურთელი სიკვდილისგან იხსნა

მკითხველის კომენტარები / 9 /
დიდი ეჭვი მაქვს შენ ვერაფერში ვერ გამოდგები;
mumus
09 ოქტომბერი 2016 22:52
0
ოფიციალურ განაცხადებში კვერკველია წერია და კვირკველია როგორ არის?
კვერკველია
08 ოქტომბერი 2016 13:04
0
კვერკველია არის რუსული ინტერპრეტაცია კვირკველიასი.
bavaria
08 ოქტომბერი 2016 11:59
0
ანუ სიკვდილს გადაარჩინა ენა რო გადაყლაპვოდა გაიგუდებოდა
ლუკა
08 ოქტომბერი 2016 02:13
0
ფეხბურთს ვერ თამაშობენ და იქნებ ექიმებად გამოდგნენ.
mumu
07 ოქტომბერი 2016 20:46
0
კვერკველია არა კვირკველიაა მაგი.კვერკველია სეცდომაა ტავიდანვე დაბადების მოცმობასი ცაწერილი
bacho
07 ოქტომბერი 2016 17:41
0
შეცდომით უწერია თუ სწორად, ოფიციალურად კვერკველიაა და ეგრეც უნდა მოვიხსენიოთ, გუშინ ორი კომენტატორიდან ერთი კვირკველიას ამბობდა
giorgi
07 ოქტომბერი 2016 16:45
0
კვირკველიაა სინამდვილეში
შეცდომით უწერია ოფიციალურ დოკუმენტში კვერკველია
კვირკველიაა
07 ოქტომბერი 2016 16:21
0
კვირკველია კი არა, კვერკველია... როდისღა უნდა დაიმახსოვროთ ფეხბურთელების გვარები.
კვერკველია
07 ოქტომბერი 2016 16:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული